”საქართველოს გზა” ”პოლიტიკურ აჯანყებას” იწყებს, რომელიც არჩევნებში გამარჯვებით უნდა დასრულდესhttp://www.newsgeorgia.ge/geo1/20070824/42039330.htmlთბილისი, 24 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”, ინა კუკუჯანოვა/. ”საქართველოს გზა” ”პოლიტიკურ აჯანყებას” იწყებს, რომელიც არჩევნებში გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
”დღეს ჩვენთვის პოლიტიკური აჯანყების პერიოდი იწყება, რომელმაც ჩვენ არჩევნებში გამარჯვება უნდა მოგვიტანოს”, - განაცხადა პარტიის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 24 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
24 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლების” ლიდერთან კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად საქართველოში ანტისაბჭოთა აჯანყების 83-ე წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენცაი გამართეს.
ზურაბიშვილი ”სირცხვილად” მიიჩნევს, რომ მთავრობა არ აღნიშნავს ამ დღეს, ხოლო ოკუპაციის მუზეუმი სწორედ ახლა არის რემონტზე დახურული. მან აღნიშნა, რომ თუ ეს თარიღი არაფერს ნიშნვს მთავრობისთვის, მაშინ ”რისთვის გადმოასვენეს ასეთი პატივით საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი?”.
”ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ემიგრაცია ყოველთვის აღნიშნავს ამ სამწუხარო თარიღს. ეს ისეთი სიმბოლოა, რომლის დავიწყება არ შეიძლება და მე მინდა დღეს შეგახსენოთ ეს თარიღი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კონსტანტინე გამსახურდიან, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ამ დღეს ოკუპაციის მუზეუმის დახურვა - ხელისუფლების მორიგი აქციაა, რომლის მიზანია ”მოკლან სახალხო ხსოვნა, აიძულონ ადამიანები საკუთარი წარსული დაივიწყონ”.
”ხელისუფლება ფიქრობს, რომ საქართველოს ისტორია 2003 წელს დაიწყო, ეგრედ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგ. მე არ მჯერა, რომ ხელისუფლება ოდესმე აღნიშნავს ამ თარიღს, რადგან თვითონვე არიან ოკუპანტები”, - განაცხადა მან.
1924 წლის 29 აგვისტოს აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ყველაზე მასშტაბური აჯანყება იყო. აჯანყების დროს 4 ათასი ადამიანი დაიღუპა.
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/