პავლე ინგოროყვა
საქართველოს მოსახლეობა
2. მესხეთის პროვინცია
მხარეები ახალციხე-ახალქალაქისა და ბათომ-არტაანისა
საქართველო-ოსმალეთს შორისი ამ სადაო მხარეების საერთაშორისო-უფლებრივი მდგომარეობა შემდეგია:
საქართველოს პროვინცია მესხეთი (ეს არის ძირეული ქართული ქვეყანა, რომელიც საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე ქართული კულტურის ავანგარდს წარმოადგენდა) მეჩვიდმეტე საუკუნეში ოსმალეთმა მოსწყვიტა საქართველოს. მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე ხელახლა შემოერთებული ოსმალეთისაგან (ახალციხე-ახალქალაქის მხარე — 1829 წელს, ბათომი და არტაანი — 1878 წელს), ეს მხარეები ამის შემდეგ ხელახლა შეადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილს, თანახმად 1783 წლის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებისა, რომლითაც რუსეთის მმართველობა სდებდა პირობას —„на сохраненье целости настоящихъ владеншй" Грузинскаго Царства, „предполагая распространить таковое ручательство и на такья владеншя, кои въ теченш времени и по обстоятельствамъ приобретены и прочнымъ образомъ за нимъ утверждены будуть" იხ. მეორე არტიკლი; იხ. აგრეთვე მეოთხე-სეპარატი არტიკლი: „Е. И. В. обещаеть вь случай войны употребить всевозможное старание пособиемь оружия, а вь случай мира—настояниемь о возвращении земель и местъ издавна къ Царству Карталинскому и Кахетинскому щинадлежавишхъ, кси тскъ и останутся во владенш Царей тамошнихъ"— на техь-же основаняхь трактата.
ახალციხე-ახალქალაქის მხარის შესახებ ეს საერთაშორსო-უფლებრივი მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა; პირიქით 1856 წლის პარიზის ტრაქტატი განმეორებით ადასტურებს, რომ ოსმალეთს ამ მხარეზე არავითარი უფლება არა აქვს.
რაც შეეხება ბათომსა და არტაანს, მათთვის 1918 წლის ბრესტის საზავო ხელშეკრულება ახალ უფლებრივ მდგომარეობას ჰქმნის, მაგრამ — ჯერ ერთი:
— ტრაქტატის ეს მუხლი, რომელიც ეხება ბათომსა და არტაანს, არ შეიძლება ჩაითვალოს სავალდებულოდ, რადგან რუსეთი არ იყო უფლებამოსილი დაეთმო საქართველოს მიწა-წყალი. შეერთებული მასთან განსაზღვრული პირობებით, მით უფრო, რომ ვიდრე ბრესტის ხელშეკრულება დაიდებოდა — რუსეთმა ფაქტიურად დასტოვა საქართველო, გაიყვანა რა თავისი ჯარები საქართველოს საზღვრებიდან, — და ამით დაჰკარგა ყოველგვარი უფლება საქართველოზე, თანახმად იმავე საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებისა, რომელიც ერთადერთი ლოიალური ფუძე იყო საქართველო-რუსეთის საერთაშორისო-უ.ფლებრივი ურთიერთობისა.
და დამოუკიდებლად ამისგან, — თითონ ბრესტის ტრაქტატის მოხსენებული პუნქტი სრულიადაც არა სცნობს ბათომსა და არტაანს ოსმალეთის კუთვნილებად, არამედ ამ მხარეს ეროვნულ--პოლიტიკური თვითგამორკვევის უფლებას ანიჭებს; ოსმალეთის მიერ ჯარების შემოყვანას ამ მხარეში არ შეიძლება სხვანაირი განმარტება მიეცეს, თუ არა დარღვევა ბრესტის ხელშეკრულებისა.
აქვე ვადგენთ ცნობას ამ მხარეების მოსახლეობის შესახებ.
სამივე მხარეში (ახალციხე-ახალქალაქსა, ბათომსა და არტაანში), მოსახლეობის მთავარ ელემენტს შეადგენს ქართველობა, რომელთა შორის დიდი უმრავლესობა მუსულმანია სარწმუნოებით, ნაწილი ქრისტიანი.
