აქცია გრძელდება უამრავი სიძნელის და ხარვეზის მიუხედავად აქცია გრძელდება. გრძელდება და ნელ-ნელა უფრო და უფრო იხვეწება.
გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემები - დაწყებული ხალხის სიმცირით (ძირითადში აქტიურ მონაწილეებზე მაქვს ლაპარაკი, რომლებსაც შუძლია არა მარტო იქ ყოფნით არამედ სხვადასხვა საქმეების კეთებითაც შეასრულონ გარკვეული როლი) დამთავრებული ფინანსების არქონით. ის მცირე საწყისი სახსრები რომლებიც აქციის დასაწყისში ერთმანეთში შევკრიბეთ უკვე ძალიან დიდი ხანია ამოიწურა, გზადაგზა სხვადასხვა წევრებმა წამოგვაწიეს გარკვეული თანხები და ყველაზე მძიმე პრობლემების მოგვარება ძლივს მოვახერხეთ. მოკლედ ფინანსებძი ძალიან სერიოზული გარღვევა გვაქვს. მიუხედავად იმისა რომ თანხობრივად ბევრი არაფერი გვჭირდება უკვე ხანდახან სულ უმცირესის მოძიებაც ძნელდება.
ადამიანურ რესურსებს რაც შეეხება - ძირითადი "აქტივი" უკვე ძალიან გადაიღალა, მალე ალბათ პრობლემები წარმოიშობა საღამოობით დარჩენასთან და დილით მორიგე ხალხთან დაკავშირებით. ძალიან გვეხმარება ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ თვითონაც წუხდებიან ჩვენი ხმაურისაგან მაინც შეძლებისდაგვარად ყველანაირად გვეხმარებიან, დაწყებული დილა-საღამოს ცხელი ყავით, ხოლო შუადღისას საზამთროთი და დამთავრებული იმით რომ ერთ-ერთი მოსახლეს საღამოობით თავისი მანქანა მოყავს, რათა ჩვენ რიგ-რიგობით შევძლოთ მასში დასვენება და წაძინება.
ცოტა იდეურადაც ვიჭედებით - საჭიროა ახალი ლოზუნგები, პლაკატები, ანიმაციები, ორიგინალური იდეები, რომლებიც პირველ დღეებში ბლომად იყო მაგრამ ბოლო დღეებში მეტ-ნაკლებად შემცირდა. ამის მიზეზებში შეგვიძლია ზემოთჩამოთვლილი ორი ძირითადი პრობლემაც მოვიყვანოთ და აგრეთვე ჩემი და საბუნიას მიერ გაწეული აქტიური ცენზორული მუშაობაც, რომლის შედეგად მოისპო დიდი რაოდენობა ლოზუნგ-პლაკატ-ანიმაციებისა რომლებიც სცილდებოდნენ აქციის კონცეფციასა და კორექტულობის საზღვრებს, მაგალითისთვის
GioMac-ის პოსტში რომ ჩანს ის აფხაზეთის გერბი ცენზურის მიერ განადგურებულ იქნა

.
მოკლედ პრობლემები ბევრია მაგრამ
ჩვენ მაინც ვდგავართ და როგორც შეგვიძლია ისე ვუშრობთ სისხლს იმ (პოლიტკორექტულობა გენაცვალე...[მოდერატორისაგან]
) -ებს (ეხლა თუ გინდათ ვორნიც ამკიდეთ)
ეხლა ცოტა მოგიყვებით რა ხდებოდა გუშინ დღის განმავლობაში იქ. (იმიტომ რომ დღეს მე არ დავრჩენილვარ და ჯერ არ ვიცი დღეს დილით რამე მოხდა თუ არა)
დილის შვიდ საათზე მაგარა დაღლილები და გაყინულები მე, საბუნია, ჰუმანოიდი და შოშია საბრძოლო პოზიციებზე განვლაგდით. დვიჟოკში ბენზინი ჩავასხით კომპიუტერი ამოვქოქეთ და ზუსტად შვიდ საათზე მთელ ხმაზე საბჭოთა კავშირის გიმნი დავსცხეთ. ხმა იმდენად ძლიერი იყო რომ დაცვის ბიჭები შეშინებულები შეხტნენ.
