#882359 · 24 Dec 2004, 20:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გურიჩა, მე მქონდა ერთი პროექტი მაწანწალა ბაშვებისათვის "ინტერნეტ სახლი" 12 კომპი, 3 ჯერადი კვება, პრევენციული მედიცინა(კანის და სხვა დაავადებების პროფილაქტიკა) გავაკეთე ქუთაისში. ჩავიტანე ეს 12 კომპი... მერე მოხდა რევოლუცია და ახლა წარმოდგენა არა მაქვს რა ხდება? ვისაც გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ თანამშრომლობას. იდეა ასეთია: კომპიუტერული ცენტრი ამ კატეგორიის ბაშვებისათვის- ეს თავისთავად დიდი არაფერია და ამით შეიძლება ის ბაშვები არც დაკავდნენ, მაგრამ 2 საათით მაინც ხომ მოვწყვიტავთ ქუჩას , გავათბობთ, შესაძლოა ვაჭამოთ კიდეც და თან მათთვის ასე მიუწვდომელი კომპები ხელმისაწვდომიც გავხადოთ, ყველა ბაშვი ოცნებობს, ხომ ასეა? იქნებ მე ვცდები! თან ცოტა ცოდნასაც შიძენენ(იმედია) მე შემიძლია კომპების მოძიება... მაგრამ ამ ბაშვებს ვალანტიორებმა უნდა მიხედონ.. იქ დაქირავებულ გულგრილ ადამიანს ვერ მიუშვებ... ადრა ძალაინ ვიყავი ამ იდეით ანთებული , ახლა ყველაფერზე ხელი მაქვს ჩაქნეული... თუ ვინმე დაინტერესდება შემიძლია დეტალურად გავცნო პროექტი... კომპების მოძიება კი ნამდვილად შემიძლია. პატივისცემით ანა
--------------------
თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა - ორი ნაბიჯი სიგანეში და ექვსი-სიგრძეში!, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის. წმ. ბასილი დიდი. *** მანანა რატიანი-სვანი..... მომენატრები!
|