წითელი ჯვარი თეთრ ფონზე, იგივე წმინდა გიორგის სიმბოლო, ინგლისელებმა გადაიღეს გენუელებისგან მაშინ, როდესაც ინგლისი ჯერ კიდევ არ იყო ნომერი პირველი საზღვაო სახელმწიფო და საკმაოდ სუსტი სამხედრო და სავაჭრო ფლოტი ჰყავდა. ეს მოხდა ჯვაროსნულ ლაშქრობებამდე.
ამ პერიოდში მსოფლიო ვაჭრობის ერთ-ერთ კვანძს ხმელთაშუა ზღვა წარმოადგენდა, სადაც გენულები ბატონობდნენ. მათი სავაჭრო ქარავნები გენუის ბანკებს ეკუთვნოდათ. მათ შორის ერთ-ერთი უძლიერესი ბანკი იყო წმინდა გიორგის ბანკი, რომელმაც თავის სიმბოლოდ თეთრ ფონზე წითელი ჯვარი აირჩია და თავის გემებზეც ეს დროშა ააფრიალა. მოგვიანებით მის მაგალითს გენიუს სხვა ბანკებმაც მიმართეს და არა მარტო ბანკებმა.
გენუელების სამხედრო და სავაჭრო ფლოტი ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი იყო. იმდენად ძლიერი, რომ ვერც ევროპელი მონარქები და ვერც ხმელთაშუაზღვის ბერბერი მეკობრეები ვერაფერს უბედავდნენ ასეთი დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებს. ეს იყო გარკვეული უსაფრთხოების გარანტია ინგლისელებისათვის.
გენუის დოჟს მისწერეს წერილი, სადაც ითხოვდნენ ამ დროშის ტარების უფლების ყიდვას, რაზეც თანხმობა მიიღეს. მთელი 100 წლის განმავლობაში ინგლისელები ფულს იხდიდნენ ამ უფლებაში.
მოგვიანებით, უკვე ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, რიჩარდ ლომგულმა თავის მფარველ წმინდანად წმ.გიორგი გამოაცხადა, ხოლო მისი სიმბოლო - წითელი ჯვარი თეთრ ფონზე თავის ფარზე გადაიტანა. მაგრამ ამ არჩევანს არავითარი ისტორიული ფესვები არ ჰქონია. როგორც თავად ინგლისელი მემატიანეები და მეცნიერები წერენ, რიჩარდს უბრალოდ კატასტროფულად ეშინოდა ზღვაზე მგზავრობის, ხოლო შუა საუკუნეების ევროპაში წმ.გიორგი ზღვაზე მოგზაურთა მფარველ წმინდანადაც ითვლებოდა(გენუელებიც ამიტომ იყენებდნენ). ამ ტრივიალურმა მიზეზმა განაპირობა რიჩარდის არჩევანი.
ასე დამკვიდრდა ეს დროშა ინგლისის ფლოტის და ზოგადად ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ სახელმწიფო დროშად მისი მიღება მოხდა გაცილებით უფრო გვიან. კერძოდ, თეთრ ფონზე წითელი ჯვრის სახელმწიფო სიმბოლიკად პირველი მოხსენიება XVI ს-ში გვხვდება.
მოკლედ, წითელი ჯვარი თეთრ ფონზე არავითარი ისტორიულად ინგლისური დროშა არ არის და რაც თანამედროვე მეცნიერებაშიც არის აღიარებული, წითელი ჯვარი თეთრ ფონზე - ეს არის წმ.გიორგის უნივერსალური სიმბოლიკა. ინგლისელებს კი არავითარი მონოპოლია მის გამოყენებაზე არა აქვთ. ვექსილოგიაში(მეცნიერება დროშების შესახებ), უნივერსალურ სიმბოლიკაზე მონოპოლიის ცნება საერთოდ არ არსებობს. ეს დროშა სხვადასხვა დროს იყო ფრაიბურგის, ბარსელონის და სხვა ევროპული ქალაქების დროშაც.
ისევე როგორც, არ არსებობს მონოპოლიური უფლება ისეთ უნივერსალურ სიმბოლიკაზე, როგორიცაა მაგალითად, ოქროს საწმისის გამოსახულება სხვადასხვა ქვეყნების გერბებზე. თუ თეთრ ფონზე წითელი ჯვარი ინგლისელების საკუთრებაა, მაშინ ოქროს საწმისის სიმბოლიკა ბერძნების ან ქართველების ყოფილა და სხვა ქვეყნებმა მოიპარეს?! სისულელეა.
