თურქეთი და რუსეთი 1917-21 წლეებში ერთმანეთს ეცილებიან საქართველოს დასაპყრობაში,
ანუ წარსული, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავს აწმყოს მსაონური გადატრიალების (მასონ-კომუნისტური) რომანოვების სამეფო საგვარეულოს დამხობას 1917 წელს კავკასია საკმაოდ მშვიდად შეხვდა. მასონ-კომუნისტური რუსეთი "იმპერიის" სხვადასხვა ეროვნულ სახელმწიფოებად დაყოფის წინააღმდეგი იყო.
რუსეთის 1917 წლის მთებერვლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ქართველმა ე.წ. "მენშევიკებმა და ესერებმა" დააფუძნეს მუშათა და ჯარისკაცთა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელმაც ამიერკავკასიის მეფისნაცვალი (,,ნამესტნიკი”), ბრწყინვალე თავადი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე აიძულა დაეტოვებინა თბილისი.
რუსეთის დროებითმა მთავრობამ 1917 წლის მარტში თბილისში შექმნა ამიერკავკასიის სამმართველო ("კომიტეტი"), რომელმაც დაიწყო მეფის ნაცვლის მოვალეობის შესრულება, თუმცა სინამდვილეში კვლავ რუსეთიდან იმართებოდა.
1917 წლის მაისში რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული კავკასიის საქმეთა აღმსრულებელ ორგანო, თბილისის სამმართველოს აკავშირებდა რუსეთის ხელისუფლებასთან პეტერბურგში.
ამიერკავკასიაში ყველაზე ძლიერი ჯგუფები იყვნენ - აზერბაიჯანის მაჰმადიანთა დემოკრატიული პარტია ,,მუსავატი”, არმენთა "დაშნაკცუტუნები" და ქართველი "მენშევიკები". ამ სამივე გაერთიანების მთავარი მიზანი იყო ფართო თვითმმართველობა ("ავტონომია") რუსეთის სახელმწიფოს ჩარჩოებში. რუსეთის დროებით მთავრობას სამართავ მხარეებში("გუბერნიებში") მხარს უმაგრებდა თურქეთის ანატოლიაში დაბანაკებული რუსეთის ლაშქარი ("არმია").
1917 წლის გაზაფხულზე ამერკავკასიის სამმართველომ ("კომიტეტმა") დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლო ადგილობრივი მმართველობის გარდაქმნა და ჩამოაყალიბა უფრო მცირე სამმართველოები.
1917 წლის 25 ოქტომბრის "მასონ-კომუნისტური" ("ბოლშევიკური") სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ამიერკავკასიაში დაბნეულობა გამეფდა. აქ დაბანაკებული რუსეთის არმია მალე გაიფანტა. მას გამოეყვნენ ურთიერთშორის მებრძოლი ჯგუფები, მალე მთელი ამიერკავკასია გაივსო "გაბოლშევიკებული" სამხედრო ბანდებით, რომლებიც ძარცვავდნენ ყველას და ყველაფერს. რუსეთის "ბოლშევიკების" მხარეს გადმოვიდა აგრეთვე თბილისში მდგარი რუსული ლაშქარი.
მასონ-ბოლშევიკური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოში გაიზარდა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის სულისკვეთება.
1917 წლის ნოემბერში მოიწვიეს ,,ქართული საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთა ყრილობა”, ილიას ჭავჭავაძის მიმდევრებმა, „ნაციონალ-დემოკრატებმა“ პასუხისმგებლობა ერის ბედზე თავის თავზე აიღეს. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ილიას დისშვილი, კოტე აფხაზი. იგი თბილისის "გუბერნიის" თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი იყო. ამ საკრებულოს ქონება, მრავალი ათასი მანეთის ოდენობით, საჩუქრად გადასცა ქართველ ერს და მისი თაოსნობით მოწვეულ იქნა საქართველოს ეროვნული ყრილობა, რომელზედაც თითქმის ერთხმად მოიწონეს ,,საქართველოს გამოყოფა რუსეთის იმპერიისაგან”. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებსაც მოუწოდეს გაერთიანებული ("ფედერაციული") სახელმწიფოს შექმნისაკენ, რომელშიც გაერთიანდებოდა საქართველო, არმენია და აზერბაიჯანი. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს ქართველ "სოციალისტ-მენშევიკთა" წინამძღოლი ნოე ჟორდანია, "მასონ-ბოლშევიკებივით" "მენშევიკებიც" მასონების გამოზრდილები იყვნენ .
