ერთი სამი დღის წინ იყო სიუჟეტი პიონერთა სასახლეზე. ჰმ... რომელ არხზე... რ2 ვერ იქნებოდა, რავიცი რომელი არხი იყო, ალბათ იმედი. ჰოდა, იყო გაშუქებული თU რა ხდება პიონერთა სასახლეში და ვიღაც კაცი- მასპინძელი- ათვალიერებინებდა ჟურნალისტს სტუდიებ, ოთახებს, აქ ეს წრეა, იქ ეს. ჰოდა, ვდრუგ შედიან, თეატრალურ სტუდიაში, სპექტაკლის ფრაგმენტი მიდის, და გაიჩითა ეგ ბავშვი. ესე იგი ეს ბავშვი ყოფილა მსახიობი, ანუ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა პიონერთა სასახლის დაცვისას.

ეხლა დასკვნა: ვერ გამოუვიდა ცრემლების ღვრა დამაჯერებლად, ესე იგი ვერ ზრდის პიონერთა სასახლე კარგ კადრებს, ესე იგი არ არის საჭირო პიონერთა სასახლე ამ ფუნქციით.
This post has been edited by asiko on 13 Sep 2005, 10:24