მოდით აბა ჩავაანალიზოთ...
1. დეპუტატი, ბიზნესმენი, უბრალოდ ადამიანი ცხოველურად ცემეს დღისით მზისით, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა
2. ცემამდე იმ კაცმა განცხადებები აკეთა, ფულს რომ აწერენ (შენობის სახით). გარდა ამისა ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანდა
3. წინა დღით პატრულმა გააჩერა და მანქანა შეამოწმა. დღეს ის მანქანა მწყობრიდან გამოსული იყო და სხვა მანქანაში იჯდა.
3. ინციდენტის შემდეგ ვერ ხერხდება უახლოეს საათებში ამ იარაღიან-მანქანებიან-ნიღბებიან ხალხის დაკავება
4. ცემის ფაქტზე კეთდება განცხადება, რომ ღირსი კი იყო, მარა ჩვენ ამაზე არ ვართ წამსვლელებიო. გამოვიძიებთ და დავსჯითო.
5. იმანაც გაიელვა განცხადებებში, რომ პრეზიდენტზე გამონათქვამების გამო არაა გამორიცხული ვიღაცა აღელდაო

6. გამომძიებელი ჭინთვამდე გაჰყვირის, რომ ფულს სთხოვდნენ და ყაჩაღები იყვნენო!
ეხლა შევხედოთ შესაძლო განვითარებას:
სცენარი 1: ვიღაცა ყაჩაღები, ამავდროულად სერიოზულად დებილები, ფიქრობდნენ, რომ წესიერი კაცი ბანკს როგორ ენდობა და ამიტომ გელაშვილიც ჯიბით, მანქანით, პორტფელით დაატარებს დდიიიიიიდ ფულს და იფიქრეს წავართმევთო. შეაგროვეს ნიღბების, ავტომატების და არყის ფული, დათვრენ და დაესხნენ თავს. (ეს ვერსია მოწონებას დაიმსახურებს მოძრაობის "რა დედამ გშობა ჭაბუკო, მწყაზარო არველაძეო"-ს და ასოციაცია "ასე იწრთობოდა კირკიტაძე"-ს წევრებში). შესაბამისად, იმ თვრალებს მალე იპოვიან და დასჯიან უმკაცრესად
სცენარი 2: პრეზიდენტის შეურაცხყოფა ვერ აიტანა "აბა მამი, მიშა?"-ს ეროვნულ-პატრიოტული ყველგანმჭოლი მრევლის რამდენიმე არათვინიერმა (მათზე ჯერ სათანადოდ ვერ იმოქმედა მოძღვართა შეგონებამ "დაიკიდეთ, შვილებო, ე, რეგვენი ოპოზიცია, ფეხები არავის მასჭამონ") წევრმა და ჩაუხტნენ სწორუპოვარის მლიზღველსა და სძუყნეს გემოზე. (ეს იდეაც მოეწონებათ, ცოტა ნაკლებად, მაგრამ მაინც - იმავე ჯგუფებსა.). შესაბამისად, კი გაიხარებენ და მადლიან მარჯვენას შეუქებენ იმ გულანთებული ჯეელებს, მაგრამ ოპოზიციას რომ სალაპარაკო არ მისცენ, ვიღაცეები დასაჭერი იქნებიან და ხულიგნობას გააქაჩინებენ და ციხეშიც პატივში ეყოლებათ. ნუ, რო გამოვლენ იასნია ბოდიშს მოახდევინებენ და ეროვნული გმირის წოდებას თავად კირკიტაძე მიანიჭებს.
სცენარი 3: ეხლა უკვე სერიოზულ სცენარებზე გადავდივარ და ამ დროს გასასვლელი ვარ...

მერე გავაგრძელებ.
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა....
Let's move to clean energy.