
ნერვებზე თამაშობენ..........
* * *
ამის დროა ახლააააააააააა??????????????13:51 კაფე ~პარნასში~ ხვალ შორენა ლებანიძის წიგნის ~მაესტროს დაბრუნება~ პრეზენტაცია გაიმართება. როგორც ~ინტერ-პრესს~ ~პარნასში~ განუცხადეს, ~მაესტროს დაბრუნება~ დიდი ქართველი დირიჟორის ევგენი მიქელაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს. [ვრცლად >>]
2004-07-08 culture [ბორჯომი - საერთაშორისო ფესტივალი - გახსნა] 33202
მესამე საერთაშორისო ფესტივალი ~ხელოვნების ზეიმი~ დღეს გაიხსნება
13:50 ბორჯომში დღეს მესამე საერთაშორისო ფესტივალი ~ხელოვნების ზეიმი~ გაიხსნება. როგორც ~ინტერ-პრესს~ ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ღონისძიებას ბორჯომის კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლის საკონცერტო დარბაზში ლიანა ისაკაძის, დიმიტრი სიტკოვეცკისა (ინგლისი) და ალექსანდრე კნიაზევის (რუსეთი) ერთობლივი კონცერტი გახსნის. [ვრცლად >>]
* * *
ერედვი-თამარაშენის გზაზე მომხდარი შეტაკებისას დაჭრილი ორი ქართველი ჯარისკაცი უკვე გადაიყვანეს დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქურთის საავადმყოფოში, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც ექიმები აცხადებენ, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ამ დროისთვის გაირკვა, რომ ამავე სამხედრო დანაყოფის რამდენიმე ჯარისკაცს ვერ პოულობენ და მათი ძებნა უკვე ერთი საათია უშედეგოდ მიმდინარეობს. ჯარისკაცების კუთვნილი რაციები გათიშულია და მათი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება. არსებობს ეჭვი, რომ ოსმა ბოევიკებმა ჯარისკაცები გაიტაცეს.
ჯერჯერობით კვლავ ტყვეობაში რჩება 50-მდე ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც დღეს დილით სოფელ ვანათიდან გაიტაცეს. დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ჯარისკაცებს მხოლოდ ერგნეთის საგუშაგოსთან მათი მშობლების მისვლის შემდეგ გაათავისუფლებს.