გაგრძელება
ფერღანელი თურქების თავსატეხის ფესვებთან 
1985-86 წლეების რუსეთის "იმპერიის' გარდაქმნასთან დაკავშირებით რუსეთის საიდუმლო სამსახურებმა ("კა გე ბე") დაამუშავეს რუსეთის "იმპერიაში" შემავალი, დაპყრობილი ქვეყნებში დამატებითი ნაღმების ჩადება "იმპერიის" დაშლის ასაცილებლად.
საქართველოსათვის ასეთ ნაღმებს წარმოადგენდნენ დაპყრობილი გერმანიიდან გამოყვანილი რუსეთის მრავალათასიანი სამხედრო მოსამსახურეთა შავიზღვისპირეთშჭი ჩასახლება და შუა აზიის ქვეყნებში გადასახლებულ თურქთა შთამომავლობის საქართველოში ჩასახლება.
1987 წელს გასახლებული თურქების ქართული წარმომავლობის შესახებ თავიდან ქართულ ეროვნულ მოძრაობას რუსეთის საიდუმლო სამსახურმა შემოაპარეს. რამაც თავიდან თავისი ნაყოფი გამოიღო და ეროვნული მოძრაობის თავკაცებმა - ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ მოლაპარაკებები დაიწყეს, იმ დროისათვის გავრცელებული ცნობებით ქართული წარმოშობის მაჰმადიანებთან.
რუსეთმა გადასახლებულ თურქებს მაჰმადიანური გაერთიანება "ვათანი"- ც შეუქმნა, რომლის თავმჯდომარედ ქართველთმოძულე და თავითფეხებამდე თურქი იუსუფ სარვაროვი დაუნიშნეს, შესაბამისი მხარდაჭერითა და ფულითაც მოამარაგეს. მოგვიანებით თურქების საიდუმლო სამსახურების მცდელობით გაერთიანება "ვათანმა" საერთაშორისო მნიშვნელობაც კი შეიძინა, რომელსაც წარმომადგენლობები აქვს მოსკოვში (რუსეთი), ანკარაში (თურქეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), თბილისში და სხვაგან. ეს გაერთიანება თურქეთის და რუსეთის ფულით მარაგდება, მათივე მხარდაჭერით სარგებლობს.
ამ მოლაპარაკებების შედეგად, სულ მალე ნათელი გახდა, რომ შუა აზიაში მცხოვრები ე.წ. ქათული წარმოშობის მაჰმადიანთა უმრავლესობა, მცირე ნაწილის გამოკლებით თავს თურქად გრძნობდა და საქართველოს მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი.
მათ მთელი რიგი მოთხოვნებიც კი წამოაყენეს თავიდან, კერძოდ:
- საქართველოსაგან მოითხოვდნენ ბოდიშის მოხდას მათ მიმართ გასახლებასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ ქონებრივ ანაზღაურებასაც მოიცავდა;
- აუცილებლად მესხეთში უნდა ჩაესახლებინათ, თანაც ერთად;
- ითხოვდნენ თვითმართველობის მიცემას ("კულტურული ავტონომია"), სავარაუდოდ შემდგომში სახელმწიფო თვითმართველობაში გადაიზრდებოდა;
- სალაპარაკო ენას თურქულს მოითხოვდნენ;
ერთერთ მორიგ შეხვედრაზე მერაბ კოსტავა შეხვდა ჩამოსახლების მსურველი თურქების გაერთიანება "ვათანი"-ის თავჯდომარეს იუსუფ სარვაროვს, რომელიც თავიდან ქართული წარმოშობის ადამიანად (ვითომდა დიდებულიძე იყო გვარად) ასაღებდა თავს. მოლაპარაკებისას, მერა კოსტავას კითხვაზე ქართველი იყო თუ არა იგი, სარვაროვმა უპასუხა:
"ალაჰმა დამიფაროს, რომ ერთი წვეთი სისხლიც კი მერიოს ქართულიო".
