#1590407 · 6 Jul 2005, 01:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ფასებმა იმიტომ მოიმატა, რომ მეტ ირიბ გადასახადებს ვიხდით |
გადასახადები რომ არ გადავიხადო რა მოხდება? ყოველ თვეში პატიოსნად ვიხდი ყველანაირ გადასახადს, მაგრამ გული მიკვდება როცა ვხედავ გადამხდელთა (ანუ ჩვენი) თანხები როგორ იფლანგება:
1. ერთი და იგივე მონაკვეთზე რამდენჯერმე აგებენ გზას, მაშინ როდესაც გარეუბნებში და თბილისის შემოგარენში გასვლა შეუძლებელია ავარიული გზების გამო.
2. ცენტრი განათებულია, ხოლო თბილისის უბნების უმეტესობა 90-იან წლებზე უფრო ჩაბნელებულია.
3. საჯარო მოხელეთა ხელფასი გაიზარდა საშუალოდ 400 ლარამდე (მიუხედავად მათი პროფესიონალიზმისა), მაშინ როდესაც პენსიონერებს 28 ლარს უხდიან. საჯარო სამსახურებში არაპროფესიონალთა რაოდენობამ იმატა. გარშემო ვინც კი უსაქმური და 'ბირჟავიკი' იყო საჯარო სამსახურში დასაქმდა. ჩვენი გადახდილი გადასახადები ასეთი არაპროფესიონალებისთვის ახალთახალი 'პასატების' შეძენასა და მათი ბენზინით უზრუნველყოფას ხმარდება. მაშინ როდესაც ეს უკანასკნელნი ამ მანქანებს პირად საკუთრებად თვლიან და შესაბამისად მანქანებსა და სახელმწიფო შეღავათებს პირადი საჭიროებისთვის იყენებენ.
აშკარაა, რომ ჩვენს მთავრობას პრიორიტეტები არასწორად აქვს გადანაწილებული. მთავრობა უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ითვალისწინებდეს მის ინტერესებს და არა პირიქით.
დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება აკონტროლებს ხალხს და ხალხი აკონტროლებს ხელისუფლებას მათ მიერ გადახდილი გადასახადების სათანადოდ გახარჯვაში. საინტერესოა, ჩვენთან ვინ უნდა გააკონტროლოს მთავრობის მიერ სახელმწიფო სახსრების სწორად ხარჯვა? არასამთავრობო სექტორი ფაქტიურად აღარ არსებობს ან ძალიან სუსტია იმისათვის, რომ რამე ინიციატივა აიღოს თავზე.
This post has been edited by Maxime on 6 Jul 2005, 01:43
--------------------
How come cats have nine lives and I don't even have one?
|