#926948 · 11 Jan 2005, 13:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემო ტკბილო ხალხო! ამ პრობლემის მოგვარება ერთ ნიკა გილაურზე რომ იყოს დამოკიდებული რაღა გვიჭირს. მთელი ისტორია, რომ მოვყვე და ის მიზეზები ჩამოვთვალო რატომაც არ არის ასე ყველასთვის სანატრელი დენი, ძაააალიან შორს წავალთ, მაგრამ საქართველო ყოველთვის დეფიციტური ქვეყანა იყო და მაშინაც კი კომუნისტები, რომ გრიმიტობდნენ და ილიჩის ნათურა ბრდღვიალებდა ჩვენს ოჯახებში, ხან სომხეთი და ხან რუსეთი გვანიჭებდა ამ სიამოვნებას. ეხლა ბატონო, საბაზრო ეკონომიკაო პოლიტიკური ურთიერთობებიო და დავრჩით ამრიგად. ისე ინფორმაციისათვის, არც ელექტროსისტემა ემტერება ვინმეს და არც სადისტრიბუციო ენერგოკომპანია. უბრალოდ ენერგოსექტორის შესანახად ყოველწლიურად 80-დან 100 მლნ დოლარამდეა საჭირო, ასე იყო კომუნისტების დროს და ასეა საჭირო ამჟამადაც, მაგრამ სად არის?
|