მე შუქი მაინცდამაინც კარგად არ მაქვს,დღეში ორჯერ-სამჯერ აქრობენ დღისითაც და ღამითაც,ვერ ვიტყვი რომ გაუარესდა ან გაუმჯობესდა სიტუაცია ე.წ.რევოლუციის შემდეგ,მაგრამ უარესადაც რომ იყოს,არ შევიგინები,ვინაიდან ეს პრობლემას ვერ გადაჭრის.მაქსიმუსი და დარქ ენჯელი ბევრ რამეს სწორად ამბობენ და ცოტა ყურადღებით რომ წაგეკითხათ მათი ნაწერი,მიხვდებოდით რა თქვეს,ისე კი ქართველებს მოსმენის კულტურა რომ არ გაგვაჩნია იშვიათი გამონაკლისების გარდა,ჩემზე უკეთ თუ არა,უფრო ცუდად არ მოგეხსენებათ.ძალიან ეგოისტურად კი მსჯელობთ,მაგალითად devil-მა თქვა იმ
დღეს,მამაჩემი ექიმია და გადასახადები რომ მოხსნეს,ჩემი ოჯახის შემოსავალი ორჯერ გაიზარდაო.პრობლემათა ცოტა გლობალურ ჭრილში დანახვის უნარი არ გვაწყენდა ქართველებს.აქ ზოგიერთები ცდილობთ,რომ დაუნახავებად გამოგვიყვანოთ,არადა მე პირადად ვცდილობ,რომ ობიექტური ვიყო და უმნიშვნელო სასიკეთო ძვრებს ვხედავ,ისიც
გაჭირვებით.
პ.ს.ისე კი სიმართლეს გაუსწორეთ თვალები!რაც მესამე გვერდის ბოლო პოსტში დავწერე,მასვე ვიმეორებ:
როცა ზურგზე დაგქაჩავენ ძაფები
ბატონები გკარნახობენ ზემოდან,
გახსნილია შენთვის ალაყაფები
და შენც მუდამ უნდა აჯდე ჩემოდანს.
* * *