#955135 · 20 Jan 2005, 21:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა არის მაინც ეს კუდაბზიკა უცოდინრობა, ა?! არ იცი, არ გისწავლია, არ გიმუშავია საკითხზე და ისეთი შემართებით ა%ვამ ადამიანს თავზე, რომელსაც კიდევაც უსწავლია, კიდევაც უფიქრია, უმუშავია და 100-ჯერ მეტი იცის!!! (აქ ზაქარეიშვილზე არ მაქვს კონკრეტულად საუბარი). კაი, არ მოგწონდეს შენი მოკლე ჭკუით - კიდე გასაგებია, მარა ეს რა ჭირი გვჭირს რო მაინცდამაინც უნდა დაგესლო, დაღვარძლო, გიჟად გამოაცხადო, მოწყალედ გამოხედვით ექილიკო..! რა იყო, მამაცხონებულო, ჭიპი გაგეხსნება რო გამოხვიდე და დალაგებითა თქვა: "მე ამას და ამას არ ვეთანხმები და ამიტომ და ამიტომ"-ო? მერე რა რომ ღრმად არ ჩაგიხედია ამბავში - რაც იცი ან გგონია რო იცი, ისა სთქვი, მარა დაწყობილად და ლაზღანდარობის გარეშე რა?! მოკლედ ამ ქვეყანას შარაძეები უნდა ჰყავდეს და ჰყავს კიდეც, რა გინდა!
This post has been edited by Raulito on 20 Jan 2005, 22:00
--------------------
"ერთი დურაქი რომ დედას გტირობს, ეგ არ ნიშნავს რომ მეორე დურაქი აგაშენებს." - ვინცხას ნათქვამია
|