ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ვინმეს ჯიბრზე მინდა კრიტიკა და მაგისთანა რაღაცეები

მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ან ჭკუა არ ყოფნის დღევანდელ მთავრობას და ან შეგნებულად აკეთებს ქვეყნისთვის ცუდს.
ამ გვირაბის მაგალითითაც რომ ავიღოთ, ნუ ეხლა მაგი ამათ ნაღდად ვერ დაბრალდება

მაგრამ რაღაცას რომ დაგეგმავ, იმას ხომ დაფიქრება და გათვლაც უნდა რას მოიტანს, ათი, ოცი და ასი წლის შემდეგ ეგ ნაბიჯი? რას მოიტანს ეგ, თუნდაც კარგს, თუნდაც ცუდს, ვიღაცა ხო უნდა დაფიქრდეს. უბრალოდ "ნაურაზე" ყველაფრის კეთება ხომ არ შეიძლება?
ამ საცოდავებს, "სამკუთხედის" ამბავი ვერ დაუგეგმიათ და გაუთვლიათ, შუქნიშნებზე არავინ დაფიქრებულა როგორ რა უნდა გაკეთებულიყო, უბრალოდ იმის თქმა რომ კარგია შუქნიშანი და უნდა დაიდგას ეგაა საქმის კეთება? ჯერ ხო ვიღაცაც უნდა დაფიქრდეს და გათვალოს სად უნდა დაიდგას, რა სიხშირით უნდა იცვალოს ფერები კონკრეტულ გზაჯვარედინზე და ასე შემდეგ და ეხლა ამდენი რატომ ვწერე

რო იგონებენ რაღაცა გეგმებს და შეთანხმებებს აფხაზებთან და ოსებთან, მინიას დუქანია? ხალხსაც გვკითხონ და თვითონაც დაფიქრდნენ რამეზე. ოსს რომ გაუხარდება და აფხაზს, მაგ ტარგზე რომ ჭრიან და კერავენ, მე ქართველს რატომ არაფერს მეკითხებიან? თუ მერე იტყვიან, ნუ არ გაამართლა და რა ვქნათო? ეგეც სამკუთხედი ხომ არაა, მერე რომ გააუქმონ?
"შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ"!....