რაც შეეხება ჩვენს ხუთჯვრიან დროშას, მისი ჯვრების ზუსტი ანალოგი გამოსახულია ბოლნისის სიონის VII(მეორე ვერსიით IX) საუკუნის საკურთხეველზე. აქედან გამომდინარე იმის მტკიცება, რომ ეს იერუსალიმის რომელიმე ორდენის სიმბოლიკა იყო და ვინმემ მიითვისა, ასევე სრული არამეცნიერულია. გარდა ამისა, ბოჭორმის წმნინდა გიორგის ეკლესიაზე და ბევრგან სხვაგანაც.
მოკლედ, წითელი ჯვარი თეთრ ფონზე წარმოადგენს წმ.გიორგის სიმბოლიკას და იმ ხალხებს, რომელთაც თავის მფარველად ეს წმინდანი მიაჩნიათ, ჰერალდიკის კანონებით სრული უფლება აქვთ ეს სიმბოლიკა გამოიყენონ. მითუმეტეს, რომ მათ ისტორიაში ეს სიმბოლიკა გაცილებით უფრო ადრე გვხვდება, ვიდრე სხვა ხალხებისა.
რაც შეეხება მის კათოლიკურობას. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, დიდი წითელი ჯვარი თეთრ ფონზე თანამედროვე ჰერალდიკაში მიიჩნევა წმინდა გიორგის სიმბოლოდ, იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ეკლესია არ იყო გაყოფილი. შესაბამისად, მის კათოლიკურობაზე ან ინგლისურ წარმომავლობაზე საუბარი სრული აბსურდია.
ჩვენი ეკლესია განხეთქილებამდე მოღვაწე რომის პაპებსაც იხსენიებს ლოცვებში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით კათოლიციზმს ქადაგებს ვინმე. ასევე, ყველაფერი, რაც ქრისტიანულ ეკლესიაში მიღებული იყო დიდ განხეთქილებამდე კათოლიკური არ გახლავთ. ის საერთო-ქრისტიანული სიმბოლოა.
ხო, ეს იმის დამადასტურებლად, რომ წმ.გიროგის ჯვარი არანაირად არ არის ინგლისური ან ინგლისელების ექსკლუზიური საკუთრება, რომელიც მათ ვინმემ მოპარა. 1492 წელს ამერიკის აღმოჩენის 500 წლისთავთან დაკავშირებით ბრიტანეთის მუზეუმში კოლუმბის პავილიონის გახსნაზე კენტის ჰერცოგმა განაცხადა:
"Italy and the United Kingdom, two sea-faring nations, have long-standing historical and contemporary links. The St. George's flag, a red cross on a white field, was adopted by England and the City of London in 1190 for their ships entering the Mediterranean to benefit from the protection of the Geonoese fleet. The English Monarch paid an annual tribute to the Doge of Genoa for this privilege."
http://www.francobampi.it/liguria/varie/we...992.htm#ingleseგენუელებისგან ვისესხეთ ჩვენი გემების დასაცავად და ამაში გენუის დოჟს ფულსაც კი ვუხდიდითო. ანუ უბრალოდ იყიდეს ამ დროშის გამოყენების უფლება.
გარდა ამისა აღიარებულია, რომ:
"St George's Cross has been adopted on the coat of arms and flags of several countries and cities which have St George as a patron saint, notably England, Georgia, Aragon, Greece, Genoa and Barcelona.
The cross is also found, for various reasons, on the provincial flag of Huesca, Zaragoza and Teruel as well as the municipal flag for numerous cities, including Montreal, Almería, Milan, Genoa, Padua, Zadar and Freiburg im Breisgau."
ყველა ჩამოთვლილი ხალხები, ქვეყნები, ქალაქები, რომლებიც თავიანთ მფარველებად წმ.გიორგის მიიჩნევენ, შუა საუკუნეებში აქტიურად იყენებდნენ წითელჯვრიან დროშას, რომელიც წმ.გიორგის სიმბოლიკა არისო.
ხოდა, დაანებეთ თავი ამ დროშას, ეს არ არის არც კათოლიკური, არც ინგლისური და არც სომხური. ეს არის ზოგად-ქრისტიანული სიმბოლიკა და მისი გამოყენების უფლება სხვა ხალხებზე მეტად თუ არა, ნაკლებად ნამდვილად არ გვაქვს.
This post has been edited by D-zine on 5 Jul 2011, 10:50