ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დიდი შესაძლებლობაა რომ არსებობდეს... თუნდაც გარკვეული კატეგორიის ე.წ. ''კლუბი''
საქმე იმაშია, რომ ინფორმაციის უქონლობა შესაბამისად იწვევს რეალობის მითებითა და ზღაპრების კოლორით შელამაზებას. ამიტომ რთულია რეალურ ინფორმაციამდე მისვლა. მითუმეტეს როდესაც ხსენებული ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი - საიდუმლოების დაცვაა.
ქართველ მასონთა შორის შემიძლია დავასახელო ერთ-ერთი, რადგან თავად განაცხადა საჯაროდ მისი ოფიციალური მასონობის შესახებ. ესაა ბატონი გიორგი მეფისაშვილი. 90წლების დასაწყისში ის საცხოვრებლად ნიუ-ორკში გადავიდა, რის გამოც საქართველოში ალბათ უცნობია ეს პიროვნება ფართო საზოგადოებისათვის.
ის ხელმძღვანელობდა საზოგადოება WORLD ASSOC.FOR SPIRIT.REVIVAL-ს, ასევე - AMNESTY INTERNACIONALის საინიციატივო ჯგუფს ა.შ.შ.-ში და სხვა...
დიდ სირთულეს წარმოადგენს კონკრეტულად განისაზღვროს თუ ვინაა მასონი. რა ჩაითვლება მასონად?
- მაგალითად თემაში ნახსენები ''მალტიის ორდენი'' ერთ- ერთი განხრაა რომელიც იოანიტებმა დაარსეს.
თავის დროზე განთქმულ ტემპლიერებს (Templer) სასტიკად გაუსწორდნენ (XIV) ხოლო ნაწილმა კი სახელი შეიცვალა.
- მასონებს თავის დროზე გამოეყვნენ ''როზენკრეიცერები'' (Rosenkreuzer) რომლებიც მართალია სხვა სახელით არიან ცნობილი, მაგრამ განსხვავება ფაქტიურად დიდი არაფერია.
- ილუმინატები განსაკუთრებულები არიან

თავის დროზე ახალგაზრდა გერმანელმა პროფესორმა დაარსა, რომელიც ასევე მასონი იყო, მაგრამ ბოლომდე ''რაღაცამ'' არ დააკმაყოფილა (1 მასია ილუმინატების დაარსების თარიღი

)
ყველაზე განთქმული ილუმინატი დღესდღეობით რა თქმა უნდა ბუშია

This picture shows a signing ceremony with Texas Governor George W. Bush, as he is signing the Texas School Proclamation on February 16, 2000, surrounded by Master Masons, Wardens and Secretaries of Masonic Lodges 50A and 50B under the jurisdiction of the Masonic Grand Lodge of Texas.
რადგან ბუშიცა და მისი ყოფილი მოწინააღმდეგე კერი ამ საიდუმლო ''კლუბის'' წევრები არიან
Skull And Bonesშესაბამისად ყველაზე პოპულალური კლუბია

ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ''თეოსოფისტები'' და თავად თეოსოფია, როგორც უდიდეს იდეური საფუძველს წარმოადგენს. პიონერებად პითაგორი და პლატონი შეგვიძლია მოვიხსენიოთ, რითაც უკვე ძალიან საინტერესოა (როგორც თავად ''პლატონიზმი'') თუმცა თანამედროვე თეოსოფიის დამაარსებელი რუსი არისტოკრატი ქალი ელენა ბლატავსკაიაა, რომელსაც სხვათაშორის ცხოვრების საინტერესო მომენტებში საქართველოსთან ქონდა შეხება და პირადად ჩამოდიოდა ტიფლისში თავის ნათესავებთან. (ალბათ დღესაც არსებობს ეს საგვარეულო ხაზი)
უამრავი განხრა და უფრო მეტი კლუბია.... დარწმუნებული ვარ თავად მასონთა 90%მა არ იცის სინამდვილეში - რა რა არის?!/ვინ ვინ არის?!
არც საკუთარი მიზნები იციან წესივრად... სტრუქტურასა და სხვა (მნიშვნელოვან)წევრთა ვინაობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
პირობითად რომ ავიღოთ, ყველა მასონმა უნდა აღიაროს
1. სამყაროს არქიტექტორის აბსოლიტური ყოფა
2. სულის უკვდავება
3. ასე ვთქვათ ''გლობალიზაციის'' არა მხოლოდ მომხრე, არამედ განმხორციელებელიც.
თავის დროზე თბილისში, ერთი საკმაოდ დაფასებული უფროსი ადამიანი, რომელთანაც მქონდა ურთიერთობა, დიდ ძალისხმევას იჩენდა მასონებთან კავშირის დამყარებაზე. ის გულდასმით აკვირდებოდა სიმბოლოებს (ფარგალი, პირამიდა, ქვიშის საათი...) და ფირმების დასახელებებს. ცდილობდა სოროსთანაც დაახლოებას. მემგონი არაფერი გამოუვიდა

თუმცა მათი ამოცნობა სიძნელეს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება მიშას მალტიის ორდენის კავალერად გამოცხადებას; ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მასონად აღიარეს და მსგავსი....ხშირად სწორედ ასეთი რამეები იწვევს მითების დაბადებას, რაც თავის მხვრივ მასონებსაც აწყობთ, რომ გზა/კვალი კარგად აირიოს უბრალოდ აკვირდებიან