Ok, საქმე იმაშია, რომ ეკლესია არ არის პარტია. პრინციპულად სხვანაირად უნდა განვიხილოთ მისი ფუნქციები და დანიშნულება.
ეკლესიის დანიშნულება გარკვეული რელიგიური მიმართულების იდეების ქადაგება და ამ გზით საზოგადოებაში მორალური ღირებულებების დამკვიდრება არის(რაც არც ერთი პარტიის დანიშნულება არ არის!). როდესაც, ამა თუ იმ რელიგიის მსახურნი იწყებენ საზოგადოებაში არალიბერალური და ფუნდამენტალისტური მორალური პრინციპების დამკვიდრებას, ეს მთლიანად ქვეყნის საქმე ხდება. ჩემი აზრით, თითოეულ ჩვენგანს ეხება ის თუ რა სტილი არის გამეფებული ეკლესიაში, როგორ მოძღვრავენ ხალხს, რა ღირებულებებს ამკვიდრებენ.
მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწეობის (ლაპარაკია ძირითად სურათზე, არსებობს გამონაკლისი, რასაც მივესალმები, მაგრამ სამწუხაროდ ეს საერთო სიტუაციას არ ცვლის) შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შედეგებით.
1. საზოგადოების ძირითადი ფენის აზროვნება არის მკვეთრად რადიკალური და არაშემწყნარებლური
2. რელიგიურობა ფაქტობრივად ატარებს მხოლოდ გარეგნულ სახეს. ანუ ქრისტიანობას ძირითადი უმრავლესობა აღიქვამს, როგორც გარკვეული დოგმების დაცვას და არ ახდენს მთავარი პრინციპების გააზრებასა და დაცვას.
3. ეკლესიის მსახურთა აბსოლუტური უმრავლესობა თავის საქმიანობას ახორციელებს ფაქტიურად კომერციული მიზნებით.
და ა.შ.
ამ ყველაფრის შედეგი კი არის ის, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც არ იზიარებს ამ ხალხის აზრებს, ექცევა გარკვეული საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ. ასე მაგალითად საბუნია მეკითხება - შენ მართლმადიდებელი ხარ? სადაც სიტყვა "მართლმადიდებელი" გაიგივებულია ერთადერთ ჭეშმარიტებასთან. ანუ თუ საბუნიასნაირს ვუპასუხე "არა", ავტომატურად გამოვდივარ ეშმაკისეული და ღვთისრისხვათავსდასატეხი (მაგარი სიტყვა გამოვიდა

).
საზოგადოების რადიკალიზაცია ზოგადად ქვეყნის პრობლემაა და უთუოდ დიდ პრობლემებს შექმნის და ვართ კიდევაც ამ დღეში. ამიტომაც მე არ ვიცი რას ამბობენ NGO-შნიკები, მაგრამ ის კი ვიცი რომ ასეთი მდგომარეობა თითოეულის სატკივარი უნდა იყოს.