#1179139 · 27 Mar 2005, 20:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ამაშს არ გიწუნებ ბრატ მაგრამ ერთი ეს მითხარი რა გააკეთეს თქვენმა ნეტარხსენებულმა ისტორიკოსებმა სამეგრელოსთვის სამეგრელოს ისთორია ისიც სემოკლებით ისევ მეგრელმა დაწერა ვენაცვალე მაგას ჯიგარ მკლავში. რატომ უნდა ვასწავლო ჩემ შვილს საქართველო ერეკლე და ასე სემდეგ როცა მაქ კოლხეტი და ტაბუ დადებული თქვენ მიერ ისტორია |
იმიტომ რომ მეგრელისთვის ერეკლეც ,ქუჯიც, ცოტნე დადიანიც და დავით აღმაშენებელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია!!! კოლხეთის ისტორიაზე არავინ დაადო ტაბუ, ასწავლიან იმას, რაც ცნობილია. მეგრული და სვანური ენები საქართველოს სიმდიდრეა, ისეთივე სიმდიდრე როგორიცაა ხალხური სიმღერა. ერთადერთი რაზეც მწყდება გული არის ის, რომ ამ ენებს საკადრისი ყურადღება მართლაც არ ექცევათ და ხანდახან გაღადავების საგნად იქცევიან ქალაქელთაგან, რაც საკუთარი ისტორიის შეურაცხყოფაა ჩემის აზრით, მაგრამ რასაც შენ წერს უკვე საკუთარი ისტორიის შეგინებაა. რას ნიშნავს ერეკლეს რატო უნდა სწავლობდეს მეგრელი??? მე არც ქართლელი და არც კახელი არ მყოლია წინაპრებში , თუმცა ერეკლე ჩემთვის XVIII საუკუნის საქართველოს უპირველესი გმირია, საქართველოს ფარი იყო ეგ კაცი, ოდიშს ის კაცი თავის სამშობლოდ თვლიდა, ეს დოკუმენტებში დაფიქსირებული!!! არ ვარ ის კაცი, რომ გინებებით ვილაპარაკო, თუმცა ისეთ რაღაცეებზე მართლა მეშლება ნერვები რასაც შენ წერ, კარგი რა, გადახედე ისტორიას და ეცადე რომ დაინახო რაღაც მომენტები
|