ყველა ვერ იქნება რესპუბლიკელი, მით უმეტეს მემარცხენე და ანტიდასავლური განწყობის ადამიანი
Sharkyთეორიულად შესაძლებელია, რომ შენი ვარაუდი სწორი იყოს, მაგრამ ჩემი აზრით ამის ალბათობა მიზერულია.
1. რესპუბლიკური პარტია ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტიაა საქართველოში და თუ მათ მოღვაწეობას გადავხედავთ, დავინახავთ რომ ნაკლებად არიან შემჩნეული სხვადასხვა ხელისუფლებებთან თანამშრომლობაში, კონიუქტურული მოსაზრებებით პოლიტიკური ხედვის შეცვლაში, პოპულიზმში და დემაგოგიაში.
2. რესპუბლიკური პარტია ყველაზე ინტელექტუალური პოლიტიკური ძალაა საქართველოში და ასეთი ტიპის ვითომ ოპოზიციის შექმნა თავად სააკაშვილისთვის არის სახიფათო.
3. თუ არსებობს ფარული გარიგება, მაშინ გაუგებარია ხელისუფლების წარმატებული მცდელობა რესპუბლიკური პარტიის დასუსტებისა საქართველოს პარლამენტში და აჭარაში. პარლამენტში რესპუბლიკელების ყოფილ შემადგენლობას + კონსერვატორები ფრაქციის შექმნა შეეძლოთ და შესაბამისად უფრო აქტიური სახე მისცემოდათ მათ მოღვაწეობას, დღეს ეს შეუძლებელია.
4. პარტიაში იგეგმება სერიოზული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები და ამის მიზეზი ოპოზიციური ნიშის დაკავებაა და არა ვითომ ოპოზიციონერობა
5. შენი ეჭვის საფუძველი რესპუბლიკელების ნაკლებად აგრესიული დამოკიდებულებაა ხელისუფლების მიმართ. ფორუმის გამოკითხის შედეგად 30% სააკაშვილის მოღვაწეობას აფასებს კარგად, 30% საშუალოდ და 40% ცუდად. ზომიერი ოპოზიციის ნიშა საშუალებას იძლევა როგორც მეორე ისე მესამე კატეგორიის ადამიანებთან მუშაობის. ანუ ეს პოზიცია უფრო მომგებიანია.