Tsira
კოლხი ამორძალი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3716
წევრი No.: 3625
რეგისტრ.: 17-November 03
|
#924528 · 10 Jan 2005, 18:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,ცენტრალიზმი და დეცენტრალიზმი ერთდროული მოვლენაა სახელმწიფოში, თუმცა ერთ მომენტში შეიძლება პრევალირებდეს ცენტრალიზმი, ხოლო სხვა შემთხვევაში – დეცენტრალიზმი. ეს დამოკიდებულია მმართველობის ამოცანებსა და სიტუაციებზე, რომელიც მმართველობის პროცესში წამოიჭრება, ამიტომ უფლებამოსილი ორგანო კარგად უნდა ერკვეოდეს დეცენტრალიზაციისა და ცენტრალიზაციის გამოყენების საჭიროებაში. ცენტრალიზმი უზრუნველყოფს ერთიან ხელმძღვანელობას და თავიდან გვაცილებს ადგილობრივი ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას. ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა დაკავშირებულია ძალთა მაქსიმალურ მობილიზებასთაბ, მოქმედებათა კოორდინაციასთან, საერთო მასშტაბის ღონისძიებათა ოპერატიულ გატარებასთან, ცენტრალიზაციის დროს უზრუნველყოფილია ერთიანი საერთო–სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტა. ცენტრალიზმის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მასშტაბებში ხორციელდება ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა, რა უფლებები აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილობრივი ხელისუფლებისადმი, რასაკვირველია, დაწვრილმანება, ყველა დეტალურ საკითხში ცენტრის ჩარევა უარყოფით შედეგს იწვევს . . . “
,, . . . ცენტრალიზებული მმართველობის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ერთიანი სახელმწიფოებრივი ამოცანის გადაწყვეტა, ერთიანი და ერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღება ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე. ეს მიიღწევა ან საკუთრივ ცენტრალური აპარატის მეშვეობით, ან მისი წარმომადგენლების დახმარებით ადგილზე. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს კონტროლისა და შემოწმების ფართო ქსელის შექმნას. ეს კონტროლი ძირითადად საფინანსოა, მაგრამ არსებობს სხვადასხვა სახის სახელმწიფო საინსპექციო შემოწმება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების გატარებას ისახავს მიზნად. . . “
„ . . . დეცენტრალიზებული მმართველობა მოსახლეობასთან ახლო დგას. იგი უკეთ ითვალისწინებს ადგილობრივ ინტერესებს, მოსახლეობის სურვილებს. ამასთან, დეცენტრალიზებული მმართველობის დროს უკეთ ხდება ადგილობრივი შესაძლებლობებისა და ადგილობრივი კადრების მაქსიმალურად გამოყენება, ადგილობრივი ეკონომიკის სწორად წარმართვა და ა.შ. დეცენტრალიზებული მმართველობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ცენტრალიზებული. ადგილობრივი ხელისუფლება ასეთი ხელმძღვანელობის დროს უფრო უკეთ უზრუნველყოფს ადგილობრივ საჭირბოროტო ამოცანების სწორად და ეფექტურად გადაწყვეტას. ამასთან, დეცენტრალიზაცია უნდა შეეხოს მთელ რეგიონს, რაიონს, ქალაქს და არ უნდა იყოს შემოფარგლული ვიწრო ტერიტორიული მასშტაბით. . . . “. დეცენტრალიზაცია რომ გათავისუფლდეს კორუფციისაგან, საჭიროა იგი ეყრდნობოდეს დემოკრატიზმს, ე.ი. ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები იქმნებოდეს ადგილობრივი მოსახლეობისა და მათ მიერ არჩეული დეპუტატების მეშვეობით. ამასთან, ყველა თანამდებობის პირი უნდა მუშაობდეს გარკვეული ვადით და უნდა არსებობდეს სრული შესაძლებლობა მათი უკანონო მოქმედების სასამართლოში გასაჩივრებისათვის. . . . “ ,,დეცენტრალიზებული მმართველობის დროს ადგილობრივი ხელმძღვანელობის ყველა თანამდებობის პირი არჩევითი უნდა იყოს ან უნდა ინიშნებოდეს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ცენტრის მიერ დანიშნულ თანამდებობის პირს მოქმედების მხოლოდ ვიწრო ფარგლები უნდა გააჩნდეს, მაგალითადმ საფინანსო კონტროლი, დანაშაულის გამოძიება, და სხვ. ასეთი დეცენტრალიზებული მმართველობის დროს ადგილობრივი ხელისუფლება თვითონვე განსაზღვრავს მმართველობის ამოცანებს, მეურნეობის განვითარებას, საგადასახადო სისტემას და სხვ.“ „საქართველოში დეცენტრალიზებული მმართველობის გამომხატველი ორგანოებია საკრებულოები და მათი გამგეობები (გამგებლები). . . „ . . .დეცენტრალიზებული მმართველობა, რონელიც საკრებულოებისა და მათი გამგეობების მიერ ხორციელდება, ერთგვარად შეზღუდულია დღევანდელ საქართველოში“. ,, . . . ცხადია, ადგილობრივი მმართველობა დღევანდელ საქართველოში ნაწილობრივ დეცენტრალიზაციას განიცდის. ძირითადად ეს გამოიხატება ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენასა და საგადასახადო სისტემის ხელმძღვანელობაში, რომელიც რესპუბლიკაში ცენტრალიზებულია, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების უფლება მათ მეტად შეზრუდული აქვთ, ვინაიდან ასეთი გადასახადები დაწესებულია ცენტრალიზებული წესით, ხოლო ადგილობრივი ორგანოები ზრუნავენ მათი შესრულებისათვის. ამდენად, ადგილობრივი მეურნეობის განვითარება, დაფინანსების გაფართოება, სოციალურ–კულტურული ცხოვრებსი სრულყოფა დიდადაა დამოკიდებული ცენტრზე. დროთა ვითარებაში ასეთი ცენტრალიზაცია შეიცვლება და ადგილობრივი მმართველობა საქართველოში სრული დეცენტრალიზაციის რელსებზე გადავა ცენტრალური საფინანსო–საგადასახადო კონტროლის შენარჩუნებით“.
ვ. ლორია – ,,საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი“, თბილისი 2004წ. ,,ცენტრალიზმი და დეცენტრალიზმი სახელმწიფო მმართველობაში“.
--------------------
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....
|