1. მუსულმანი ქართველები. მუსულმანობა გავრცელდა აქაურ ქართველთა შორის მეჩვიდმეტე საუკუნიდან, მას შემდეგ რაც ეს მხარეები ოსმალეთმა მოსწყვიტა საქართველოს. ქართველ მუსულმანებში წმიდად არის დაცული ქართული რასსა, დიდ ნაწილს შეუნახავს ქართული დედა-ენა, და მთელი ხალხი დღემდე თავისთავს გურჯს (ე. ი. ქართველს) ეძახის.
კერძოთ ქართული ენის გავრცელების შესახებ — უნდა შევნიშნოთ:
მთელი ქართველი მუსულმანობისათვის ვიდრე მეცხრამეტე საუკუნის კარებამდე, და მეცხრამეტე საუკუნეშიც, დედა-ენა ქართული იყო. ბოლო დროებში — წარსული საუკუნის მანძილზე — ქართული ენის ცოდნა ზოგ ადგილას შემცირდა. ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსულ რეჟიმს. რუსეთის მმართველობა, რომლის პოლიტიკა მიმართული იყო ქართველობის დასუსტებისაკენ, ყოველნაირად ხელს უშლიდა მუსულმანი ქართველების დაახლოვებას მათ ქრისტიან მოძმეებთან. ყველაფერი ქართული აქ დიდ დევნას განიცდიდა. თუ სადამდე მიდიოდა კერძოთ ქართული ენის შევიწროება ამ მხარეში — ადვილად წარმოსადგენია მარტო იმ ფაქტიდან, რომ აქ თურქების მფლობელობის დროს სოფლის სამმართველოსა და სამსაჯულოში ქართული ენა იხმარებოდა, რუსეთის მმართველობამ კი რუსული და თურქული ენები შემოიღო. რუსულ-თურქული ენა შემოღებულ იქმნა აგრეთვე სკოლებში. ქართულ ენის ასეთ დევნას შედეგად ის მოჰყვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის მხარეში — მაგალითად, სადაც მთელი მუსულმანი ქართველობა მეცხრამეტე საუკუნის ნახევრამდე ქართულ დედა-ენაზე ლაპარაკობდა, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ენა აქ ზოგ კუთხეში დავიწყებას მიეცა. ასეთ რაიონებში ძველ თაობას დღემდე ახსოვს ქართული, ახალგაზრდობა კი ვეღარ ლაპარაკობს დედა-ენას. ასევეა აგრეთვე არტაანის კუთხეებში — ფოცხოვის და ტაოსკარის რაიონებში.
ქართული ენის გავრცელების დღევანდელი სურათი — შემდეგია:
კერძოთ ქართული ენის გავრცელების შესახებ — უნდა შევნიშნოთ:
მთელი ქართველი მუსულმანობისათვის ვიდრე მეცხრამეტე საუკუნის კარებამდე, და მეცხრამეტე საუკუნეშიც, დედა-ენა ქართული იყო. ბოლო დროებში — წარსული საუკუნის მანძილზე — ქართული ენის ცოდნა ზოგ ადგილას შემცირდა. ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსულ რეჟიმს. რუსეთის მმართველობა, რომლის პოლიტიკა მიმართული იყო ქართველობის დასუსტებისაკენ, ყოველნაირად ხელს უშლიდა მუსულმანი ქართველების დაახლოვებას მათ ქრისტიან მოძმეებთან. ყველაფერი ქართული აქ დიდ დევნას განიცდიდა. თუ სადამდე მიდიოდა კერძოთ ქართული ენის შევიწროება ამ მხარეში -— ადვილად წარმოსადგენია მარტო იმ ფაქტიდან, რომ აქ თურქების მფლობელობის დროს სოფლის სამმართველოსა და სამსაჯულოში ქართული ენა იხმარებოდა, რუსეთის მმართველობამ კი რუსული და თურქული ენები შემოიღო. რუსულ-თურქული ენა შემოღებულ იქმნა აგრეთვე სკოლებში. ქართულ ენის ასეთ დევნას შედეგად ის მოჰყვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის მხარეში — მაგალითად, სადაც მთელი მუსულმანი ქართველობა მეცხრამეტე საუკუნის ნახევრამდე ქართულ დედა-ენაზე ლაპარაკობდა, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ენა აქ ზოგ კუთხეში დავიწყებას მიეცა. ასეთ რაიონებში ძველ თაობას დღემდე ახსოვს ქართული, ახალგაზრდობა კი ვეღარ ლაპარაკობს დედა-ენას. ასევეა აგრეთვე არტაანის კუთხეებში — ფოცხოვის და ტაოსკარის რაიონებში.
