apachi
იცხოვრე და იცოცხლებ

      
ჯგუფი: Members
წერილები: 15817
წევრი No.: 1533
რეგისტრ.: 27-December 02
|
#1768167 · 25 Aug 2005, 15:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გთავაზობთ სტატიას რომელიც რამოდენიმე თვის უკან იყო დაბეჭდილი ქუთაისურ ვერსიაში!...
ქუთაისი - უვარდო და უმაისო ორი-სამი ათასი წლის ქალაქი უისტორიო დაბას ჰგავს
ერთმა ჩვეულებრივმა, რომელიც მრავალი ჩვენი თანამემამულის მსგავსად ერთხანს გერმანიაში ყოფილა გადახვეწილი, გერმანელი ქალიც შეირთო ცოლად. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ახლადშერთული ცოლიც თან წამოიყვანა. ქუთაისში ბინა ჰქონდა რომელიღაც საერთო საცხოვრებელ კორპუსში, ნიკეას ქუჩაზე თუ ე.წ “ბამზე”. ჰოდა, რომ მიუახლოვდნენ ეს ჩვეულებრივი და მისი გერმანელი ცოლი იმ საცხოვრებენ კორპუსებს, სადაც ამ კაცს ბინა ჰქონდა, ცოლმა ცნობისმოყვარეობით ჰკითხა: “ესენი საპატიმროებია?..” და იმ კორპუსებისკენ გაიშვირა თითი... მიხვდა ელდანაცემი ჩვეულებრივი, რომ გერმანიაში გაზრდილი ქალი ამგვარ კორპუსებში ვერ იცხოვრებდა... ბედად, სოფელში ჰქონდა თურმე მამაპაპური სახლი და იქ წაიყვანა საცხოვრებლად მეუღლე.
ისტორიული ქუთაისი თავისი ლანდშაფტით დიახაც რომ, ლამაზია. მარტო მწვანე ყვავილა, უქიმერიონის გორა და მთა შორის მოქცეული რიონი რად ღირს! ოღასკურა, საფიჩხია, ბალახვანი. . . მოკლედ, რასაც ძველი ქუთაისის მიდამოები ჰქვია,თავისი მწვანე საფარით და რელიეფით, მართლაც თვალს ატყვევებს. ჩანს, ჩვენმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდენ, სატახტო ქალაქისთვის როგორი ადგილი შეერჩიათ. . .
სამწუხაროდ, ამ მხრივ ბევრი არაფელია მოსაწონი ქუთაისში. ძველი ისტორიული ნაგებობანი თითქმის არარი შემორჩენილი, ახალიც თითქმის არაფერი აგებულა. ალბათ თითებზე შეიძლება ჩამოვთვალოთ ის შენობები, ქალაქის მთლიანი არქიტექტურული უსახურობის ფონზე რომ გამოირჩევა
პირველყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს არის ბაგრატის ტაძარი ჭეშმარიტად უნიკალური ხუროთმოძღვრული ქმნილება, შედევრი, ოღონდ, სამწუხაროდ ნანგრევის სახით შემორჩენილი. დიდი აურზაური იყო ატეხილი მის ააღდგენაზე და საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს მისი აღდგენა, თუ ზუსტად დადგინდბა,როგორი იყო ტაძარი დაზიანებამდე. გარდა ამისა, ალბათ იმის გათვალისწინებაც აუცილებელია, როგორი ტექნოლოგიით არის ეს ძეგლი აგებული, რამდენად მიზან შეწონილია და შესაძლებელია ამ ტექნოლოგიის გამოყენება და მისი თანამედროვე ტექნოლოგიით ჩანაცვლება. ყოველივე ამის გაუთვალიწინებლობა ტაძრის რესტავრაცია შეცდომა იქნება დაშედევრის ნაცვლად შესაძლოა, შედევრის ნაცვლად ხელთ შეგვრჩეს რაღაც საეჭვო ბუტაფორია.
ბაგრატის ტაძარს მხარს უმშვენებს სხვა საკულტო ნაგებობანი, რომლებიც მის გარშემო ანსანბლს ქმნიან ისე, როგორც პლანეტური სისტემა მზის ირგვლივ: უქიმერიონის გორის თავზე სიმწვანეშია ჩაფლული წმინდა გიორგის ეკლესია; ამავე სახელის მეორე ეკლესია რიონის მარცხენა სანაპიროზე დგას; იქვე, მის ახლოს, ხარების ეკლესიაა, სამგუმბათიანი, კათოლიკური სტილისა, რომელიც კარგახანს იყო კათოლიკების და მართმადიდლების დავის საგანი; ზემოთ, ებრაელების უბანში, სინაგოგა დგას; აქეთ, რიონის მარჯვენა სანაპიროდან დასავლეთით _ პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარი; მწვანეყვავილაზე რუსული, ხახვისებურგმბათიანი ეკლესიაა; იქვე მწერალთა პანთეუნის ეზოში დგას რაღაც ძველი შენობა, არ ვიცი გაუქმებული ეკლესიაა თუ არა, მაგრამ სიძველე მასაც კარგ ფას სდებს დაკარგი იქნება, თუ მიხედავენ. საფიჩხიაზეც დგას ეკლესია, საბჭოთა პერიოდში ბიბლიოთეკად იყო ქცეული. ოღასკურას სასაფლაოზე ერთიც ძველი და ერთიც ახალი(ერთ-ერთი “ავტორითეთის” მიერ აგებული) ეკლესიაა...
