ეს რომ ასე ყოფილიყო (მითუმეტეს არაერთხელ) აქამდე შევარდნაძის დოკუმენტალისტები დააფიქსირდებდნენ სადმე აუცილებლად.
არასრდოს არ უთქვამს. ...ფაიზაღი ყარყარაშვილში გეშლება (რამდენი წლის იყავი მაშინ?),
კი და სახლში ქონდა პატარა ზოოპარკი, რომლის ცხოველებსაც ყოველ ღამე აწამებდა.

სიგუამ 92 წლის იანვარში, ხელისუფლების აღების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში დანანებით თქვა: სამწუხაროდ დათვის ბელი ვერ გადავარჩინეთო (იმდენად ყოფილა თურმე საცოდავი ნაწამები). ვაი ვაი. მართლა სასაცილოა სატირალი რო არ იყოს ის, რომ ესეთი რაღაცეების დღემდე ჯერა (ან უნდა რომ ჯეროდეს) ზრდასრულ ადამიანს.
აქვე მეორე ამონარიდი 91 წლის დასაწყისის ინტერვიუდან:
მზია ბაქრაძე:
-ბატონო პრეზიდენტო, სანამ სხვა საკითხებს შევეხებოდეთ, მანამდე ხომ არ გვეტყოდით, რას აკეთებდით დღეს?
-დილით რუსულენოვანი მოსახლეობის დელეგაცია იყო ჩემთან, გრიბოედოვის თეატრის წარმომადგენლები, სხვა და სხვა პროფესიის ადამიანები. ვისაუბრეთ ძალზე კონსტრუქციულად, საინტერესოდ: შემდეგ წავედი მარნეულში და შევხვდი მოსახლეობას, როგორც ქართველებს, ასევე აზერბაიჯანელებს.
-როგორია განწყობა?
ძალიან კარგი, შედარება არ არის, რაც იყო უწინ და სადღაც ამას მივაწერ ჩვენს სწორ პოლიტიკას არაქართველი მოსახლეობის მიმართ. მოიხსნა ყოველგვარი დაძაბულობა, გაუგებრობები, აქაც და სხვა არაქართულ რაიონებშიც. მე ვთვლი, რომ კარგად მიდის საქმე მარნეულში და სხვა მსგავს რაიონებშიც. მოიხსნა შიში, რომელსაც ნერგავდნენ ჩვენი მოწინააღმდეგეები, რომ ჩვენ არაქართველების მტრები ვართ და მათ გაძევებას ვაპირებთ საქართველოდან და ა.შ. ეს ყველაფერი უკვე ჩაბარდა წარსულს… შემდეგ დავბრუნდი, სხვა და სხვა საქმეები იყო… ახლა თქვენთან ვარ სტუმრად…
-პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველად რა პრობლემის გადაწყვეტას შეუდგებით და რა კანონებს მიიღებთ?
-მივიღებ იმ კანონებს, რომლებიც უკვე მზადების პროცესშია, კერძოდ, კანონს პოლიტიკური პარტიების შესახებ, პრესის შესახებ. როდესაც ეს პროექტები განხილული იქნება საჯაროობის სრული დაცვით, მოსახლეობის აზრის სრული გათვალისწინებით, მაშინ ამ კანონებს მივიღებთ. იყო ოპონენტების საყვედურები ჩვენს მიმართ-რატომ სასწრაფოდ არ მიიღეთო, მაგრამ მათ არ უწყიან, თუ რამდენად დიდი სამზადისი სჭირდება თითოეული ასეთი სერიოზული კანონის მიღებას.
-ბატონო ზვიად, ალბათ, იგეგმება კრემლში შეხვედრა გორბაჩოვთან, ან მის მაგივრად ვინც იქნება… აუცილებლად დადგება ქონების გაყოფის საკითხი, ისინი კაპიკ-კაპიკ დაგვითვლიან ყველაფერს, ჩვენ თუ გვაქვს დათვლილი (დაახლოებით მაინც) გასაბჭოების შემდეგ საკავშირო ბიუჯეტში რა თანხები შედიოდა საქართველოდან?
-რაც შეეხება შეხვედრას, სწორედ დღეს მივიღე გორბაჩოვის ტელეგრამა-მოსკოვში მიწვევს 24 რიცხვში, მაგრამ მე უარი შევუთვალე, ვინაიდან საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და ამჟამად არ შემიძლია ჩასვლა. გარდა ამისა, ერთგვარი დიპლომატიური მხარეც არის, ჩემი იქ ჩასვლა ახლა არ იქნება გამართლებული. შეხვედრა მოხდება არჩევნების შემდეგ. იქ იქნება სწორედ პრაქტიკულ საკითხებზე საუბარი. დიახ, ჩვენ გამოთვლილი გვაქვს და ვიცით, რა ზარალი ნახა საქართველომ კრემლის კაბალური პოლიტიკის შედეგად, მისი კოლონიური მძარცველური ეკონომიკური პოლიტიკის გამო და ამას ყველაფერს ჩვენ წავუყენებთ მათ და გვექნება საქმიანი ლაპარაკი ქონების გაყოფაზე.
-ვალში არ დავრჩებით, მე მგონი…
-ნამდვილად არ დავრჩებით. ჩვენ ძალიან საქმიანი, გამოცდილი ეკონომისტები გვყავს, რომლებიც სათანადოდ მოაბამენ თავს ამ საქმეს.
-რადიომსმენელები გვეკითხებიან-საერთაშორისო სამართლის ნორმებით არის თუ არა რაიმე ისეთი კანონი მიღებული, რომელიც რამენაირად ხელს შეუშლის საქართველოს დამოუკიდებლობას?
-არავითარი ასეთი კანონი არ არსებობს. პირიქით, საერთაშორისო სამართალი მოითხოვს ერთა თვითგამორკვევას. ყოველი ერისთვის საკუთარი ბედის გამგებლობის უფლების მინიჭებას, პირველ რიგში ამას ითვალისწინებს ჰელსინკის ხელშეკრულება.