გაწბილებულმა მერაბ კოსტავამ მოლაპარკებიდან დაბრუნებული, თბილისში გამართულ ხალხმრავალ შეკრებაზე განაცხადა ამის შესახებ და დასძინა ამ ხალხის საქართველოში ჩამოსახლება ქვეყნის დაღუპვის ტოლფასი იქნებაო.
ამის შემდეგ ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ, მკაფიო უარით უპასუხა საქართველოსადმი მტრულად განწყობილ თურქებს ჩამოსახლებაზე. გამონაკლისების სახით უნდა დაბრუნებულიყვნენ ის პირები ვისაც მტრულად არ იყო განწყობილი, ქართველად მიაჩნდა თავი და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩასახლდებოდა, ცალ-ცალკე. რაც განხორციელდა კიდეც, რამდენიმე ქართული მეობის მქონე პირი დაბრუნდა იმერეთში, თავიანთ კერებითურთ ("ოჯახებით").
თუქების, 1988 წლის 28 ივლისს ყაბარდო-ბალყარეთში გამართულ ყრილობაზე სწორედ ეს საკითხი იქცა ცხარე კამათის საგნად. წარმომადგენელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა თავიანთ თურქულ წარმომავლობას.
წარმომადგენლების ("დელეგატების") უმრავლესობამ აღიარა, რომ თურქი-მესხები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში, როგორც თურქული ეროვნების ჯგუფი, რომლებიც ქართველებისაგან განცალკევებულად განსახლდებოდნენ. ყრილობაზე გადაწყდა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუშლიდა მათ მიზნის მიღწევაში, მაშინ ისინი დასახლდებოდნენ აზერბაიჯანში.
უმრავლესობამ განაცხადა თავისი თურქებისადმი მიკუთვნებულობის შესახებ, ხოლო ძალიან მცირე ნაწილმა აღიარა, რომ ისინი წარმოადგენენ მაჰმადიანური აღმსარებლობის ქართველებს.
ვერც რუსეთის მიერ საქართველოს მაშინდელ "კომუნისტურ" ხელისუფლებაზე ზეწოლით მიაღწია თურქების შემოსახლებას საქართველოში, რადგან მაშინდელი საქართველოს თავკაცის ჯუმბერ პატიაშვილის ("ცეკას I მდივანი") თანხმობის მიუხედავად ეროვნულმა მოძრაობამ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მეთაოურობით, მაინც არ დაუშვა მტრულად განწყობილი, თურქების შემოყვანა საქართველოში.
რუსეთისათვის სულ უფრო საშიში ხდებოდა აღმავალი მიმართულებით მიმავალი ქართული ეროვნული მოძრაობა და სულ უფრო ხშირად გაისმოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოწოდებები. რუსეთმა 1989 წელს 9 აპრილს საქართველოს ეროვნული მოძრაობის განზრახვით, თბილისში სისხლიანი სასაკლაო მოაწყო, მაგრამ ამან რუსეთისათვის საპირისპირო შედეგი გამოიღო.
რუსეთი ასევე ნათელი შეიქმნა, რომ მშვიდობიანი გზით თურქების საქაქრთველოში შემოსახლება შეუძლებელი იყო.
1989 წლის 23 მაისს რუსეთის საიდუმლო სამსახურის მიერ წაქეზებულმა და მომზადებულმა უზბეკებმა, ფერღანაში თურქების სისხლიანი დარბევები დაიწყეს, რასაც 100-მდე თურქი შეეწირა. რუსეთმა შუა აზისს ქვეყნებში ჩასახლებული თურქების უსაფრთხოების საბაბით აჰყარა იქ მაცხოვრებელი თურქები დროებით, ძირითადად საქართველოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნებში ჩაასახლა, კერძოდ აზერბაიჯანში, კრასნოდარის მხარეში, უკრაინაში და მოგვიანები თურქეთშიც კი, ოღონდ დროებით. საქართველოზე კი ზეწოლა გააძლიერეს, როგორც რუსეთმა ისევე თურქეთმა.
