karduზურაბ ჭიაბერაშვილი: „... საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არ ჰყავს მოქალაქეები, ამ სიტყვის დასავლური გაგებით. აქ არიან არასრულფასოვანი (ხაზგასმა ჩემია) მოქალაქეები, მათ შორის ფსიქოლოგიურად არასრულფასოვანნიც. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ყველას გვაქვს საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია და არაფრით არ შეგვიძლია ამ რუკის შეცვლა ახალი რუკით, რომელზეც აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება. მეტიც, ასეთი აზრი ჩვენში არასრულფასოვნების კომპლექსს აჩენს, რადგან ჩვენ ვერ ვპოულობთ იმის ძალას, რომ შევცვალოთ ეს რუკა. არ შეგვიძლია არც ძველი რუკის აღდგენა და არც მისი ახლით შეცვლა. ამდენად, ეს ჩვენი მთავარი პრობლემაა.
საკითხისადმი ჩემი მიდგომა ასეთია - ფედერაცია და ძალიან ფართო უფლებები უნდა მიენიჭოს ორივე მხარეს, როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში.
კიდევ ერთი მიდგომა - ეს აბსოლუტურად განსხვავებული სახელმწიფოებია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მაშინაც კი, თუ საქართველო ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და საშუალებას მისცემს მსოფლიო თანამეგობრობასაც, რომ ცნოს ეს დამოუკიდებლობა, საქართველოს მაინც დარჩება რაღაც უფლებები და ბერკეტები აფხაზეთის საგარეო პოლიტიკაზე ზემოქმედებისათვის.
... ჩემთვის უმთავრესია, რომ აფხაზებმა ისე ააშენონ სახელმწიფო, რომ თუკი ისინი მოიპოვებენ დამოუკიდებლობას და მიაღწევენ მის აღიარება, ამ სახემწიფომ შეძლოს ნორმალურად ფუნქციონირება.
... ამიტომ აფხაზურმა მხარემ ახლავე უნდა დაიწყოს თანამშრომლობა მსოფლიო თანამეგობრობასთან ისეთ პროექტებში, რომლებიც მას საშუალებას მისცეს, შეასუსტოს ქართული ამბიციები, ქართული პოლიტიკა და გააძლიეროს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი.
... მე, როგორც ქართველი, ამ ეტაპზე მზად ვარ, რომ ჩემს თავში შევცვალო საქართველოს ძველი რუკა, რომელსაც ბავშვობიდან ვუყურებდი სახელმძღვანელოებში, ახალი რუკით, სადაც აფხაზეთი არ არის საქართველოს შემადგენლობაში.
ამიტომ, აფხაზებს ვეტყოდი - ააშენეთ სახელმწიფო და ნახავთ, რომ თქვენ გექნებათ დამოუკიდებლობა“...
http://forum.ge/?showtopic=33585486