ახლა მითხარი, სად დავწერე "აქირთუა" იწვევს მეთქი მონის ასოციაციას აფხაზებში?

პირიქით, დავწერე ის, რომ კაცმა არ ახსენა, მაგრამ ზუსტად "აგრუა" (მონა) იგულისხმა როგორც სინონიმი ქართველთა სახელწოდებისა და იქვე აღვნიშნე, რომ ვერაფრით იგულისხმებდა "აქირთუას", ვინაიდან ეს ჟღერადობით საკმაოდ შორსაა მონის აღმნიშვნელი ტერმინებისგან...
რაც შეეხება "აფხაზურ" ფორუმებზე მონაწილეობას: მათ ადრე შედარებით ხშირად ვკითხულობდი. ერთზე ორიოდე მესიჯის მერე მიმაბლოკეს (ენათმეცნიერული წიაღსვლებს არ გავცილებივარ). და საკმაოდ კარგად ვცნობ იმ ფორუმებზე სომეხს, რუსსა და აფხაზს... თუ მოვძებნე ახლა დაგილინკებ მაგ ფრაზას. საკმაოდ არაკეთილგანწყობილ კამათში წამოაძახა ერთ ქართველს აფხაზმა ერთ ფორუმზე, რომელიც მგონი სულაც არ იყო "აფხაზური" (მგონია ძველ sakartvelo.ru-ზე იყო. თუ გახსოვს, სტატიებს ცალკე ეხსნებოდათ ფორუმები და მიდიოდა ერთი ვაი უშველებელი)
რაც შეეხება "სხვადასხვა სამეცნიერო და საინფორმაციო წყაროებს": შენს ნაწერში ორი წყარო შევამჩნიე მხოლოდ: რუსი მწერლის ფაზილ ისკანდერის ნოველები და ვინმე ეფენდი ვოუბას მოგონებები (სადაა გამოქვეყნებული და ვინ არის ეს კაცი?). მე დაგისახელე სამეცნიერო გამოკვლევათა კრებული, სადაც შესულია ქართველთა და საქართველოს აღმნიშვნელი ქართული და უცხოური ტერმინებისადმი მიძღვნილი ნარკვევები (სხვათა შორის იქვეა შესული თამაზ გამყრელიძის, ჩემი აზრით, ნაძალადევი ეტიმოლოგია "აფხაზ" ეთნონიმისა, რომელიც ნამდვილად არ ეკადრებოდა მისი დონის მეცნიერს)
This post has been edited by Chkoni on 18 Jun 2005, 19:18