ოცდამეერთე საუკუნეა ხალხო (ეს გოგას ეხება) და კიდევ მაგ ილუზიებში და პოპუულისტურ ვაშას ძახილში აპირებს ზოგიერთი ცხოვრებას რა ვიცი ოპტიმიზმი ალბათ ის იქნებოდა რომ იმედი მქონდეს რომ მასეთები მალე უმცირესობაში იქნებიან და ხალხი დემაგოგებს აღარ აირჩევს. არამედ მათ ვისაც რეალურად შეუძლიათ ქვეყანაში სიტუაციის შემობრუნება.
ახლა ის არგუმენტი რომ სააკაშვილმა რუსეთს სახე აუხია და ბაზებზე აწვება ,ტყუილია. ბაზებს აწვება ამერიკა, იმიტომ რომ თვითონ უნდა შემოსვლა და არა სააკაშვილი, თუ არა და რატომ გახდა აუცილებელი ამერიკის ჩარევა გაზსადენის გაყიდვის საქმეში. რომელმა გამოვიდა და გამართა აქცია როცა ჟვანია იძახდა ეს გაზსადენი სვეტიცხოველი ხომ არ არისო. და საერთოდ ეს აქციები არის მართვადი, იმიტომ რომ ბაზები ადრეც იყო, მაშინაც კი როცა რუსეთის ჯარმა ნახევარი სამეგრელო გადაბომბა არ გამოსულა თესეუ და არც ქუთაისის უნივერსიტეტი და ხმა არ ამოუღღიათ.
არ თქვათ ახლა მაშინ ჩვენ პატარები ვიყავითო. თქვენ კი იყავით პატარები მაგრამ მაშინაც ხომ იყვნენ სტუდენტები, თუ თქვენ უცხოპლანეტიდან ჩამოფრინდით და იქედან ჩამოიტანეთ რუსეთისადმი ასეთი დამოკიდებულება.
მიშას დამსახურება არ არის ის რომ ბაზები გავლენ, მიშამ რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს, ერთ თვეში პრეზიდენტი აღარ იქნება და საერთოდ თუ იქნა ისიც საკითხავია. შევარდნაძეს გაუვიდა მაშინ ამერიკას არ ეცალა ჩვენთვის ჯერ ავღანეთი მერე ერაყი მერე ახლა ირანისკენ მიდის და ასეა საქმე ხომ ხვდებით ყველაფერს.
ახლა მე თვითონ ვაოფტოპიკებ თუმცა ეს ჩემი ბრალი არ არის. კონკრეტულად თემასთან დაკავშირებით ვერავინ ვერაფერს ამბობს არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, და ალბათ პრეზიდენტი ამას დაზვერვის მონაცემებით აცხადებს.
ერთი რამ კი მართალია არც მე არ მინდა რომ ამ თემის გახსნით წყალი დავუსხა რევანშისტების წისქვილს, მხედველობაში მყავს გამყრელიძე, ასათიანი, შაშიაშვილი, ნათელაშვილი რა გვარია ის კიდე, ჰო ბათიაშვილი. და კიდევ სახელი მათი ლეგიონია არც მე არ მინდა რომ მიშამ შეცდომები დაუშვას და მაგათმა გაიხარონ, მაგრამ რა ვქნა ფაქტი სახეზეა, რევოლუციის დღეებში რომ იძახოდა შევარდნაძე, რა დროს გამოსვლებია ხალხნო ეკონომიკური აღმავლობა იწყებაო ყველაზე მწარედ მე ვაგინებდი, და მეც ვიძახოდი მიდი მიშა მიაწექიო. მაგრამ რად გინდა დანიშნა ისევ ჟვიანია პრემიერ მინისტრად და წავიდა ლავირების პოლიტიკა აქეთ რუსეთს აძლევენ იქეთ ამერიკელებს.
ნუ, მოკლედ მიშისტები ყველა ილუზიებში ხართ, ცოტა გამოფხიზლდით, და აღიარეთ მისი შეცდომები თორემ არ ვარგა მასე
კარდუმ რომ დაწერა ამასწინათ რომელიღაც თემაში, ტელევიზორს მაინც არ უყურებთ ხანდახანო, მართალი გითხრა გუშინ ვუყურე მისი ხათრით, თანაც კურიერს, ექვს საათზე. და აი, რა ვნახე, ენგურზე წყალმა წაიღო ხიდი რომელიც აკავშირებს ენგურს გაღმა ერთადერთ სოფელ ხურჩას. და ხალხი ვერ გადადის გადმოდის. და აცხადებენ რომ ერთ კვირაში გაკეთდება ხიდი რომელზეც ფეხით მოსიარულე შეძლებს გადასვლას. ახლა დაძაბეთ მეხსიერება და გაიხსენეთ ასლანმა რომ ხიდები ააფეთქა რამდენ დღეში გაკეთდა ხიდი, რომელზეც მანქანა გადადიოდა. და კიდევ ის აქცია რომელიც რუსეთის ბაზასთან მიდიოდა, ორი სტუდენტი ჩაწერა კორესპონდენტმა და ორივემ ერთი და იგივე ფრაზა გაიმეორა დაზეპირებული, "წავიდნენ და მოგვცენ ნორმალური ცხოვრების საშუალებაო." მერე კიდე ვიღაც უძახდა 'ნატაშე პრივეტ პერედაიო," არ შეიცვალოს მსოფლიო პოლიტიკა ჩვენს წინააღმდეგ, თორემ გაჩვენებენ კაი ნატაშას.
ისევ ვიმეორებ დავაოფტოპიკე მაგრამ ეს კარდუს და გოგას ბრალია თვითონ გამომიწვიეს, იმიტომ რომ თემაზე არგუმენტი არა აქვთ.
* * *
აი მა თემაზე გავაგრძელოთ საუბარი
http://forum.ge/?act=ST&f=36&t=33598665თვითონ წიგნი ამ ლინკზეა
http://www.geocities.com/zviom/1984/1984.zip