ქართული ენის გავრცელების დღევანდელი სურათი — შემდეგია:
ა) ახალციხე-ახალქალაქის მხარე. აქაურ მუსულმან ქართველებიდან ქართულს დედა-ენაზე ლაპარაკობს 50%-დან 60%-მდე11. ქართული განსაკუთრებით შენახულა აწყურის უბანში, აგრეთვე ზემო-ქობლიანში და ურაველის უბნის ქვემო სექტორში.ბ) ბათომის მხარე. აქ ყველაზე კარგად არის დაცული ქართული ენა. ბათომის მხარე განიყოფება ორ ოლქად: ბათომისა და ართვინისა; აქედან ბათომის ოლქის მრთელი მუსულმანი ქართველობა ლაპარაკობს უწმინდეს ქართულ ენას. ართვინის ოლქის მუსულმან ქართველების უმრავლესობა (დაახლოებით 60%-მდე) აგრეთვე ლაპარაკობს ქართულს დედა-ენაზე, სახელდობრ — მურდულის, ლივანის, იმერხევის და ზემო-შავშეთის მოსახლეობა.
გ) არტაანის მხარე: ქართული ენა აქ ძალზე შესუსტებულია. ქართული შემონახულა ადგილ-ადგილ ფოცხოვის უბანში არტაანის ოლქისა, ტაოსკარის უბანში ოლთისის ოლქისა, და არტაანის ოლქის ცალკე სოფლებში, მაგ., სოფ. ველში.
სამივე მხარეში ახალციხე-ახალქალაქში, ბათომში და არტაანში ითვლება ქართველი მუსულმანობა: სოფლის მოსახლეობა 238.000 სული, ქალაქებში 5.000 სულამდე; მათ შორის ქართულ დედა-ენაზე ლაპარაკობს არა ნაკლები 140.000-ისა.
2. ქართველი ქრისტიანები. (მართლმადიდებელი და კათოლიკე). ესენი ითვლებიან აქ 50.000 სულამდე: სოფლებში (უმთავრესად ახალციხე-ახალქალაქის მხარეში) —30.000 სული, ქალაქებში — 20.000 სულამდე. ქრისტიანი ქართველების დედა-ენა — ქართულია12.
რაც შეეხება დანარჩენ ეთნოგრაფიულ ჯგუფებს — ესენია:
თურქები. მათი რიცხვი არც თუ ისე დიდია (ისინი აღწევენ აქ 20.000 სულამდე). თურქები მოსახლეობენ (თანახმად საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სპეციალური გამოკვლევისა) არტაანის მხარის ცალკე კუთხეებში: ჩილდირში, ტამალის საზოგადოებაში, და პენიაკჩაის სათავეებში.
რაც შეეხება ახალციხე-ახალქალაქისა და ბათომის მხარეებს, აქ თურქების მხოლოდ თითო-ოროლა სოფლებია, როგორაც — სოფ. გონია (ბათომის მხარეში) და სოფ. ყულალისი (ახალქ.ალაქის მაზრაში).სსომხები (კოლონისტები). მოსახლეობენ უმთავრესად ახალქალაქის მაზრის შუა სექტორში, აგრეთვე ქალაქებში. სომხობა გადმოსახლებულია ამ მხარეში რუსეთის მმართველობის მიერ 1829 წელს.
დანარჩენი პატარა ჯგუფებია: ქურთები, ბერძნები და რუსები.
http://www.istoria.ge/Documents/pavle%20ing.%20mos.htm§ 5. რუსეთის მიერ სამცხე-ჯავახეთის შემოერთება და მისი შედეგი. სომეხთა გადმოსასლება ამ კუთხეში.
როდესაც რუსეთმა საქართველო შემოიერთა, მესხეთი, ანუ ახალციხის საფაშო, ოსმალეთს შერჩა და მხოლოდ 1828 წ.-ს დაპყრობილ იქნა ამ საფაშოს ერთი ნაწილი, ანდრიანოპოლის ზავით რუსეთმა შემოიერთა 24-თიგან მხოლოდ 10 სანჯაყი. ქობლიანისა, ოძრხისა. (აბასთუმანისა), ახალციხისა, აწყვერისა, ასპინძისა, ხერთვისისა, ახალქალაქის, ჯარაქისა, ფოცხოვისა და პალაკაციოსი (ჩალდირისა) რაც ძველსა სამცხეს, ჯავახეთს, პალაკაციოს და ერუშეთს უდრის. ეს მხარე რუსთა მიერ შემდეგში ახალციხისა და ახალქალაქის მაზრად და ფოცხოვის უბნად იყო წოდებული.
რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წ. ომის შემდგომ მესხეთის მეორე ნაწილიც იყო შემოერთებული, სახელდობრ აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი, ოლთისი, აქეთგან სამი პირველი თემი, ანუ სანჯაყი ბათუმის ოლქად იქმნა წოდებული, ხოლო ერუშეთი, არტაანი და ოლთისი რუსეთის მთავრობამ ყარსის ოლქის სამზღვრებში მოაქცია, თუმცა ერუშეთი (=ფოცხოვის უბანს) ყარსის მხარეს 7-8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია და ფოცხოვის უბნის ბოქაული ამის გამო იძულებულია ახალციხეში იცხოვროს.
მთელ ამ კუთხეში, განსაკუთრებით ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობდენ (Иваненко. История гражданскаго управ, на Кавказе. 265, 260). რუსეთის აქ შესვლას 1828 წელს ამ მკვიდრ ქართველ მცხოვრებთა აყრა მოჰყვა შედეგად, მეტადრე ჯავახეთითგან (=ეხლანდელს ახალქალაქის მაზრას) და უფრო ნაკლებ სამცხითგანაც (=ახალციხის მაზრა). რუსებმა რომ ახალციხე აიღეს, კავკასიის მაშინდელს მთავარმართებელს ქართველი თავადაზნაურები წარუდგენ და საქართველოს მეფე და წყალობის წიგნები მიუტანეს, რომლებითაც სამცხე-ჯავახეთში მათი მფლობელობითი უფლება მტკიცდებოდა, და იმ საბუთების ძალით თავიანთ უფლების აღდგენას თხოულობდენ. მაგრამ პასკევიჩს არამც თუ ეს თხოვნა არ შეუწყნარებია, პირიქით განრისხდა კიდეც (АКАГК VIII 291 და Иваненко. op. cit. 199) ამავ დროს ოსმალეთითგან, ყარსსა და არზუმის საფაშოებითგან იქაური სომხობა გამორბოდა და საქართველოში თავშესაფრს ეძებდა. რუსეთის მთავრობამ მათ მფარველობა გაუწია: თითოს 25 მან. დახმარება აღმოუჩინა და 6 წლის განმავლობაში სახელმწიფო გადსახადისგან გაათავისუფლა. ამის წყალობით 90 000 მეტი სომეხი ლტოლვილი მოაწყდა. მათ დასასახლებლად საახალშენო კომიტეტი იყო დაარსებული და ზემო მოყვანილი რიცხვითგან 30 000-მდე სომეხი დასახლებულ იქმნა ახალციხისა და განსაკუთრებით ახალქალაქის მაზრებში (Иваненко op. cit. 265 — 266).
ამ გარემოებათა წყალობით ახალციხე-ახალქალაქის მაზრების მოსახლეობის სურათი არსებითად შეიცვალა. წინათ აქ შედარებით მჭიდრო მოსახლეობა იყო, 1832 წ. აღწერამ კი დაამტკიცა, რომ ამ მთელს ახლად შემოერთებულ ქვეყანაში 50 000 ორთავე სქესის მცხოვრებიც კი აღარ იყო. უწინ. მაგ. 1828 წ. ამოდენი ხალხი მარტო ქ. ახალციხეში ითვლებოდა.
ეროვნული შემადგენლობის მხრივაც მდგომარეობა ჯავახეთში ანუ ახალქალაქის მაზრაში ძირ-ფესეიანად შეიცვალა. თუ წინათ აქ მხოლოდ ქართველობა ცხოვრობდა, 1832 წ-ლს. ქართველთა მანგიერ უმრავლესობას უკვე სომხები შეადგენდენ და ქართველ მაჰმადიანებს რიცხვით მხოლოდ მეორე ადგილი-ღა ეიჭრათ (Иваненко op. cit. 267).
ასე შემთხვევით და ამ გზით გაჩნდენ სომხები ჯავახეთში, ქართული კულტურის ამ ძველის ძველს კერაში.
http://www.istoria.ge/Documents/saqartvelos%20sazgvrebi.htmArmor