და ეს "გამოყენების" თემატიკაც მანცვიფრებს

რას ჰქვია "გამოიყენებენ"???
გამოიყენებენ, აბა რა, თუ აბსოლუტური კრეტინები არ არიან!

ეს ბუნებრივია და ამას "გამოყენებაც" არ ჰქვია - სტუდენტები და ოპოზიციური პოლიტიკა ამ შემთხვევაში ერთ კონტექსტში უნდა იყოს განხილული, ეს ბუნებრივი ალიანსია, ისინი სჭირდებიან ერთნმანეთს.
ბურჯანაძე მანცვიფრებს: სტუდენტებისათვის დღეს მიუმართავს, "ოპოზიციურ ძალებს თქვენი თავი არ გამოაყენებინოთო"

ანეკდოტურად ჟღერს ასეთი მიმართვა იმ ხელისუფლების წარმომადგენლისაგან, რომელმაც წინა ღამეს, 1 საათზე, ქურდულად, დროის ყაჩაღური შერჩევით, როცა ადამიანის რეაქცია ბუნებრივად შედუნებულია, შუაღამეს, 16 წლის გოგო -ბიჭები ფეხებით თელა!

ხელისუფლების პოლიტიკური სიბეცე სწორედ ისაა, რომ ამ პოლიტიკური ალიანსის შესაძლებლობა ვერ გათვალა, როდესაც სადამსჯელო აქციას გეგმავდა (არა და ამას რა დიდი ტვინი უნდოდა?

), თორემ ალიანსი სტუდენტებს და ოპოზიციას შორის ამ სიტუაციაში სავსებით ბუნებრივია.
This post has been edited by Johnnie Walker on 15 Mar 2005, 23:54