#511255 · 13 Jun 2004, 20:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | გაიხედ გამოიხედე, ყველა იპარავს, ბაზრობაზე სუპერმარკეტებში საქონელი არ იყო რომ განბაჯებული ყოფილიყო, გადასახადებს რომელი ორგანიზაცია იხდიდა ერთი მანახეთ? |
უკვე მაგრად მეზარება ფორუმზე წერა, იმიტომ რომ ერთიდაიგივეს გამეორება ბევრჯერ მიწევს. გადასახადები არსებობს პირდაპირი და ირიბი. ირიბი გადასახადებია საბაჟო და დღგ. ირიბი ნიშნავს იმას რომ სინამდვილეში მაგ გადასახადებს შენ იხდი, ჩვეულებრივი მომხმარებელი და არა ორგანიზაცია. უფრო დეტალურად: დავუშვათ ვიღაცა ორგანიზაციამ შემოიტანა ტანკი, რომელიც ტრანსპორტირებიანად დაუჯდა $1000 და არ გადაიხადა საბაჟოზე არაფერი, დაადო ნაცენკა 20% და შენ მოგყოდა $1200-ად, კაროჩე მოიგო $200. ავიღოთ მეორე ვარიანტი, რომ საბაჟოზე გადაიხადა ყველა გადასახადი(დღგ+საბაჟო) ანუ დაახლოებით - 34%. ე.ი დაუჯდა 1340$, დაადო 20% -იანი ნაცენკა ($268) და შენ მოგყიდა 1340+268=$1608. იგივე ნაცენკის შემთხვევაში მისი მოგება გაიზარდა 34%-ით, შენ კი იყიდე 34%-ით ძვირად. მართალია თავიდან იმ ორგანიზაციამ გადაიხადა, მაგრამ მერე შენგან უფრო მეტი ამოიღო. ანუ სინამდვილეში ეგ გადასახადი შენ გადაიხადე. არ გეწყინოს, მაგრამ მაგდენი რომ იცოდე, აღარ იტყოდი კარგია დიდი გადასახადები, ჩემი ჯიბიდან ხომ არ მიდისო. აუ დამავიწყდა, მართალია $400-ით მეტი დაგიჯდა ეგ ტანკი, მაგრამ სამაგიეროდ ბებიაშენს პენსია 3 ლარით ხომ მოუმატეს.
This post has been edited by net on 13 Jun 2004, 20:51
|