#1523066 · 19 Jun 2005, 18:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კვაზიივერიელს ჩემო კეთილო, თქვენი არაადექვატური რეაქცია და უკიდურესად აგრესიული ემოციების თავშეუკავებელი გადმონთხევა ჩემს სრულიად უწყინარ პასტზე ადასტურებს ჩემს ეჭვებს, რომ კლიმაქსის ყველაზე რთული, მძიმე და ფატალური ფორმა გჭირთ, რომელიც ლეტალური შედეგით მთავრდება ხოლმე. ეს უმძიმესი ნოზოლოგია არაუკუქცევადი და არაგანკურნებადია, მიმძიმს აღიარება, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენი გადარჩენა ჩემს ძალებს აღემატება, არა და თავიდან მცირეოდენი იმედი მქონდა, რასაც თქვენი პალატის სხვა პაციენტებთან დაკავშირებით ვერ ვიტყოდი...
| QUOTE | | ქართველები და აფხაზები უნდა დაჯდნენ პირისპირ როგორც თანასწორნი და ერთად იფიქრონ ერთიანი სახელმწიფოს შექმნაზე. |
აფხაზების გარდა კიდევ ვისთან ერთად უნდა დავჯდეთ პირისპირ, როგორც თანასწორნი, ვისთან ერთად უნდა ვიფიქროთ ერთიანი სახელმწიფოს შექმნაზე და რა უნდა ერქვას ამ სახელმწიფოს??? ახალი სახელმწიფოს შექმნას აპირებთ? - მაშინ ჯერ უნდა გაუქმდეს საქართველოს სახელმწიფო, კონსტიტუცია, ეს კი რეფერენდუმის საკითხია, ხალხს უნდა მივცეთ საშუალება გამოხატოს საკუთარი ნება - სურთ მათ ეროვნული ჰარაკირის გაკეთება და თქვენეულ აჯაფსანდალის ქვაბში ცხოვრება? - არის თქვენში რაღაც ადა მარშანიასეული - ისტერიულობა, მოუთოკავი ემოციები, საქართველოს ტერიტორიაზე ახალი, უცნაური, ჭრელი სახელმწიფოებივ-ტერიტორიული ერთეულის ჩამოყალიბების იდეაფიქსი...შენადა, შემთხვევით ისა...ჰა...რა ვიცი აბა, ზოგს ქალის ავატარი აქვს და ეგ რაღა გასაკვირი იქნება?!
| QUOTE | | აფხაზები მთლიანად უნდა იყვნენ ჩართულნი ქართული სახელმწიფოს შექმნაში. |
დანარჩენებს რაღას ერჩი ჩემო კეთილო - აფხაზებზე მეტნი საქართველოში სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები და ბევრი სხვა დიდად საპატივცემულო ეთნოსი ცხოვრობს - რაღა ბევრი ვიწვალოთ, დაგვეშალა, დაგვეყო, დაგვექსაქსა და დაგვენაწილებინა ეს მიწა-წყალი - ჩვენი რაღა მიდის, ჩვენ ხომ არ დაგვიღვრია სისხლი და ოფლი მის მოპოვებაზე და დღემდე მოტანაზე?!
| QUOTE | | თქვენ კი შადიმან ბატონო მათ ისევ მტრებად განიხილავთ და თქვენი ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის მოსახლეობას სრულ ბლოკადას, შიმშილით ამოწყვეტას და კონფლიქტის გაყინვას უპირებთ. |
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების განხორციელებისათვის სეპარატისტების - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო დამნაშავეების მიმართ შესაძლებლობის შემთხვევაში გაცილებით უფრო მკაცრი, სამხედრო თვალსაზრისით "ქირურგიული" მეთოდების მომხრე ვარ, თორემ საქართველოს მოყვარულ აფხაზსაც, ოსსაც, რუსსაც და ყველა სხვა ერის ადამიანსაც შემოევლოს ჩემი სიცოცხლე... | QUOTE | 12 წელია უკვე ასე და შედეგი მხოლოდ ისაა რომ მიდის აფხაზეთის გამალებული ინტეგრაცია რუსეთთან, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენნაირთა ხელისუფლებაში ყოფნისაგან, რაც საბოლოოდ დაგვაკარგინებს აფხაზეთს.
