#1316362 · 2 May 2005, 12:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დსთ-ის კოლექტიური ძალების ჯარისკაცის საქციელი, როცა მან აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე მოკლა, მართლზომიერი იყო - ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი მოსკოვი, 29 აპრილი / " კორ."ახალი ამბები - საქართველო"/. ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალმა ალექსანდრე ბარანოვმა "მართლზომიერი" უწოდა დსთ-ის კოლექტიური ძალების ჯარისკაცის საქციელს, როცა ამ უკანასკნელმა აფხაზეთის გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლა.
"სამხედრო მოსამსახურეთა მოქმედება გამართლებულია", - თქვა ბარანოვმა დონის როსტოვში "რია ნოვოსტის" კორესპონდენტთან საუბრისას, როცა რუსეთისა და აფხაზეთის პროკურატურების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებს გაუკეთა კომენტარი.
"ახალი ამბები - საქართველოს" მონაცემებით, გალის რაიონში დსთ-ის კოლექტიური ძალების ბლოკ-პოსტთან 21 აპრილს გალის რაიონის სოფელ გუმურიშის მკვიდრი ლაშა რიგვავა მოკლეს.
"ეს იყო მცდელობა საქართველოს მოქალაქისა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და უცნაურად იქცეოდა, იარაღი ჩაეგდო ხელში", - განაცხადა სარდალმა.
"ამ საქციელს საპასუხო ზომები მოჰყვა და შეტაკების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიჭრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა", - დასძინა ბარანოვმა.
|