"მენშევიკები", "დაშნაკები" და "მუსავატელები", რომლებსაც ეშინოდათ მასონ-ბოლშევიკური გადატრიალების, 1917 წლის 11 ნოემბერს თბილისში ქმნიან ამიერკავკასიის სამმართველოს ("კომიტეტს"), რომელსაც უფლებამოსილება მიენიჭა სამხრეთ კავკასიაში საერთო რუსული დამფუძნებელი კრების მოწვევამდე. დამფუძნებელი კრების არჩევნებისას, რუსეთის "ბოლშევიკებმა" ძლივს მიიღეს ხმების 4.6 პროცენტი. თუმცა, ისინი არ შეურიგდნენ დამარცხებას და შეეცადნენ თბილისში სამხედრო გადატრიალების განხორციელებას, მაგრამ ქართული მილიციის მცირე რაზმებმა თბილისის საჭურვილის საწყობი ("არსენალი") დაიკავეს და აღკვეთეს გადატრიალება.
ყოფილი წარმომადგენლებისაგან შედგენილი ამიერკავკასიის გაერთიანებული სამმართველო ("სეიმი") სამხრეთ კავკასიის ხელისუფლების სამართლებრივი ორგანო გახდა. იგი შედგებოდა 115 წარმომადგენლისაგან, სადაც გაერთიანდა 30 აზერბაიჯანელი "მუსავატელი", 27 არმენი "დაშნაკი". დანარჩენ ნაწილს წარმოადგენდნენ ქართველი "ეროვნულ-დემოკრატები" და ასევე რუსი "ესერები", "კადეტები" და "სოციალ-დემოკრატები". ამიერკავკასიის გაერთიანებული სამმართველოს ხელმძღვანელად აირჩიეს "მენშევიკთა" ერთ-ერთი წინამძღოლი ნიკოლოზ ჩხეიძე.
ამიერკავკასიის ხელ ისუფლების უმნიშვნელოვანეს ამოცანად იქცა ამიერკავკასიის დაცვა თურქეთის ჯარებისაგან, რადგან "მასონ-ბოლშევიკურმა" რუსეთმა ყველა წესის დარღვევით, 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით თურქეთს დაუთმო არამხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დროს დაპყრობილი მიწები, არამედ ივალდებულა სტამბოლისათვის გადაეცა ამიერკავკასიის მხარეები - ბათუმი, ყარსი და არდაგანი. თურქეთი ამ მიწესების დაპყრობის სანაცვლოდ რუსეთს სამხრეთ კავკასიის, ანუ საქართველოსა და არმენიას უთმობდა. სხვანაირად, რომ ვთქვათ დამპყრობმა რუსეთმა და თურქეთმა კავკასია ერთმანეთში გაიყვეს.
ამიერკ ავკასიის მთავრობა შეეცადა მოლაპარკებოდა თურქეთის ხელისუფალთ ქალაქ ტრაპეზუნდში (ქართული მიწა, ამჟამად თურქეთს აქვს მიტაცებული). თურქებმა მოითხოვეს ზემოთ აღნიშნული პროვინციების გადაცემა. თურქეთის მოთხოვნის შეუვალობაზე მეტყველებს ისიც, რომ მოლაპარაკებების დროს თურქეთის ლაშქარმა დაიკავა არა მხოლოდ სადავო ქართული მიწები, არამედ იმუქრებოდა, რომ საქართველოსა და არმენიის დანარჩენ ნაწილებსაც დაიკავებდა. ამიტომ ამიერკავკასიის ხელისუფლებამ უკან გაიწვია თავისი წარგზავნილები.
