#1822395 · 9 Sep 2005, 13:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vladmatrix
| QUOTE | | დახვრიტონ რა ერთი ორი კაცი |
დახვრეტის შემოღება იმ პრობლემების წამალი არ არის, რაზეც წერ და რაზეც მთელი ფორუმი დუღს. პირიქით, დახვრეტის შემოღებით, უფრო მეტად დაგ@#$%ვა
| QUOTE | | მარტო მაგისთვის უნდა ესროლა ვოვას მიშასთვის ლიმონკა |
არც ტერორიზმია ამ პრობლემების მოგვარების გზა. რევოლუციები (გინდაც ვარდების), ტერაქტები და ა.შ. ნებისმიერი უხეში ძალადობა ძალადობას შობს. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ბევრადაა განპირობებული იმით, რომ ეს ხელისუფლება რევოლუციის გზით მოვიდა და არა დემოკრატიული არჩევნებით. სამწუხაროდ, რევოლუცია ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.
| QUOTE | | ხალხი კიდევ დაიკიდეს |
ესეც რევოლუციის შედეგია. ახია ჩვენზე (ამომრჩეველზე, ელექტორატზე)!
| QUOTE | | ჟვანია კიდევ გააგორეს და ვითომაც არაფერი |
სხვებსაც გააგორებენ (ზოგს ფიზიკურად, უფრო მეტს მორალურად), სანამ არ შევიგნებთ, რომ "ისინი" არიან ჩვენი მსახურები და არა "ჩვენ" მათი მონები და ამ შეგნების რეალიზაციას არ დავიწყებთ. ზარაზა
| QUOTE | | მერე მაზოხისტი ხარ, გამორთე რა ტელევიზორი... |
და ღრმად ჩაისუნთქე. ალბათ, ყველამ უნდა გამოვრთოთ ტელევიზორი, რადიო, ანათემას გადავცეთ (ან დავიჭიროთ) ყველა ჟურნალისტი, დავხუროთ გაზეთები, წავიდეთ უდაბნოში და ასკეტურად ვიცხოვროთ. Aristokrat
| QUOTE | | ისე ცნობისათვის ბილ კლინტონი ერთი მინე...სთვის კინაღამ გადააყენეს, ნიქსონს რაც უქნეს უოთერგეითისთვის ეგეც კარგადაა ცნობილი... |
ეგ არც ბილის დამსახურება იყო და არც ნიქსონის. ისევ და ისევ "ჩვენი" პრობლემაა ხელისუფლების კონტროლი. * * * kalebind
| QUOTE | | ამ კაცის ნაირი პრეზიდენტი გვინდა |
შეეშვით მესიისა თუ დიქტატორის ძებნას
| QUOTE | | მე მხოლოდ დიქტატურაში ვხედავ გამოსავალს |
აბა, რაღას ედავები ამ ხელისუფლებას?! აკი დიქტატურის გზაზე ვდგავართო? მივდივართ ნათელი (დიქტატორული) რეჟიმისაკენ და რაღა გვინდა?
| QUOTE | | გამოიყვანონ და საჯაროდ დახვრიტონ |
"ანდროპოვის ყურებს" იმიტომ ანგრევენ, რომ იქ საჯარო დახვრეტის სცენა უნდა მოაწყონო. ცნობისათვის, გილიოტინმა, როცა "გილიოტინა" გამოიგონა, განსაკუთრებულად კეთილი და მზრუნველი ზრახვები ჰქონდა თურმე, სიკვდილმისჯილს სიკვდილი გაუადვილდებაო
| QUOTE | | მოიყვანეთ ებრაელი ცოლი და დაგაზეთ ისრაელში |
Vicki
| QUOTE | | მარტო კაცებს აძლევ რჩევებს? |
ან თურქმენზე ვიქორწინოთ და გადავსახლდეთ თურქმენეთში, რათა ბოლომდე ვეზიაროთ თურქმენბაშის დემოკრატიული მმართველობის სიკეთეს Riablo
| QUOTE | | თემის ავტორი არის ღრმად რელიგიური პიროვნება. ეს ისე, ცნობისათვის... |
ეგ რომელი რელიგია ქადაგებს ხალხი კედელთან მიაყენეთ და საჯაროდ დახვრიტეთო?!
--------------------
[SIZE=1][COLOR=orange] azrovneba gadaarCens samyaros. yvela yvelas tsinashe yvelafrisTvis aris pasuxismgebeli.
|