| QUOTE (GURICHA @ 5 Jan 2005, 07:45 ) |
დეკემბრის ბოლოს მართვის მოწმობა ჩამომართვეს, დამაჯარიმეს
წავედი დიღომში მოწმობის გამოსატანად, კიდევ კარგი კამერა სულ თან მაქვს, ძნელია აღწერო ის რაც იქ ხდება, მაგრამ მაინც შევეცდები.
3 საათი დასჭირდა მთლიანად ერთ მარტივ პროცესს. დიდი რიგებია, ჯერ მიდიხარ ერთ დახლთან (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება) და იქ 1 საათი ჩადგები რიგში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გითხრან რამდენი ლარია შენი ჯარიმა.
შემდეგ მიდიხარ იქვე ექსპრომტად გახსნილ "ბანი რესპუბლიკის" ფილიალში და იქაც 1 საათიანი ლოდინის შემდეგ იხდი თანხას და გაძლევენ ქვითარს.
შემდეგ ბრუნდები ისევ პრველ დახლთან, მოგაქვს ეს ქვითარი, დგები რიგში და 1 საათის ლოდინის შემდეგ გიბრუნებენ მართვის მოწმობას.
რა დავარქვათ ამას? ? ? ასეთი მარტივი პროცესი თუ 3 საათს საჭიროებს და ამის გამოსწორებაზე არავინ ფიქრობს, ესეიგი ვიღაცას ფეხზე ვკიდივართ.
უარეს დღეში არიან ისინი, ვისაც მანქანის გადაფორმება ან სხვა სერიოზული ოპერაციის გაკეთება უნდა. ჩვენი ფორუმელი "სიკვდილა" შემხვდა, მანქანის გადაფორმება უნდოდა და იმხელა რიგი იყო, სახეზე საწყალს მკვდრის ფერი ედო
აზრზე მოდი ბიჭო ! ! ! ! !
ისევ ბიუროკრატია... |
ბანკი რესპუბლიკის ფილიალთან თუ შესვენებამ მოგისწრო, მაგას კიდე ერთი საათი დაუმატე მინიმუმ, გააჩნია შესვენების მერე მოახერხებ თუ არა რიგში კუთვნილი ადგილის დაბრუნებას

აღარაფერს ვამბობ რომ მუშაობენ 5-მდე, ძალიან მაინტერესებს როგორ უნდა დავიბრუნო მართვის მოწმობა თუ სამსახური მაქვს და ვერანაირად ვერ გავაცდენ???
"შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ"!....