#1712429 · 8 Aug 2005, 11:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ოპერაციაზე და მის "კოპირებაზე" აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბევრი მიფიქრია. ისიც ვიცი, რომ მიშა სამხედროებთან შეხვედრაზე სულ ამ ოპერაციაზე გაიძახის. თუმცა ყველაფერი ასაწონ-დასაწონია. პირველ რიგში ისაა გასათვალისწინებელი, რომ ხორვატიას სერბეთი ყავდა მოწინააღმდეგე - ათას ომში ჩართული და აწეწილ-დაწეწილი სერბეთი, ჩვენ კი ოსებისა და აფხაზების გარდა მართალია დასუსტებული , მაგრამ ჩვენთვის მაინც უძლიერესი მოწინააღმდეგე რუსეთია. სოხუმ-ცხინვალის მოულოდნელად აღების შემთხვევაშიც კი შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ რუსები ყველა ზომას მიმართავენ, მათ შორის პირდაპირ აგრესიასაც და არ დაუშვებენ აფხაზეთისა და ოსეთის დათმობას. აი იქ კი დაგვენძრევა.
--------------------
დავესესხები სხვას - ჯერ საქართველო!
|