|
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რვაჯერ ვარ ნამყოფი აფხაზეთში(ბევრისგან განსხვავებით როცა მომეპრიანება მაშინ ჩავალ უპრობლემოდ იქ და არამარტო იქ...) და იქ რომ რუსეთთან გამალებული ინტეგრაციის პროცესი მიდის, ღმერთმა აშოროს ისეთი საქართველოს დასავლურ სამყაროსთანაც კი. ხელისუფლებაში ჩემნაირების მოსვლის პირადად თქვენ და თქვენნაირებს მართლაც უნდა გეშინოდეთ, მაგრამ არხეინად იყავით - არ ვაპირებ, ჩემი საქმე მაქვს...
| QUOTE | პოლიტკოსს... სჭირდება პროფესიოანლური და კვალიფიციური მრჩევლები სწორედ ისტორიკოსების, პოლიტოლოგების და კონფლიქტოლოგების სახით! სამხედროები კი ემორჩილებიან ბრძანებას და მათი მოსაზრებები არავის აინტერესებს.
|
გამოგრჩა - პატრიოტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მრჩეველები. საომარი მოქმედებებისას სამხედროები ემორჩილებიან მთავარსარდალს და ვერტიკალურად ქვევით უშუალო მეთაურებს. სამშობლოს მოყვარული პოლიტიკოსები ასეთ დროს მოხალისეებად უნდა მიდიოდნენ ჯარში და თვითონ ემორჩილებოდნენ პროფესიონალი სამხედროების ბრძანებებს.
| QUOTE | ესეთი მარაზმი როგორ მოახერხეთ და დაწერეთ?! არ შეუძლია ქართულ სახელმწიფოს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაჭრა და დაუშვებელია ეს! |
| QUOTE | | როდესაც აფხაზეთის მოსახლეობა იქნება თანახმა ქართველებთან ცხოვრების |
არაუცენზურო კომენტარი არ მაქვს, უცენზურო იცოცხლე......
| QUOTE | | აფხაზი ისეთივე მოქალაქეა ჩვენი როგორც ქართველი ან ოსი ან ებრაელი! და არ შეიძლება საკუთარ მოქალაქეებთან იარაღის ჟღარუნი. |
აფხაზეთის და შიდა ქართლის არაკონტროლირებადი ჩრდილოეთი ტერიტორიის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს უცხო ქვეყნის, რუსეთის მოქალაქე და ინტერესების გამტარებელია, რაც საქართველოს და მისი მოქალაქეების საზიანოდ მოქმედებს. მკაცრი ზომებია მისაღები, სხვა გამოსავალი არ არის...
და ბოლოს, იმ გეგმის განხორციელებას, მე რომ ვახსენე არა 30-40 არამედ სულ რაღაც ათიოდე წელი თუ დასჭირდება. ამ პერიოდში გულხელდაკრეფილ ჯდომას არ ვგულისხმობ, არის ფარული გზები პოლიტიკის ძალიმიერი გაგრძელებისა, უბრალოდ ასეთ საკითხებზე ხმამაღლა არ საუბრობენ, კუკურიიი...
აუუჰ...შენც ეხლა საქართველოს დროშის ფრიალითა და ვაშას ძახილით სოხუმში ან ცხინვალში არ ჩახვიდე ბებიაშენის ... მზემ.
--------------------
ბავშვობაში იყავ კუტა, ახლა ღლე ხარ ჩემო ხუტა. Aurea_ mediocritas
ამ სიგნაჩურმა გაამწარა IOSKAMAN-ი, ბანი დამადო - კურტუმოში გაიყარა იასამანი.
|