არ მეგონა თუ იმ ცივი ღამის შემდეგ ასე უცებ დაგვაყენებდა კარგ ხასიათზე, მაგრამ გიმნმა იმენნა დაგლიჯა, დარწმუნებული ვარ მთელი რუსეთის საელჩოს სასტავი გააღვიძა და წამოყარა ფეხზე (საელჩოს თანამშრომლები საელჩოსავე შენობაში ცხოვრობენ). ოთხივენი დავდექით გზისპირას და საბუნიას დროშის ფრიალის ქვეშ ძააალიან დიდი კმაყოფილებით ვუყურებდით საელჩოს ფანჯრებს. მერე წავიდა ბაიუ-ბაიუშკი, ნიშნად იმისა რომ ძილი მორჩა და %$#^# იწყება და მერე კი სტანდარტული რეპერტუარი. საბუნია იმდენა აღტკინებული იყო რომ ზუსტად საათი და 45 წუთი შეუჩერებლივ აფრიალებდა დროშას.
მერე ნელ ნელა შემოგვიერთდნენ ზარაზა და კვისი და გავაგრძელეთ დიდი პლაკატის კეთება რომელიც საბოლოოდ საღამოსთვის უკვე საელჩოს წინ გამოვკიდეთ გვაის განათების ორ ბოძზე (სიგრძე დაახლოებოთ 25 მეტრია თუ არ ვცდები).
შუადღისას პირველი არხიდან მოვიდა ჟურნალისტი სიუჟეტის გასაკეთებლად, გარდა პროფესიული მიდგომისა მას დიდი პატრიოტული მოტივებიც აღმოაჩნდა და დარწმუნებული ვარ საკმაოდ კარგ სიუჟეტსაც გააკეთებდა.
სიუჟეტი დღეს საღამოს 8 საათიან მოამბეში იქნება. გუშინ ვერ მოასწრო რაგდანაც საღამოთიც მოუწია მოსვლა და ჩანაწერების გაკეთება.
კიდევ იყო რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის აღსანიშნავია საღამოთი მოსული კავკასპრესის წარმომადგენელი ჩეჩენი ჟურნალისტი. ზარაზა როგორც ყოველთვის ტელევარსკლავის როლს ძალიან წარმატებით ასრულებდა.
მთელი დღე სხვადასხვა წვრილ-წვრილ საქმიანობასა და საელჩოს "დაყრუებაში" გავიდა საღამოთი კ ხალხი შეიკრიბა და დაიწყო "დასხივება". მხიარულება, მუსიკები, ლოზუნგები, ჟურნალისტები, გაკვირვებული და არღაცებული მძღოლები - მოკლედ ყველაფერი ისე როგორც ყოველთვის.
ხო კინაღამ დამავიწყდა, ფლაიერმა დაწერა მუსიკა ფორუმის გიმნისთვის, რომელიც იქვე შეასრულა ელექტრონულ გიტარაზე. მუსიკას ალბათ დღეს ჩავწერთ და მაგითაც გამოვაყრუებთ იმ ისედაც უკვე გადაყრუებულებს.
დღეს კიდევ ახალი ხალხი აპირებს შემოერთებას, იქნება რამდენიმე მცირე სიახლეც. და რაც მთავარია იმ &^%$&^$-ების დაყრუება დასხივება.
მოკლედ -
შემოგვიერთდით, ყოველი თქვენგანის იქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. This post has been edited by Zyklon on 23 Aug 2004, 10:58
Я не люблю когда мне врут, но от правды я тоже устал...........
სიცოცხლეა მაგარი მავნებელი, სიკვდილს იწვევს ©TimeRider
ლოცვა არ გაგიძლიერებია? © GT