აქ ბევრი იბრმავებს თვალებს და იხშობს ყურებს. "თუ მეპატრონემ გადაწყვიტა დახუროს, ხელისუფლება რა შუაშიაო", "არაკომპეტენტურები არიან და დაიხურონ უნდაო". "რა შუაშია დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაო" და ა.შ.
ერთი რა მაინტერესებს და იქნება ალალად უპასუხოთ:
რუსთავი-2 რომ დაეცა უშიშროება, შემოწმებაზე, რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში და დაუდგა გვერდით ტელევიზიას? არაფერი ჰქონდა მაშინ ამას სიტყვის თავისუფლებასთან? ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ "
ა) რ-2 სერიოზული დავალიანება ჰქონდა
ბ) სერიოზული ფინანსური მახინაციებიც ჰქონდა
გ) პირველი ორი პუნქტის შესაბამისად, ხელისუფლებას სრული უფლება ჰქონდა დაინტერესებულიყო ამით და შეემოწმებინა და თუ დარღვევები დადასტურდებოდა, "მეპატრონე დახურავდა, ხელისუფლება რა შუაში იქნებოდა"..

დ) და რატომ იყო, რომ რევოლუციის მერე 5 მილიონიანი ვალის მქონე რ-2, დასაჭურისებული და გატაშფანდურებული აგრძელებს წყნარად მუშაობას და მეპატრონე არ ხურავს ვალების გამო, ხოლო სხვა კომპანიის მეპატრონე ისეთი ტუტუცია, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს?
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა....
Let's move to clean energy.