აუ მაგაში უნდა დაგეთანხმო რა, სხვა გზა არა მაქვს. რაც მართალია, მართალია -- ბეგაშვილს ორგანულად ვერ ვიტან. ხო ბეგაშვილია ისევ? სხვა ხომ არ დანიშნეს საკრებულოს თავმჯდომარედ?

რა ვიცი, ტელვიზროს საბედნიეროდ წელიწადში ერთხელ ვუყურებ.

შალიკოს და მიშას ბევრი რამ აქვთ საერთო -- ორივეს ეხერხება "კვირის ფრაზების" წამოსროლა პერიოდულად. მაგრამ მიშა კაცია, ტო, შალიკო კიდევ უკაცრავად და საფლავიდან პერერივზე ამდგარ ზომბის გავს.

ოღონდ წარმოიდგინეთ ახლა ენერგიული და ენაჭარტალა ზომბი. ისე, მაინც კარგია რომ არსებობს -- აბა ეგ რომ არ იყოს, ვიღაზე უნდა გვეკაიფა?

აუ, ისე მაგარი სასტავია რა მთელი ეს ლეიბორისტული (შრომის) პარტია. ჯერ სათაური ვჭამე ტო -- შალიკომ თუ არ დამიღეჭა, ისე მე საწყალი ვერ მივხვდებოდი რას ნიშნავს ლეიბორისტები? მარა ეგ მგონი უფრო პარტიის წევრებისთვის გაკეთდა -- რომ შედიოდნენ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, კი მარა, რა არის ეს ლეიბორისტული თუ რაღაცაო, ხოდა მიუწერეს ფრჩხილებში.

და ის ფქვილის მეშოკები რომ მოათრიეს ბრიფინგზე? აუ, რაც მე მაშინ ვიხარხარე...

მოკლედ, შალიკოს ადგილი არის თბილისის ცირკში, მე მგონი. რა უნდა, ბლიად, რაც იქ პატარკაციშვილმა ფული ჩადო, ალბათ ცხოველებს ისე აჭმევენ, ლეიბორისტებს ცხოვრებაში რომ არ დაესიზმრებათ, ხოდა აიყვანონ მაიმუნის საშტატო ერთეულში და მორჩება მაგისი პრობლემები. მე თქვენ გეტყვით, "ობრაზის" ათვისება გაუჭირდება თუ??