თურქები არ ცნობდნენ ამიერკავკასიის მთავრობას და მათთან მოლაპარაკებაზე არ მიდიოდნენ. საქართველო იძულებულია შექმნას „სეიმი“ (პარლამენტი) რომელიც ცვლის „ზაკვოს“. პრემიერ-მინისტრად ინიშნება აკაკი ჩხენკელი, დედაქალაქად ცხადდება თბილისი. სეიმი შედგება სამი გაერთიანებისაგან:
- ქართველი მენშევიკებისაგან,
- არმენი „დაშნაკ-ციუთუმისაგან“ და
- აზერბაიჯანული „მუსავათებისაგან“.
დაშნაკების პარტია თბილისში დაარსდა, რადგან არმენთა მაღალი დენის 100%-ი იმდრისათვის აქ ცხოვრობდა.
1918 წლის 14 აპრილს მცირერიცხოვან ქართველ მხედართა დამარცხების შემდეგ თურქეთმა ბათუმი დაიკავა.



21 აპრილს ომის გარეშე- ოზურგეთი, მაგრამ ორი დღის შემდეგ ქართველებმა ისინი დაამარცხეს და აიძულეს მოლაპარაკებებზე წასულიყვნენ.
სურდა რა ლეგალიზება მის მიერ დაკავებული მიწებს, თურქეთი 1918 წლის აპრილში მოითხოვდა ამიერკავკასიის ხელისუფლებისაგან ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. თურქეთის მუქარის ("ულტიმატუმის") ძალით, 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთისაგან. მას ეწოდა "ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა".
28 აპრილს თურქეთმა ცნო ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა. რამდენიმე დღის შემდეგ, ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლები ბათუმში შეხვდნენ ერთმანეთს, რათა სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებულიყვნენ. ამიერკავკასიის ხელისუფლება მზად იყო მიეღო ბრესტის ზავის პირობები, ანუ თურქეთისათვის დაეთმო არდაგანის, ყარსისა და ბათუმს ოლქები. მაგრამ ამ დათმობებმა არ დააკმაყოფილეს თურქი ხელისუფალნი და მოითხოვეს სამხრეთ საქართველოს მაჰმადიანებით დასახლებული მიწები და ასევე არმენიის მიწების ორი მესამედი. იმავდროულად თურქებმა კავკასიაში განახორციელეს გაცხოველებული ძირგამომთხრელი მოქმედებები. ამიერკავკასიის ხელისუფლება ქმედითად შეუდგა ევროპის სახელმწიფოთა შორის მხარდამჭერის ძებნას. არჩევანი გერმანიაზე შეჩერდა, რომელსაც ამ დროს გავლენა ჰქონდა ამიერკავკასიაში და შეეძლო წარმატებით უკუეგდო თურქთა შეტევები. როდესაც თურქ- ამიერკავკასიელთა კამათში შუამავლად გერმანია ჩაერთო, ქართველებმა და სომხებმა მიიღეს მისი წინადადება, სამაგიეროდ აზერბაიჯანელები მკვეთრად იწუნებდნენ ევროპელთა მოღვაწეობას.
თურქერბმა 72 საათიანი მოთხოვნა-მუქარა წარუდგინა ამიერკავკასიის ხელისუფლებას. ამ მუქარა-მოთხოვნების ("ულტიმატუმის") 2 მუხლი მთლიანად მიუღებელი იყო ქართველებისათვის.
აკაკი ჩხენკელს, გერმანელებმა ურჩიეს, საქართველო დამოუკიდებლად გამოეცხადებინათ. ეს იყო ერთადერთი საშუალება 72 საათიანი მუქარა-მოთხოვნის ("ულტიმატუმის") აცილებისათვის.
