რათგერსის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორმა, მაიკლ მოლნარმა გამოაქვეყნა თეორია, რომ ქრისტე დაიბადა 17 აპრილს. საიდან და როგორ? ამის წერა არი გინდა ეხლააააა.
ქრისტეს დაბადების დღეს, ბეთლემში მოკაშკაშე ვარსკვლავი ცაში ხომ გახსოვთ? მაგაზეა აგებული ეს თეორია, კერძოდ კი იუპიტერის და მთვარის ერთ ხაზზე გადაკვეთაზე თხი რქის ვარსკვლავეთში, რაც თავის მხრივ ეკლიფსს იწვევს. ყველაფერი ამ მონეტიდან დაიწყო. (ნახეთ ქვემოთ). ეს არის რომაული მონეტა რომელიც მოჭრილია ანტიოქში (სირია). მისი მოჭრა რომაელებმა დაიწყეს იუდეიის დამორჩილების აღსანიშნავად. მანდ გამოსახულია თხის რქის ზოდიაქური სიმბოლო, რომელიც მოკაშკაშე ვარსკვლავს უყურებს. თხის რქა იმ დროს ებრაელების სიმბოლო იყო. ამავე დროს აღმოსავლელი ასტროლოგები, კერძოდ კი ზოროასტრები, წინასწარმეტყველებდნენ იუდეიაში მეფის დაბადებას იმ დღეს როდესაც იუპიტერი და მთვარე ერთ ხაზზე დალაგდებოდნენ, თხის რქის ვარსკვლავეთში. სამი ბრძენი აღმოსავლეთიდან, ქრისტეს დაბადების დღეს საჩუქრებით რო მივიდნენ ბეთლემში, ხომ გახსოვთ? ეგენი ის ზოროასტრი ასტრონომები იყვენე.
დღევანდელი კომპიუტერული ასტროლოგირუი ტექნოლოგიით, მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ თხის რქის თანავარსკვლავეთში, იუპიტერის და მთვარის ერთ ხაზზე დალაგება და ეკლიფსი აღმოსავლეთის ცაზე მოხდა 17 აპრილს. ეს მოვლენა მაშინდელი ასტროლოგებისთვის ნიშნავდა უკვდავი პიროვნების მოვლენას დედამიწაზე. ქრისტე მოევლინა.
რაც შემეძლო მოკლედ და კონკრეტულად დავწერე. ამ თეორიას დადებითი გამოხმაურბა მოჰყვა მეცნიერული ისევე როგორც რელიგიური სფეროებიდან რადგანაც ეს თეორია, მეცნიერულად ასაბუთებს ბეთლემის ვარსკვლავის რეალობას ქრისტეს დაბადების წელს-მხოლოდ 17 აპრილს.
მიმაგრებული სურათი