არ ვიცი, მაგას სასამართლო გაარკვევს, მაგრამ ამდენ საუბარში ერთ რამეს არ მიექცა ჯეროვანი ყურადღება, რამდენად ობიექტური იყო მსოფლიო ჩემპიონი მოჭიდავეებისათვის შეფარდებული წინასწარი სამთვიანი პატიმრობა, და რამდენად სამართლიანად გააპროტესტეს ის მოჭიდავეებმა.
ეხლა ცოტაოდენი პარალელები, გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებიდან:
1.სონი ლისტონი, მძიმეწონოსანი მსოფლიო ჩემპიონი კრივში, კრიმინალი, რომელიც ორჯერ იჯდა ციხეში გამოძალვისა და სხეულის დაზიანებისათვის.
2.უილიამ-რუდოლფ ჰერსტი, ცნობილი მედიამაგნატი, ბრალდებოდა მკვლელობა.
3.პაზოლინი, არასრულწლოვანის გაუპატიურება.
4.ტაისონი გაუპატიურება
5.პატრიცია კაასი. მკვლელობა
6.ჯეკსონი, პედოფილია
7.მუჰამედ ალი, დეზერტირობა ვიეტნამის ომის დროს.
8. 10-15 რეპერი (გვარების ჩამოთვლა მეალომანებისთვის მიმინდვია

), მკვლელობები, ნარკოტიკები და.ა.შ
(არც ერთი მათგანისთვის სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა არ მიუსჯია).
ეხლა იურიდიული წვრილმანები.
ინსპირირებული დანაშაული ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და როგორ გგონიათ რამდენი გამოჩენილი ადამიანი დადგებოდა იმ მოჭიდავეების თავდებში? თუ გირაოს არ გადაიხდიდნენ? იქნებ გამოძიებას ან სასამართლოს დაემალებოდნენ?
პროკურატურამ აშკარად მძიმე აღმკვეთი მოითხოვა, სასამართლომ აშკარად მძიმე აღმკვეთი შეუფარდა, (სუსტი სასამართლო გვაქვს).
ამას მე ვხვდები და იმ სამი მოჭიდავის ადვოკატები ვერ მიხვდებოდნენ?
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/