26 მაისს, „პიონერთა“ სასახლეში იკრიბება ეროვნული საბჭო და ნოე ჟორდანია აცხადებს:
ეს დღე ჩემთვის ბედნიერია, რადგან ახალი სახელმწიფო იბადება, ამავე დროს არის ძალიან უბედური, რომ ამიერკავკასიის სახელმწიფო გარდაიცვალა. მაგრამ პირობას ვდებ, ამბობს იგი, ჩვენ დავუბრუნდებით რუსეთს, როგორც კი იქ "დემოკრატია" აღსდგება.
ასე რომ, მაშინდელ საქართველოს სამწუხაროდ არ ჰყავდა ეროვნული მთავრობა და სახელმწიფოემრივი შორსმჭვრეტელობაც აკლდათ. ნოე ჟორდანია, საქართველოს ხელმძღვანელი
ამიერკავკასიის სახელმწიფოს დამაარსებლებმა გადაწყვიტეს ცალ-ცალკე ეძებნათ თავიანთი სამშობლოს ხსნის გზები. ამიერკავკასიის გაერთიანება ("ფედერაცია") გაიყო სამ სახელმწიფოდ – საქართველოდ, არმენიად და აზერბაიჯანად.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნებათა საბჭო იქცა დროებით სათათბიროდ. მის შემადგენლობაში 113 კაცი შედიოდა. დროებითი საბჭოს თავმჯდომარე იყო ნოე რამიშვილი. კარგად ჰქონდა რა გათვითცნობიერებული საქართველოს სამხედრო მდგომარეობის სისუსტე, რამიშვილმა თურქების წინააღმდეგ დახმარებისათვის გერმანელებს მიმართა. გერმანელებს ამ დროისათვის სურდათ მტკიცედ მოეკიდათ ფეხი ამიერკავკასიაში. მათ 1918 წლის მაისში, გერმანია – საქართველოს ხელშეკრულების ძალით, საქართველოში გამოგზავნეს რამდენიმე სამხედრო შენაერთი. ამრიგად, სურდათ ,,ერთი დარტყმით” დაეკავებინათ ქართული მანგანუმი და დაეწესებინათ მმართველობა ნავთობის საბადოებზე. სამაგიეროდ, გერმანელები ქართველებს ჰპირდებოდნენ, რომ შეაჩერებდნენ თურქეთის სწრაფვას ბრეტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების გარეთ მყოფი საქართველოს მიწების მისატაცებლად.
გერმანელების მხარდაჭერით, საქართველომ შესძლო დაედო ხელშეკრულება თურქეთთან იმ პირობებით, რომელიც ჩამოყალიბდა ბრესტ-ლიტოვსკში. გერმანელთა ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე იძლეოდა დამოუკიდებლობისა და თავდაცვის პირობას, როგორც რუსი მასონ-ბოლევიკების, ასევე თურქებისაგან.
რუსეთის ბოლშევიკური გადატრიალების საფრთხე დამოკლეს მახვილივით ეკიდა საქართველოს თავზე. საქართველოში რუსეთის ჯაშუშ-კომუნისტებმა აჯანყება მოაწყვეს და დუშეთის მხარე დაიკავეს. რუსთის ჯაშუშ-ბოლშევიკებმა ბრძოლა იმერეთშიც გადაიტანეს, მაგრამ რუსეთიდან მართულ ამ გამოსვლებს ქართული საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ მოჰყოლია. 1918 წლის შემოდგომაზე საქართველოს "სოციალისტ-მენშევიკების" ხელისუფლებამ თითქმის სრულიად გაანადგურა რუსეთის ჯაშუშ-კომუნისტური მღელვარება.
მოკლევადიანი დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე საქართველომ არამხოლოდ უკუაგდო თავდასხმები თურქეთისა და რუსეთის მხრიდან, ჩაახშო მცირე ამბოხებები, არამედ იძულებული შეიქმნა არმენიისაგანაც დაეცვა თავი.