ფერღანის დარბევების შემდეგ საბოლოოდ გამოვლინდა თურქი-მესხების მისწრაფება, თავი მიეკუთვნებინათ ანატოლიელი თურქებისათვის და გადასახლებულიყვნენ თურქეთში.
დევნილი თურქების ყრილობაზე, რომელიც აზერბაიჯანში გაიმართა 1989 წლის 2 სექტემბერს, წარმომადგენელთა ("დელეგატთა") 80-მა პროცენტმა სურვილი გამოთქვა თურქეთში გადასახლებაზე
http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/AMBROSI/Polonetidan_danax uli_sakartvelo/6/1.htm
ამ დროისათვის მოვლენებში სულ უფრო მეტად ერთვება თურქეთი და მისი საიდუმლო სამსახური, მათ მრავლად მოავლინეს თავიანთი ჯაშუშები საქართველოში, ასევე დევნილ თურქებთანაც შეაგზავნეს. ამისათვის დიდძალი ფულიც გამოყო და საერთაშორისო ზეწოლაც გააძლიერა საქართველოზე.
თურქეთისათვის მეწტად მიმზიდველი აღმოჩნდა სამხრეთ საქართველოს, მესხეთ-ჯავახეთის მიტაცების შესაძლებლობა და მათ მტაცებლის მონდომებით დაიწყეს დევნილი თურქების ჩამოსახლების ხორცშესხმა მესხეთ-ჯავახეთში.
1990 წლის სამართლიანი არჩევნების შედეგად ეროვნული ხელისუფლება მოვიდა საქართველოში, რომელიც ურყევად დადგა საქართველოს სადარაჯოზე.
თურქეთმა რამდენჯერმე მოავლინა თავისი წარმომადგენლები, რათა ეროვნული ხელისუფლება დევნილი თურქების ჩამოსახლებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ არც მოთაფვლამ და არც მუქარამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო. საქართველოს მეთაურმა ზვიად გამსახურდიამ მტკიცედ განუცხადა, რომ საქართველოს თავის მრავალათასიანი ქართველი ლტოლვილები ჰყავს დასბინავებელი და საქართველოს სრულ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე დევნილი თურქების საქართველოში ჩამოსახლების საკითხს ვერ განიხილავს.
საქართველოს 1991-92 წლეებში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, საქართველომ დაკარგა დამცავი ეროვნული ხელისუფლება და მტრებს გზა გაეხსნათ საქართველოს ასაოხრებლად.
მიუხედავად იმისა, რომ დევნილ თურქთა უმრავლესობა მიისწრაფვის გადასახლდეს თურქეთში, რათა “იცხოვროს თანამემამულეთა შორის”., ეს არ აწყობთ თურქეთსა და რუსეთს, რათა თავიანთი დამპყრობლური მიზნები განახორციელონ.
თურქები და რუსების შევარდნაძესთან მოლაპარაკების შედეგად, ფარულად დაიწყო დევნილი თურქების შემოყვანა საქართველოში, მცირე ჯგუფების სახით. ამ გზით მათ 1 200 დევნილის შემოპარება შესძლეს საქართველოში, ხოლო შევარდნაძის გარემოცვამ გვარიანი ფული ჩაიჯიბა, როგორც პირდაპირი ქრთამის სახით, ისევე თურქების მიერ დევნილებისათვის გამოყოფილი სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილის მითვისებით.
დევნილი თურქების ასეთი გაჭიანურებული ჩამოსახლება არ აწყობდა თურქეთს და რუსეთს. მათ ევროკავშირის მეშვეობით ზეწოლა გააძლიერეს საქართველოზე.
