#1931593 · 4 Oct 2005, 11:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველას ვურჩევ თავის თავ მიხედოს და საკუთარ ზრდაზე იზრუნოს.
Johnnie Walker
ჰონდურასის მოფხანისა რა გითხრა, მაგრამ ვეჭვობ თბილისის ინტერესი ოდესმე გამინელდეს.
ის პერიოდი, რომელიც მე მოვიყვანე გამონაკლისი არ არის.
ცუდია თუ კარგი ფაქტია, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას თითქმის ყოველთვის სომხები შეადგენდნენ. არ ვიცი ვახტანგ გორგასლის ძე დაჩის დროს რა იყო, მაგრამ თბილისის ისტორიას თუ კარგად გადახედავთ ნახავთ, რომ ქართველები სულ უმცირესობაში იყვნენ. სომხები და თათრები სულ ჭარბობდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში კი ეს სხვაობა მეტის მეტი იყო.
კი თავიდან მეც მგრუზავდა ეს ფაქტი, მაგრამ აქ საქმე გვაქვს ჩემი აზრით ეთნოფსიქოლოგიასთან. ქალაქში ყოველთვის სახლდებოდნენ არამიწათმოქმედი, ანუ ვაჭარ-ხელოსანი ადამიანები. ქართველები კი მოგეხსენებათ სწორედ, რომ მიწას მიჯაჭვულები ვიყავით ყოველთვის. სომხები სულ ამას იძახდნენ: "ვის გაუგია ქართველის დუქანი და სომხის გუთანიო".
ფაქტია, რომ დავითმა გორში სომხები ჩამოასახლა ვაჭრობის წასახალისებლად.
ეს ინერცია დღემდე მოდის. თბილისში საპოჟნიკების, პარიკმახერების და მანქანის ხელოსნების უმეტესობას სომხები არ შადგენენ. ანუ ქალაქური სპეციალობების უმეტესობას.
მიუხედავად ამისა თბილისი ყოველთვის იყო ქართული ქალაქი. თბილისელი სომხებიც კი ლამის ცალკე ერად ჩამოყალიბდნენ.
მოკლედ მე ვთვლი, რომ მთავარი არ არის ვინ რა წარმოშობის და ეთნიკურობისაა, მთავარია ვინ რა გაუკეთა ამ ქალაქს. მაგალითად ერთმა სომეხმა მნაცაკანოვმა ხიდი ააშენა და აჩუქა ქალაქს, ერთმა არამიანცმა საავადმყოფო ააშენა ჯიგრულად, ხუდადოვმა ტყე გააშენა. ეს ხალხი დარჩა თბილისის ისტორიაში და დღემდე ცოცხალია მათი გაკეთებული საქმე. ბევრი ქართველი ბედოვლათი კი საერთოდ წაიშალა.
ნიკო ფიროსმანზე უკვე გითხარით სოფლელი, რომ იყო. აი, სომეხი საიათნოვა კი არ მიხსენებია. ის ძალიან მაგარი ბიძა იყო. მთელი სიცოცხე თბილისის მიუძღვნა და შეაკვდა კიდეც ამ ქალაქს. ვენაცვალე ჯიგარში.
სოფლელობა, ქალაქელობა ეს პირადად მე მაგარ სიაბანდ ბაზრად მიმაჩნია. საქმეა ყველაფერი საქმე. ვინ რას აკეთებს თბილისისთვის მითხარით და გეტყვით ქალაქელია თუ არა. ერთი ცნობილი თბილისელი ბიჭი (ბევრი იცნობს ნაღდ ქალაქელად) მახსენდება, შვეიცარიაში მივდიოდით მატარებლით, უცბად თქვა ჩემი თბილისი გამახსენდა და დარდი შემომაწვაო და დაიწყო ლაღიძის თბილისოს სიმღერა. შემდეგ კი ნაგვის მთელი გროვა კოხტად დატოვა ვაგონში, იტალიელი გამცილებელი დასირებული უყურებდა როგორ კოხტად მიმოფანტავდა ლამაზად მომღერალი ახალაგზარდა ბიჭი ნაგავს. ამ ბიჭის კომენტარი ასეთი იყო: "ამათი დალაგებული ქვეყანაც მოვტ................ოოოოო". მე პირადად ასეთი ნოსტალგიამოწოლილი ვაი თბილისელები მოვტყ....................
--------------------
დავესესხები სხვას - ჯერ საქართველო!
|