ჩემ ბავშვობაში მახსოვს უნივერსიტეტში და სამედიცინოზე სწავლა ითვლებოდა ძალიან დიდ რამედ.
- ვაა, გაიგე ? უნივერსიტეტში ჩაუბარებია - და ა.შ.
კი იყო მაშინაც ჩაწყობები და ძალიან დიდ ფულზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც სხვა ფასი ქონდა ყველაფერს.
ეხლა იცის არ იცის ყველას ექიმობა და ეკონომისტობა უნდა. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ფულით ჩააბარებინებენ, ფულით გადაიყვანენ კურსიდან კურსზე და ფულით მოაწყობენ სამუშაოზე და მერე გაგვიკვირდება, რის ექიმია თუ ეს შეეშალაო.
ჩემ კურსზე (დამთავრებული მაქვს გეპეი) სულ რამდენიმე კაცი იყო ვისაც აინტერესებდა. კი, ყველა ძმები იყვნენ და ბაზარი არაა ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ნიტოა.
ფრიადოსანი პალეონტოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი სპეციალობა მიყვარდა და ვსწავლობდი გაცილებით მეტს, ვიდრე მომეთხოვებოდა.
რაზე დავიწყე ეხლა ეს ლექცია - მე პირადად წინააღმდეგი ვარ ყველანაირი უგამოცდოთ ინსტიტუტში მოხვედრის და კურსზე გადასვლის. მეც ვიყავი ბავშვი და ვიცი რას ნიშნავს გამოცდას რომ მოგიხსნიან, ლექციები რომ გაცდება და ა.შ. მაგრამ ვინმე ჭკუის დამრიგებელი ჭირდება მაგ ხალხს, რომ აუხსნას რომ ზმეიკიანი წაბლი და რეზბიანი თხილი ძალიან კარგია, მაგრამ სადაა...
წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ფორმის ძალადობის და არანაკლებ წინააღმდეგი ანარქიის და ბარდაკის.
თუ სახელმწიფოა - უნდა იყოს სახელმწიფო. თუ არა და ვაშენებ ბანანის პლანტაციას და ვიწყებ ბანანის ბიზნესს

ვოტ ტაკ