ვისაც ჰგონია, რომ პრივატიზაცია ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ის ან ბრმაა ან კიდევ ცუდად ინფორმირებული

მოგიყვანთ მაგალითებს:
1. სანაოსნო - ამ ობიექტზე ტენდერი გამოცხადდა ფაინანშიალ თაიმსში და უნდა შემდგარიყო 2004 წლის 27 დეკემბერს. ინტერესი სანაოსნოს შეძენაზე გამოთქვა საკმაოდ ბევრმა კომპანიამ, მათ შორის - გრინოუკმა (ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელმა). გრინოუკი იმდენად სანაოსნოთი არაა დაინტერესებული, რამდენადაც პორტით და მისი მიმდებარე მიწით (56 ჰექტარი, რომელიც ამ კომპანიას ნაქირავები აქვს ამა წლის აპრილამდე და იყენებს საკუთარი საქმიანობისათვის). აგრეთვე სხვა ბრიტანულმა კომპანიამ - მარინ კაპიტალმა. ჰოდა, 2004 წლის 17 დეკემბერს ხელი მოეწერა საიდუმლო გარიგებას საქართველოსა და გრინოუკს შორის (ქართული მხარიდან ჟვანია აწერდა ხელს დოკუმენტს, გრინოუკიდან - იან ბოდე ნილსენი), რომლის მიხედვითაც ამ კომპანიამ 107 მილიონ დოლარად იყიდა სანაოსნო
და ბათუმის პორტი (ეს გავაბოლდე, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი მომენტია ეს), აგრეთვე აიღო ვალდებულება დაფაროს 70 მილიონი დოლარი, რომელიც იყო სანაოსნოს ვალი (შარშან სანაოსნო ორი ახალი გემი ააშენებინა კორეელებს და იმდროინდელი ვალია). ამაზე სხვა კომპანიები (და განსაკუთრებით მარინ კაპიტალი) აღშფოთდნენ, რადგან ისინი დიდი ფულის გადახდას აპირებდნენ მხოლოდ სანაოსნოში (130 მილიონ დოლარს იხდიდა ეს ფირმა, აქედან 70 მილიონი ვალდებულებას იღებდა და 60 მილიონი ბიუჯეტში შემოდიოდა), თანაც ეს გარიგება არ მოიცავდა პორტსა და მის მიმდებარე მიწას. ხმაური ატეხა ოპოზიციამაც, რამაც ჩაშალა ჟვანიას გეგმები (ნუ იტყვით ახლა, ზურას ბრალია ეს მარტო და მიშა რა შუაშიაო

) და 12 იანვრამდე გადმოიწია ტენდერმა. დღეისათვის 7 კომპანიის საბუთებია მიღებული სახელმწიფოს მიერ, მათ შორის სამი 100 მილიონზე მეტს იხდის. ჰო, ამას გარდა მნიშვნელოვანია კიდევ ორი მომენტი - პირველი - როგორც გაცხადდა, გრინოუკი აპირებს 15 გემიდან 13-ის გაყიდვას, შესაბამისად ამ გემების ეკიპაჟების სახლში გაშვებას და ფულის ჯიბეში (აბა სად?) ჩადებას; მარინ კაპიტალი კი იძლევა გარანტიას, რომ მეზღვაურებს 10 წლით დაასაქმებს; მეორე - პორტთან არსებული 56 ჰექტარი მიწის ღირებულება იმ საიდუმლო გარიგების თანახმად გამოდის 1.5 მილიონი დოლარი!!!! ე.ი. 1 კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება გამოდის 2.67$

ახლა, ბათუმში თა ხართ ვინმე ნამყოფი და იცით სადაა ტერმინალი, დამემოწმებით რომ მაგ ადგილას 3 დოლარად კვადრატულ მეტრ მიწას ვერ იყიდის კაცი (ამაზე კარგად ილაპარაკა გუში დათო ბერძენიშვილმა, დებატებში)
რაც შეეხება ჭიათურმანგანუმს. აქაც საკმაოდ საეჭვო გარიგებებს აქვს ადგილი. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ერთერთი ძირითადი მონაწილის, დეკამეტალის ოფიციალური წარმომადგენელი არის მიშას გუშინდელი მრჩეველი გიგა ბედინეიშვილი. ნორმალურ ქვეყნებში, ასეთი თანამდებობის პირებს (ან ყოფილ პირებს) არ აქვთ უფლება ასეთ გარიგებებში შესვლისა, ინტერესთა კონფლიქტის გამო, მაგრამ ეს ხომ საქართველოა......
* * *
მდა. არავის არ გაუჩნდა კომენტარის სურვილიც კი. ა ჟალ'