მშრალ ხიდზე მიკროსკოპი გექნება ნაყიდი, ნამდვილად.
დისიდენტების მეცნიერებაში ჩაბმას აპირებ? თუ პირველი ტალღის ქართველ ემიგრანტებს გინდა დაერიო?
კომუნისტების დროს საზღვარგარეთ თითზე ჩამოსათვლელი ხალხი გავიდა:
1. მერი ბახანაშვილი - ბიოლოგი, 70-იანების ბოლოს - ისრაელში
2. ილია ოჩარაშვილი - ბიოლოგი, 80-იანების დასაწყისში - ინგლისში
3. დავით გელაშვილი - ბიოლიგი, 80-იანების დასაწყისში - ინგლისში
4. თენგიზ გლოველი - ბიოლოგი, 80-იანების ბოლოს - გერმანიაში
5. დავით ფრანგიშვილი - ბიოლოგი, 80-იანების ბოლო, 90-იანების დასაწყისი - გერმანიაში
და კიდევ რამოდენიმე.
ძირითადად ბიოლოგები გავიდნენ.
მიდი, აბა, მოსინჯე და ჩამოიყვანე!
დაასახელე, პლზ.
ახლა კი ყველამ კარგად მომისმინეთ:
ისეთ ქვეყანას, რომელშიც მეცნიერება და მეცნიერები არ იქნებიან. აქ საუბარია როგორც ჰუმანიტარულ, ისე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე. არსებობს ზოგადი კანონზომიერება - თუ ქვეყანაში ყოველ 10 000 მოსახლეზე არ იქნება ე.წ. "ინტელექტუალურ მშრომელთა" გარკვეული ოდენობა (არ მახსოვს კონკრეტული რიცხვი) და ეს ბალანსი დაირღვევა, საზოგადოების დეგრადაცია გარდაუვალია, რაც თავის მხრივ სახელმწიფოებრიობის რღვევის წინაპირობაა.
ხმამაღლა ვაცხადებ ჩვენი ხელისუფლების, აგრეთვე მისი აპოლოგეტების საყურადღებოდ - თუ ქვეყანაში არ გვეყოლება გარკვეული ოდენობა ფიზიკოსების, ფილოლოგების, მათემატიკოსების, ისტორიკოსების და ა. შ., ანუ აზროვნების გარკვეული ყაიდის მატარებელი ინდივიდებისა, მიუხედავად მათი პროფესიით დასაქმების თუ დაუსაქმებლობისა, დიდი-დიდი ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ 50-60 წელიწადი გაძლოს, მერე სრული πზდეცი დადგება.
ეს მოკლე უფასო ლექცია სოციოლოგიიდან.
ახლა კი მეორე საკითხი.
შეუძლებელია ქვეყანა შედგეს სახელმწიფოდ, რომელსაც მეტნაკლებად განვითარებული მეცნიერება არ ექნება. აქ საუბარია ისევ და ისევ როგორც ჰუმანიტარულ, ისე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე.
ჰუმანიტარული მეცნიერებების ამოცანაა ქვეყნისა და ერის იდენტურობის განსაზღვრა-შენარჩუნება, დაცვა და მსოფლიო მრავალფეროვნების პალიტრაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრება. ისინი სახელმწიფოს იმიჯსაც განსაზღვრავენ.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, გარდა ზემოთჩამოთვლილი ამოცანებისა, ემსახურებიან სახელმწიფოს კეთილდღეობას, სიძლიერესა და უსაფრთხოებას.
არავინ მსოფლიოში სერიოზულ ერად და სახელმწიფოდ არ ჩაგვთვლის, თუკი არ გვექნება მაქსიმალურად ფართე პალიტრა დარგებისა და პრიორიტეტებისა. განსაკუთრებით კი, ჩვენს ეპოქაში, როცა ნანოტექნოლოგიები უკვე რუტინაში გადადის.
ერი, ვისაც მეცნიერება არ გააჩნია, თავის არსებობას წითელ წიგნში დაასრულებს.
ამდენად, ვინც იმით სპეკულირებს, რომ 95 დარგი პრიორიტეტული არ არის, იმიტომ რომ ვერ ვაფინანსებთო და მხოლოდ 4-5 დარგის პრიორიტეტულად აღიარებისკენ მოგვიწოდებს, მაპატიეთ და სპეკულანტები და ან ამ ნაძირლების (ხელისუფლების) აპოლოგეტები ან ამათ მიერ დაბოლილები უნდა გიწოდოთ. ვისაც ამის გამო რამე პრეტენზია ექნება, დამიპიემოს.
მეცნიერებას კიდევ მეცნიერები ქმნიან. ვინც გვყავს - გვყავს. უკეთესები არ არიან. ასეთ შემთხვევაში არის სამი გზა:
1. გაყარე ესენი და ჩამოიყვანე ისინი ვინც საზღვარგარეთაა (გამომდინარე ჩემი პოსტის შესავლიდან, ძირითადი ტალღა 90-იანების მერეა წასული). ნებისმიერ შემთხვევაში მათი უზარმაზარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა ესაჭიროებათ.
მიშამ სცადა მეცნიერების ჩამოყვანა, დაიწყო კიდეც მათი დაბოლება, მაგრამ ვორკუტის იქით გაუშვეს.
2. ამუშავე ისინი ვინც გყავს და უზრუნველყავი მინიმალურად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომ მეტ-ნაკლებად საერთაშორისო დონის ექსპერიმენტები განახორციელონ.
3. გააკეთეთ ის, რაც მენშევიკურმა მთავრობამ განახორციელა. მასიურად გაუშვა ახალგაზრდები საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრებში სახელმწიფო ხარჯით. კი, მავანი დარჩა იქ, მაგრამ ძირითადად დაბრუნდნენ და საბჭოთა (და ძირითადად კი ქართული-ეროვნული) მეცნიერების აღმშენებლები გახდნენ. დღეს თუ ვინმე რამეს სწავლობთ (თუკი მართლა სწავლობთ და მთელი დღე კომპში ჯეო-ბარს არ უყურებთ იმის მოლოდინში რომ ვინმე ნახევრად გაშიშვლდება ან წაიზასავებს), სწორედ მათი დამსახურებაა დიდწილ.
ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო პრიორიტეტად უნდა იყოს მეცნიერებისა და მეცნიერთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა და პროტექციონისტული საკანონმდებლო ველის შექმნა, და არავითარ შემთხვევაში - რეპრესირება.
მერწმუნეთ, ახალი ფანტანების ნაცვლად თუნდაც ერთი ინსტიტუტის ფიზიკოსები ან ქიმიკოსები აღეჭურვათ საჭირო საექსპერიმენტო დანადგარებით. სირცხვილია! საქართველოში ორი წესიერი მას-სპექტრომეტრი არ არის! იბიომატ! დნმ-ანალიზატორი რამდენია საქართველოში! წესიერი ქრომატოგრაფი რამდენია, გინდა სითხური და გინდა გაზური?! პრეპარატული ქრომატოგრაფი არ გვაქვს საქართველოში წესიერი! ბლდ!
წესიერი ეპიდემიოლოგიური ლაბორატორია არ გვაქვს!
ბაქტერიოფაგს დედის საშო დაახურეს თავზე.
ყოველივეს გარეშე დაივიწყეთ ქვეყნის უსაფრთხოება!
This post has been edited by net on 14 Oct 2005, 18:49