1918 წლის ოქტომბერში არმენია თავს დაესხა საქართველოს. არმენმა "დაშნაკებმა" თავიანთ ჯარებს უბრძანეს დაეპყროთ ქართული დასახლებები. ჯავახეთისა და ბორჩალოს დაპყრობის შემდეგ, თბილისის ხელისუფლებას უპირობოდ მოსთხოვეს ("ულტიმატუმი") ამ მიწების დათმობა. 1918 წლის დეკემბერში გადამწყვეტი დიდი ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დამთავრდა და საქართველოს ჯარი არმენიის სიღრმისაკენ დაიძრა.ამ დროს ინგლისმა და საფრანგეთმა საქართველოს მოსთხოვეს წინსვლა შეეჩერებინათ. სრული განადგურებისაგან არმენები ინგლისელმა და ფრანგმა იხსნეს. მათივე მოთხოვნით,
საქართველომ და არმენიამ ურთიერთთავდაუსხმელობის ხელშეკრულება დადეს.
1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობას დაემუქრა მეფის რუსეთის მთავარსარდალი, გენერალ ანტონ დენიკინის ლაშქარი. დენიკინი ყველანაირად ცდილობდა საქართველოს დაპყრობას და რუსეთისათვის დამორჩილებას. მის ამ მოთხოვნებს მხარს უჭერდნენ ინგლისი (ბრიტანეთი), რომელიც აიერკავკასიას და საქართველოს რუსეთის კუთვნილებად მიიჩნევდნენ. ინგლისი სახელმწიფო მუქარა-დაშინების გზით საქართველოსათვის აფხაზეთის ჩამოგლეჯასაც კი ცდილობდნენ, ეხმარებოდნენ რა დენიკინს აფხაზეთის დაპყრობაში.
(ბატონებო კარგად დააკვირდით, წასული მეორდება. ვისწავლოთ მტერ-მოყვარის გარჩევა!) მეფის ანუ თეთრი რუსეთის მხრიდან საშიშროებამ ამიერკავკასიის ქვეყნები – საქართველო და აზერბაიჯანი აიძულა შეკავშირებულიყვნენ.
1919 წლის 16 ივნისს მათ შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დაიდო. საქართველოს დედაქალაქში ჰპოვეს თავშესაფარი ასევე დენიკინის მიერ განადგურებული "მთის რესპუბლიკის" მთავრობის წევრებმა.
1919 წლის ივნისში საქართველოს, აზერბაიჯანის და მთის რესპუბლიკის წარგზავნილებმა ანტანტის (სამთა კავშირი, ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი) უმაღლეს საბჭოში, პარიზში, შეიტანეს საჩივარი, სადაც დენიკინის არმიას უჩიოდნენ, რომელიც უხეშად არღვევდა კავკასიელი ხალხების ნებას. მიუხედავად ინგლისისა და საფრანგეთის მოთხოვნისა, დენიკინი არ აპირებდა მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოს აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან. მხოლოდ რუსეთში მიმდინარე "სამოქალაქო ომმა", სამეფო რუსეთსა და მასონურ-კომუნისტურ ფრთას შორის გააუმჯობესა ვითარება ამიერკავკასიის რესპუბლიკებში. დენიკინის არმიის განადგურებამ აიძულა დიდი ბრიტანეთი სინამდვილედ ეცნო აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობა 1920 წლის 20 იანვარს.
საქართველოს დამოუკიდებლობა გაახანგრძლივა პოლონეთისა და მასონ-ბოლშევიკური რუსეთის ომმა, რომელიც მოსკოვისათვის მარცხით დასრულდა. გასათვალისწინებელია, რომ, როდესაც პოლონეთის ჯარები კიევს უახლოვდებოდნენ, სწორედ მაშინ მოაწერეს რუსებმა ხელი საქართველოსთან ხელშეკრულებას. საქართველოში არავის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ამ ხელშეკრულებას დროის გაყვანის დანიშნულება ენიჭებოდა და რომ მცირე ხნით ყოვნდებოდა საქართველოს დაპყრობა.
