#766692 · 8 Nov 2004, 09:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი ის ადამიანი, ვისაც მხედრიონზე ცუდის გაგონებაც არ უნდა, სამეგრელოში უნდა ყოფილიყო 93 წლის ნოემბერში და მერე ისწავლიდა ავისა და კარგის გარჩევას, ვინ იყო კარგი? ვიზე არ უნდა წამოგვცდეს ცუდი? აფხაზეთში ტყვიების წვიმა იყო, სამგრელოში კი ლამის ქვაბები აღარ დატოვეს, მხედრიონი სენაკში იდგა და სანამ ხობს "აიღებდნენ", წინ მარადიორების ასკაციანი ბანდა მოიძღოდათ, ვინმეს სახლის კარი რომ არ გაეღო, იქვე კლავდნენ ხალხს, რომელ სახლშიც მოესურვებოდათ იქ შედიოდნენ და რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ, და ამათზე არ უნდა წამოგვცდეს არაფერი? ჩემი თვალით მინახავს ეს ყველაფერი და არ მითხრას კიდევ ვინმემ ცუდი არაფერი თქვაო. სწორად გამიგეთ, მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას და არ ვამტკიცებ, რომ ყველა ერთნაირი იყო, მაგრამ ასეთნაირების გამო მთელ მხედრიონს ყაჩაღების სახელი შერჩა და არა პატრიოტების
|