#1923874 · 2 Oct 2005, 14:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
anamch
ისე ამ საყვარელოს ძახილში დედა გეგინებინა ჯობდა ისეთები დამაბრალე! ვინ რას მისტირის?! ამდენი ხანია ქართულად ვწერ (რავი მგონია რომ ქართული ვიცი) ასლანის მმართველობა მიუღებელი იყო, მაგრამ რაც გააკეთა ბევრი რამ არ შეიძლება დაუკარგოს კაცმა თქო!
როდესაც ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტი არის კანონის უზენაესობა, ასეთ დროს რეგიონი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ავტორიტარული! შევარდნაძემ შექმნა ასლან აბაშიძე ასეთი სახით, სწორედ შევარდნაძემ აიძულა ასლნას გასჩენოდა პოლიტიკური ამბიციები და პარტიის ჩამოყალიბება ეფიქრა, თორემ იგი იჯდა და თავისთვის აშენებდა ბათუმში. არ შეჭამდა აბაშიძე, შეჭამდნენ შევარდნაძის ჩინოვნიკები არ მოერიდებოდათ ნამდვილად.
ამ საკითხის წამოწევით ძალიან სერიოზული შეურაცხყოფა მივიღე სწორედ იმ ხალხისაგან ვისგანაც არ ველოდი. ამიტომ ვწყვეტ საერთოდ ამ თემაზე საუბარს უყურეთ როგორ დაანგრევს ვარშალომიძე აჭარას.
--------------------
შენც მიდიხარ იქ საითკენ ქართველები იჩქარიან, გული სევდით მეკუმშება და თან.. და თან მიხარიან! ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მისმინე, რის ვარ მთქმელი: შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი. საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა, ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.
|