1992 წლის 2 თებერვალს დაღუპულ მამულიშვითა - კაცური მამაკაცებისა და დედაკაცების - ხსოვნისა და სიყვარულისათვის1992 წლის 2 თებერვალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე სისხლიანი დღე. ამ დღეს მასობრივ მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას, რომელიც ვაგზლის მოედნიდან ქალაქის ცენტრისაკენ მიემართებოდა და რომელსაც წმინდა ჯვარი მუძღოდა წინ, ჯერ ცირკის მისადგომებთან დახვდა
არაკაცების პიკეტი, რომელმაც ორი მხრიდან, მიმდებარე ბორცვებიდან დახვრიტა მიტინგის მონაწილეები.
მსვლელობა იძულებული გახდა გეზი შეეცვალა და უკან - ვაგზლის მოედნისაკენ გაბრუნებულიყო. უკან გამობრუნებულ მსვლელობას
არაკაცების მეორე პიკეტი დაახვედრეს კინოსტუდიასთან - ამ პიკეტმა საფარიდან ტყვია დაუშინა და დახვრიტა მესვლელობის მონაწილეები.
ამის შემდეგ მსვლელობა იძულებული გახდა დავით აღმაშენებლის პროსპექტზე გადაენაცვლა - სადაც მარჯანიშვილის მოედანზე
არაკაცებმა მათ კიდევ ესროლეს და დახვრიტეს.
მარჯანიშვილის მოედანთან მოხდა მასობრივი დაპატიმრებები - მსვლელობის ათობით მონაწილე
არაკაცების უკანონო პარამილიტარებმა დააპატიმრეს და საპყრობილეებში სასტიკად ცემეს და აწამეს... რამდენიმე აქ დაპატიმრებულებიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა...
1992 წლის 2 თებერვალს
არაკაცებმა მოკლეს თორმეტი ქართველი და დაჭრეს ასობით.

1992 წლის 2 თებერვალი - მრავალათასიანი მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა მიემართება ვაგზლის მოედნიდან

ჩასაფრებული
არაკაცი მკვლელები ხვრიტავენ კაცებს

მშვიდობიან მსვლელობას
არაკაცები ხვრიტავენ საფარიდან

დაჭრილი..

მსვლელობის მონაწილეები ცდილობენ უშველონ მძიმედ დაჭრილს

სასწრაფო დახმარების მანქანას გაჰყავს მოკლულები და დაჭრილები

„რატო გვესვრიან? ჩვენ ხომ შეუიარაღებელი ვართ?“

კაცი მოკლეს!

სასწრაფო დახმარების მანქანას გაჰყავს მოკლელები და დაჭრილები. რამდენიმე დაჭრილი საავადმყოფოებში გარდაიცვალა...

მკვლელი
არაკაცებივიდეო 1ვიდეო 2ვიდეო 3ვიდეო 4ვიდეო 5სხვა ვიდეო მასალები კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლაზე შეიძლება ნახოთ საითებზე „
სიმართლე“
http://bpg.sytes.net/simartle/bpg/default.aspან
http://chveni.mamuli.net:8989/simartle/bpg/default.asp This post has been edited by ბპგ on 1 Feb 2005, 08:03