საბუთი, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელმა მასონმა ლენინმა ,,მეგობრობის ხელშეკრულება” უწოდა, ხელმოწერილი იქნა 1920 წლის 7 მაისს, ანუ მაშინ, როდესაც პოლონეთის ჯარებმა კიევი აიღეს. საქართველოს ხელისუფლებამ, გრძნობდნენ რა ბოლშევიკურ საშიშროებას, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდნენ. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომ საქართველო ერთა ლიგას ეცნო, სანახევრო წარმატებით დასრულდა. როდესაც ბოლშევიკური საფრთხე ძალზე ნათელი გახდა, "ანტანტის უმაღლესმა საბჭომ" 1921 წლის 26 იანვარს სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საქართველოს გასაჭირს მასონ-ბოლშევიკური რუსეთის საშინაო საქმედ მიიჩნევდნენ და ხელს უშლიდნენ საქართველოს მიღებას ერთა ლიგაში. ამ ორგანიზაციის გაწევრიანებამ შესაძლოა დაიცვა საქართველო, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროით მაინც, რუსეთის თავდასხმისაგან. თუმცა ეს სახელმწიფოები ანგარიშს უწევდნენ ამ გარემოებას, რომ რუსეთი, ,,თეთრი” თუ ,,წითელი”, ვერ შეურიგდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას. პოლიტიკური დამკვირვებლებისათვის ცხადი შეიქმნა, რომ რუსეთის მიერ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპყრობა უკვე ძალზე ბევრს ნიშნავდა საქართველოსათვის.
საქართველოს და ამიერკავკასიის სახვა ქვეყნების საკითხი ევროპის მასონურმა მმართველობამ გადაწყვიტა რუსეთის სასარგებლოდ.
1920 წლის ბოლოს ბრიტანეთის პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა რუსეთის ელჩს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი კავკასიას რუსეთის კუთვნილებად მიიჩნევს, თუმცა ეს განცხადება არ აკმაყოფილებდა რუსეთის მმართველ ლენინს, რომელიც შიშობდა, რომ საქართველოზე აგრესია არა მხოლოდ ინგლისელების, არამედ თურქების გაღიზიანებასაც გამოიწვევდა. მას კი, ამ უკანასკნელებთან ურთიერთობის გამწვავება არ სურდა. რუსეთ თურქეთის გარიგების შემდეგ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს.
რამდენიმე წლის შემდეგ ნოე ჟორდანია დაწერს:
,,უმთავრესი გასაჭირი იყო იარაღი და ტყვია -წამალი. დახმარება ყველა სახელმწიფოს ვთხოვეთ, მაგრამ არავინ არ გამოგვხმაურებია.
მხოლოდ ინგლისიდან მივიღეთ მოჭრილი უარი”. იარაღის მიწოდების ნაცვლად. 12 მარტს საქართველოს თურქეთის სამხედრო ძალებმა შემოუტია. თურქეთ-რუსეთის საიდუმლო მოლაპარაკების საფუძველზე, ბოლშევიკებისათვის დახმარების სანაცვლოდ, თურქეთი საქართველოს სამხრეთს – არდაგანს, ართვინს და აჭარის ნაწილს მიიღებდა. თურქებმა ბათუმის დაპყრობაც მოინდომეს. საქართველოს მთავრობამ, დაინახა რა წინააღმდეგობის გაწევის უაზრობა, ბათუმი რუსეთის მასონ-ბოლშევიკებს გადასცა.
1921 წლის 18 მარტს საფრანგეთისა და ინგლისის გემებით, საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ სამშობლო დატოვა.
თუმცა დამოუკიდებელი საქართველო მხოლოდ სამი წელიწადი არსებობდა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან დაამტკიცა, რომ ღირსი იყო თავისუფლებისა.