მურტალია ასეთი რამ, ფსიქოლოგიაზე მოქმედებს:
აფხაზეთი, ცხინვალი - კონფლიქტის ზონა, სამცხე-საათაბაგო-მესხეთი - მომავალი კონფლიქტის ზონა, რუსეთთან კონფლიქტი; შინ, თბილისშიც - გაუთავებელი კონფლიქტი, გავერანებული ქვეყანა, ხალხის (რაგინდ მამაძაღლების და მექრთამეების) მასობრივი დაჭერები;
ქალაქში, სულ რომ ჩემი ბავშვობის ტკბილი აკვანი მეგონა - გოიმი მერი, რომელიც სისულელეებს აკეთებს, დაბოლილი ხალხი, რომლებსაც 3 ლარი პენსიაზე მომატება ჰგონიათ, მათხოვრები, რომლებიც სულს ამოგხდიან საცოდაობით, ნაძვისხე და $3.00.000-იანი შოუ მშიერ-მწყურვალი ქალაქის შუაგულში, ახალ წელს, ხალხის გასაგიჟებლად დადგმული და ბევრი, ბევრი სხვა რამ.....
საშინელი შინაგანი დისკომფორტის და უსამართლობის გრძნობაა.
ამას დამატებული მთავრობასა და პარლამენტში მომძლავრებული დეგენერატები, რომლებისგანაც კარგს არაფერს ელოდები (სიფათები რად ღირს მარტო)... ანდა ლაწირაკი მინისტრები და თანამდებობის პირები რომლებიც თვითონ აზრძე არ არიან, სად დანიშნეს, რა ჩააბარეს და რა უნდა აკეთონ, იმიტომ რომ ყველას შრომის წიგნაკი გუბერნატორობისას გაუხსნეს, 19 წლის როცა იყვნენ

....
მოკლედ, დადგა შენი დროც, ჩემო Johnnie Walker....

ძალიან არ გინდოდა ამ კანფეტივით ქვეყნის ვიღაც უჯიშოებზე დატოვება, მაგრამ როგორც ჩანს, ძალა აღმართს ხნავს, აქ შენი ადგილი არ არის...
ასე რომ, სულ ცოტა ხანში თქვენი ჯონი უოკერი სულ სხვა IP address - იდან დაგელაპარაკებათ (თუ დაგელაპარაკებათ), - გული მიგრძნობს, მაქეთ მიდის ყველაფერი....
This post has been edited by Johnnie Walker on 27 Dec 2004, 23:54