#1319261 · 3 May 2005, 00:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისტორიას ყოველთვის გამარჯვებულები წერდნენ. აქედან კი იქმნება ილუზია რომ ყოველთვის სამართლიანობა იმარჯვებს. ეს ასე იყო და ასეც იქნება. რაც შეეხება ნიურნბერგის პროცესს, ის იმდენად სამართალს არ ემსახურებოდა, რამდენადაც ამერიკელების და რუსების პოლიტიკურ მიზნებს ევროპაში. ეს იყო ერთგვარი ცერემონია "გერმანიის ნაციზმისან განწმენდის" დასასრულისა. დამნაშავეები დაისაჯნენ, ნაციზმი მოისპო, მოდით ახალი გერმანია ავაშენოთო. ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი იყო დასავლეთ გერმანიის აღდგენა, მარშალის გეგმა და ა.შ., რუსებისთვის კი აღმოსავლეთი. გერმანიის არმიაში ბევრი ღირსეული, მებრძოლი ოფიცერი იყო რომლებლაც არ ჩაუდენიათ სამხედრო დანაშაული, მაგრამ ისტორიისათვის ისინი ნაცისტებად დარჩებიან. ანუ გაიგივებულნი იქნებიან იმ ნაძირალებთან ვინც მშვიდობიანი მოსახლების ჟლეტაში მიიღო მოწილეობა. ირონია იმაშია, რომ სწორედ ასეთი ნაძირალების უმრავლესობამ მოახერხა გაქცეოდა სასჯელს და პასუხი ძირითადად ტყვედ ჩავარდნილმა მებრძოლებმა აგეს. როცა აიხმანის ნაირებმა ტავს უშველეს, ვიღაცას ხომ უნდა ეგო პასუხი. თუმცა, მოგვიანებით აიხმანის ჯერიც მოვიდა.
This post has been edited by caliber on 3 May 2005, 00:30
--------------------
Gandhi once said, "First they ignore you. Then they laugh at you. Then they fight you. Then you win."
|