#1948401 · 7 Oct 2005, 20:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kucha
იგივე ისრაელში პრეზიდენტი ნიშნავს ელჩებს, იღებს დიპლომატებს. მაგრამ მე მინდა კონკრეტულად საქართველოსთვის მისაღებ მოდელს დავუბრუნდეთ.
პირველ რიგში ქართულმა საზოგადოებამ და მათ შორის პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ასეთ საკითხებს კი კონსტიტუცია არეგულირებს, მათ შორის ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასაც. დაუშვებელია კონსტიტუციის გამარჯვებულებზე მორგება და ხელისუფლების ცვლასთან ერთად კონსტიტუციური ცვლილებები. მემგონი როდესაც განვიხილავთ ამა თუ იმ პოლიტიკური მოდელის მიზანშეწონილობის საკითხს, ყურადღება არ უნდა მახვილდებოდეს პერსონებზე. დღეს მიხეილ სააკაშვილია პრეზიდენტი, ხოლო ნაციონალური მოძრაობა მმართველი პარტია, ხვალ კი პრეზიდენტის პოსტი შეიძლება დაიკავოს დავით გამყრელიძემ, კობა დავითაშვილმა ან ვიღაცა სხვამ, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში მოვიდეს სხვა პარტია.
არჩეულმა მოდელი უნდა რჩებოდეს უცვლელი, მიუხედავად ხელისუფლებების ცვლილებისა, თორემ ბანანის რესპუბლიკად გადაქცევა არ აგვცდება.
|