eka_anano[quote]და რა, გამოვიდეს ეხლა რუსთავი 2 და იძახოს იმედი ქურდებთან შეკრულია თუ რა[/quote
დიახაც უნდა თქვათ, საერთოდ მესმის რომ ძნელია იყო ობიექტური და და თან გქონდეს პირველობის პრეტენზია, მაგრამ ხანდახან ძალიან თვალშისაცემია როგორ ფარივით ეფარებით და იცავთ ხელისუფლებას, რითაც უკვე ხალხის ტელევიზიას კი არა და სააკაშვილის ტელევიზიას უფრო ემსგავსებით
როცა აქ ხსენებულ კადრებს ვუყურებდი ისეთი გრძნობა დამრჩა, რომ ეს ოპერაცია მართლას "ერთობლივად მოამზადეს" ფინანსურმა პოლიციამ და რუსთავი 2-მა. შეიძლება ეს იმის ბრალი იყო, რომ კორესპოდენტი არ იყო სწორად შერჩეული. საერთოდ მემგონი ყველა ტელევიზიამ უნდა გაითვალისწინოს მის რომელ კორესპოდენტს შეუძლია პირდაპირი ეთერის "აწევა" და ვის არა. უკაცრავად არავის შეურაცხოფას არ ვაყენებ, მაგრამ კარგმა მენეჯერმა და ხელმძღვანელმა სწორად უნდა გაანაწილოს ვინ სად წავიდეს და რა აკეთოს ან საერთოდ მოიშოროს ბალასტი.
მეორე, არც რამიშვილია დიდი წმინდანი, თუმცა მაინც პატივს ვცემ და ვაფასებ, არა "ჟურნალისტობის" გამო, არამედ, იმისათვის, რომ შეუძლია ამ კაცს შოუების მოწყობა და არაკაცების გმირად ქცევა.
ნუ იმედის საინფორმაციოზე არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ საერთოდ არ არსებობს, ერთადერთი კვირის საინფორმაციო-ანალიტიკურ-ჭორ-მართალი "ვინეგრეტი" უვარგათ და მეტი არცერთი.
ასე რომ ჩემო კარგებო, გისურვებთ იყოთ უკეთესები და გული მხოლოდ რომელიმე ერთი ტელევიზიისაკენ არ მიმიწევდეს ან საერთოდ გამორთვის სურვილი არ მიჩნდებოდეს, ანუ იყოთ ერთმანეთის კონკურენტუნარიანები და რაც მთავარია გქონდეთ სტრიმინგი, თან ისეთი რომელიც მუშაობს
This post has been edited by Peppi on 3 Jul 2005, 08:01
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .