1. ყველას აქვს ჭიდაობის უფლება
2. ჭიდაობის უფლება არ იძლევა რაიმე დამატებით (უფლებრივ) პრივილეგიებს
3. არავის აქვს ქურდობის და მამაძაღლობის უფლება
4. წესი 2+3 ნიშნავს რომ მოჭიდავე დამნაშავე ისეთივე დამნაშავეა, როგორც არამოჭიდავე დამნაშავე
4' - პრიმა მუხლი:

მსოფლიო ჩემპიონი ორჯერ უფრო დამნაშავეა ხალხის სიყვარულის ტალახში თრევისთვის
5. ყველას აქვს უფლება (მათ შორის ქურდ მსოფლიო ჩემპიონსაც) მისი საქმე მოისმინოს სამართლიანმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ (ვკითხულობ: ესეთი გვყავს?)
6. ყველას აქვს უფლება მიიღოს დანაშაულის ადექვატური სასჯელი (ამ კონტექსტში ვსვამ კითხვას: ქათმის ქურდს ან 78 წლის პროფესორს, რომელმაც სულიერი აღელვების ნიადაგზე მთვრალი სიძე დაჭრა - 3 თვიანი პატიმრობა უნდა მიუსაჯო და ციხეში წამების ფაქტებზე დაკავებული ნაძირალა მილიციონერი თავდებში გაუშვა? )
7. როცა ირღვევა წესი 6 და 7 არავის აქვს უფლება დალეწოს სასამართლო დარბაზი
8. როცა ირღვევა წესი 6 და 7 (და ამის გარეშეც) ყ ვ ე ლ ა ს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი თავისუფლად ნებისმიერი ფორმით რომელიც კანონით არაა აკრძალული (ქუჩის აქცია კანონით არაა აკრძალული)
9. როცა გყავს მინისტრი მერაბიშვილი, ყველას აქვს უფლება უწოდოს მას "კრეტინო!" ის ამას კომპლიმენტად მიიღებს..

10. როცა ხარ გამყრელიძე, საერთოდ უნდა წაეთრე პოლიტიკიდან და არა იმიტომ რომ არასწორია ქუჩაში სამართლიანად თუ უსამართლოდ გასული ხალხის მხარდაჭერა, არამედ იმიტომ რომ სახეზე გაწერია, რომ ეს ხალხი მაგრა გკიდია!

11. როცა ხარ რევოლუციით მოსული ხელისუფლება, გაცილებით მეტი ნამუსი და სიბრძნე გმართებს ხალხთან ურთიერთობის, საჯდომის აწევის და დიალოგის გამართვის, თორემ ყოველთვის შეგახსენებენ, რომ ქუჩიდან მოხვედი, რომ კვირობით დაკეტილი გქონდა გზა, რომ ყოველ კვირადღეს საკონცერტოდ კეტავ რუსთაველს და არაფერი ხდება, რომ ვიღაცა უფორმოების გამოჩენა შსს-ს რიგებში "წაუ-საშიშებს" და ძველ რამეებს გვახსენებს, რომ რომ რომ რომ.... და ა.შ.
12. როცა პრეზიდენტი ხარ, მორჩი ოცობოდიალს, დაეტიე ქვეყანაში და ასეთ დროს გამოდი ხალხთან და მზად იყავი სალაპარაკოდ! შენი იმედი ჯერ კიდევ აქვს ამ ხალხს და ნუ მოუკლავ. (თუ თავის გაყადრება აღარ სურს ხალხთან? იმ ხალხთან მეტროსა და ტროლეიბუსში რო გამოეცხადებოდა ხოლმე ფართო ღიმილით! ეს ხალხიც ის ხალხია ზუსტად და მარტო საარჩევნოდ გახსნებას აღარ ჭამს უკვე.)
..................................
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა....
Let's move to clean energy.