1999 წელს ჰააგაში ევროკავშირის წინაშე, შევარდნაძის ბატონობისას, სულგაყიდულმა, ხელისუფლებაში მოსვლის ავადმყოფური სურვილით შპყრობილმა მიშა სააკაშვილმა და ზურა ჟვანიამ ვალდებულება აიღეს დევნილი რამოდენიმე ასეულათასიანი თურქების 2012 წლამდე საქართველოში ჩასახლების შესახებ, რაც ამ ნაძირალების საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის ერთერთი წინაპირობაც იყო. დევნილი თურქების ჩამოსახლებისათვის თურქეთის მიერ შესანიღბავად, ევროკავშირის გავლით უკვე 100 მილიონი ევროა გამოყოფილი, რომელის მნიშვნელოვანი ნაწილი სააკაშვილის უჯიშო, გამყიდველი ხელისუფლების ბირთვის ჯიბეებში დაილექება, რაც თავიდანვე იყო დაგეგმილი.
სააკაშვილის მთავრობას გადმორიცხული თანხიდან 3 მილიონ 400 ათასი ევრო უკვე შეჭმული აქვს, ხელისუფლება ამ ჩამოსახლებას ანგარების მიზნით ახორციელებს.
დევნილი თურქების შემოსახლებას თითქოს აღარაფერი უშლიდა ხელს, მაგრამ მალე ნათელი გახდა ჯავახეთში და საქართველოს სამხრეთში მცხოვრები არმენები, ასევე მათ ზურგს უკან მდგომი არმენია არ დაუშვებდნ დევნილი თურქების ჩასახლებას მესხეთში და განსაკუთრებით ჯავახეთში. არმენებს დიდი ხანია საქართველოს სამხრეთი, შავ ზღვამდე თავის საკუთრებად მიაჩნიათ.
არმენებმა აამუშავეს თავიანთი კავშირები მსოფლიოში და მრავალმილიონიანი ფულადი სახსრები. რამდენიმე მილიონიანი არმენული დასაყრდენი ამერიკაში, მათი ფული და კავშირები. არმენებმა მოახერხეს და ამერიკის ხელისუფლებამ მიიღო დევნილი თურქების ერთი ნაწილის (იმ თურქების, რომლებიც თავს ჯავახეთიდან გასახლებულად მიიჩნევდა და შესაბამისად ჯავახეთში მოითხოვდა ჩასახლებას) ამერიკაში ჩასახლების შესახებ. ამ ჩასახლების ხარჯებს არმენები იხდიან. კრასნოდარიდან 25 000 -მდე დევნილი თურქი ფილადელფიაში (ამერიკაში) გადაიყვანეს.
ასე, რომ არმენებმა თავიანთი საქმე ნაწილობრივ მოაკვარახჭინეს.
ამჟამად, სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით 450 000-დან 600 000 -მდე დევნილი თურქი ელოდება საქართველოში ჩასახლებას. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს საქართველოს მტრებს თურქეთსა და რუსეთს თუ დასჭირდათ ამ რიცხვს გააორმაგებენ.ქართველი ერი კი ისევ დაუცველი აღმოჩნდა გარსმომდგარი მტრის წინაშე, რადგან საკუთარი ქართული ხელისუფლება არ გააჩნია.
სააკაშვილის თავსმოხვეული, უჯიშო, თვითმარქვია ხელისუფლება პირიქით საქართველოს მტრების დაკვეთებს ასრულებს და მზად არის საქართველო თავფეხიანად გაყიდოს.
საქართველოს უბედურება უსასრულოდ გაგრძელდება, თუ ქართველი ერი არ ჩავებმებით ჩვენი სამშობლოს დაცვაში:
- დაუმორჩილებლობა უნდა გამოვუცხადოთ სააკაშვილ-შევარდნაძის დასმულ ხელისუფლებს და კინწისკვრით გავაძევოთ საქართველოდან, ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით;
- საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოვიყვანოთ მხოლოდ ეროვნული ძალები;