#1543872 · 24 Jun 2005, 16:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
pareto
საფრანგეთი ან იგივე ფინეთი საპარლამენტო რესპუბლიკა, უბრალოდ მათ ხანდახან ნახევრად საპრეზიდენტოსაც უწოდებენ იქედან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი არაა ისეთივე ნომინალური ფიგურა, როგორიც გერმანიაში, იტალიაში ან ისრაელში. ისევ ვიმეორებ გერმანიის პრეზიდენტი ფორმალური უფლებამოსილებებით მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდება საფრანგეთისას, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ის არაპირდაპირი წესითაა არჩეული ბევრი თავისი უფლებამოსილება არასოდეს არ გამოუყენებია. გერმანიაშიც და საფრანგეთშიც მთავრობას აკომპლექტებს საპარლამენტო უმრავლესობა (ამიტომაც ქვიათ საპარლამენტო რესპუბლიკა), ორივეგან მთავრობის მეთაური არის პრემიერი (კანცლერი), ორივეგან პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყნის მეთაურს.
|