ეს ჩვენი ისტორიაა. თანამედროვე საერო შენობებიდან კი გამორჩეულია მესხიშვილის სახელობის თეატრი ქალაქის ცენტრში, რომელიც ალბათ ბაგრატის ტაძრიის შემდეგ საუკეთესოა ქალაქში. მეტიც _ ვფიქრობ იგი საუკეთესოა ქართულ თეატრებს თავისი არქიტექტურული ღირებულების თვალსაზრისით. ისტორიული მნიშვნელობით საინტერესოა პირველი სკოლა (ძველად გიმნაზია რომ იყო)... კიდევ?... სხვა შენობა ვეღარ მომიგონია, რამდენადმე სიძველის კეთილშობილური იერი რომ დაჰკრავდეს ან რომელსაც, ასე თუ ისე, შეეხედება, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ კერძო საცხოვრებელ სახლს, ვარდისფერი ქვით რომ არი აგებული თანამედროვე სტილით.
ქუთაისში მრავლადაა კერძო, ეზოიანი სახლები. თუმცა არქიტექტურული თვალსაზრისით რაიმე დიდი ღირებულება არ ააქვთ, მაგრამ მწვანე ნარგავებში ჩაფლული ეს უპრეტენზიო შენობები თვალს მაინც სასიამოვნოდ ხვდება.
მთელი დანარჩენი ქალაქი კი უსახურ საცხოვრებელ კორპუსთა, დაწესებულებათა, ფაბრიკათა ერთობლივობაა. განსაკუთრებით ზემოთ ნახსენები ნიკიას ქუჩა, “ბამი” “ავანგარდი” და ავტოქარხნის რაიონია იმგვარი იერსახისა, უცხოელს რომ “საპატიმროების” თუ სხვა მსგავს დაწესებულებაათა ასოციაციას აღძრავს, ეს ახალი, სამხრეთ-დასავლურ მცენარული საფარითაც ღარიბია, არ ჰგავს “სავარდო და სამაისო” ძველ ქუთაისს. მამავლის არქიტექტორებმა სერიოზულად უნდა იფიქრონ ამ უბნების ესთეტიკური იერ სახის გაუნჯობესებაზე.
რა თქმა უნდა, არც ძველი უბნის არქიტექტურაა დამაკმაყოფილებელი, საერთო საცხოვრებელი კორპუსები ყოველგან ერთი ღირებულებისაა. რაღაც საეჭვო ღირებულების მონუმენტური ქანდაკებათა დადგმაზე დახარჯულითანხები რომ შენობების უკეთესად, უფრო ლამაზად აგებას მოხმარებოდა, გაცილებით აჯობებდა. ორი თუ სამიასთასი წლის ისტორიის მქონე ქალაქი უისტორიო დაბას არ უნდა გავდეს, ამ ქალაქში ხომ ბაგრატიონების სამეფო რეზიდენცია იყო ოდესღაც. ახლა ამ რეზიდენციის, ანუ “ოქროს ჩარდახის” ნაშთჲღაა შემორჩენილი ქვედა სართულის სახით,ზევიდან კი ულაზათო სამუზეუმო შენობა ადგას. არა მგონია, ასეთი ყოფილიყო სოლომონ მეფის სასახლე.
“ინდუსტრიის მშენებელი” ქუთაისის ცრუ მითს კარგა ხანია, წირვა გამოუვიდა, თუმცა, ნეოსტალინელებმა სადღაც გამოძებნეს ბელადის ქანდაკება და გამარჯვების მოედანზე, ზუსტად საზოგადოებრივ ი საპირფარეშოს წინ დადგეს. რამდენიმე წლის წინ, მახსოვს, დროდადრო თავიანთ არც, თუ მრავალრიცხოვან სტალინისტურ მიტინგებს მართავდნენ იქ და კვლვ “ უფროს ძმასთან,, (რუსეთთან) ჩახუტებასდასსრკ-ის აღდგენას მოითხოვდენ... ის საპირფარეშო კი რატომღაც გაუქმებული იყო, თუმცა, ალბათ, შებინდების სემდეგ კარებდალუქული შენობის პირობაზე, ირიბად მაინც ასრულებდა “თავის მოვალეობას,,... სამკწუხაროდ, ამ შენობის არქიტექტურულიიერსახე, ბელადის ძეგლით გამშვენიერებული, დისონანსს ნამდვილად არ ქმნის მისი ახლომდებარე შენობათა ფონზე.
|