opupop
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 812
წევრი No.: 12872
რეგისტრ.: 17-September 05
|
#2069380 · 3 Nov 2005, 14:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამომშვიდობება პარიზელ დიპლომატთან : უმრავლესობიდან დეპუტატები გარბიან ევროკავშირთან ინტეგრაციის ოცნებას მსხვილი ხაზი გადაუსვეს
"მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის არჩევნებში არგამარჯვება. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანის უფლება დაირღვა. ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ბრძოლაა. თქვენ სამართლიანად ხართ გაბრაზებულები და დარჩით გაბრაზებულები!" – ასე მიმართავდა ჟვანია საზოგადოებას.
პირველი შეცდომა თუ პირველი უყურადღებობა. ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2004 წლის 1 ივლისს შსს-ს სპეცრაზმმა მიწისძვრით დაზარალებულთა, "თბილტრანსის" მძღოლთა და კოოპერატიული ბინათმშენებლობის გაერთიანების წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.
ამის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლებული ხალხი, უმუშევრად დარჩენილი გარემოვაჭრეები, გაუქმებული სამარშრუტო ხაზების მძღოლები, გაუქმებული სამხედრო სასწავლებლებიდან გამოყრილი ახალგაზრდები და კიდევ მრავალნი ასეთნი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად ხან სად მართავენ და ხან სად. ორი წლის განმავლობაში რევოლუციით მოსულ ხელისუფლებას ასეთი მცირე აქციებისთვის სულ მცირე ყურადღებაც კი არ მიუქცევია. მათგან განსხვავებთი კი იპოდრომის აქცია, ალბათ, ხელისუფლების მიერ საკუთარი თავისადმი კითხვის დასმას მაინც იმსახურებს.
თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის არც ერთ წარმომადგენელს და არც ერთ პოლიტოლოგს საკუთარი აზრის დაფიქსირება არ სურს.
რამაზ კლიმიაშვილი: თუ მძიმე სოციალურ სიტუაციას ყურადღება არ მიექცა, მაშინ სიტუაცია გართულდება. როგორც ვხედავთ, დღეს ამას აბსოლუტურად არავითარი ყურადღება არ ექცევა, ვგულისხმობ ფანტასტიკურ უმუშევრობას და საერთოდ, ცხოვრების დონის მკვეთრ გაუარესებას. პრობლემა კიდევ ის არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რომანტიზება გაუკეთა რევოლუციურ, ანტიდემოკრატიულ ცვლილებებს და არა, ვთქვათ, არჩევნების საშუალებით მიღწეულ ცვლილებებს.
მაშინ ორი წლის წინ, ხალხი შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის მოსაცილებლად გამოვიდა. ეს იყო პოლიტიკური გამოსვლა და არ სოციალური. ამიტომ მაშინ ყველაფერმა ლამაზად, ვარდებით ხელში ჩაიარა. მაგრამ თუ სოციალური გამოსვლა მშიერი ხალხის მხრიდან მოხდა, მაშინ იქნება ისეთივე პროცესები, როგორიც იყო ყირგიზეთში, ამ ნახევარი წლის წინ. ამავე დროს, ხელისუფლებამ დემოკრატიულობასაც აბსოლუტურად ზურგი შეაქცია. ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი აშკარად გაუარესდა.
რ.კ: პირველი და უმთავრესი, ეს არის ქვეყანაში ნორმალური ბიზნესგარემოს შექმნა. ეს იმიტომ, რომ სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესმენი და არა მთავრობა. მთავრობას შეუძლია ხელი შეუწყოს ბიზნესმენებს, მაგრამ ჩვენი მთავრობა ამას არ აკეთებს. პირიქით, მთავრობამ ხალხი მოატყუა, როცა მცირე ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლებას შეჰპირდა. შემოსულ ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, ყველა ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ იგი გაცილებით უარესია, ვიდრე წინა კოდექსი იყო. არადა ყველამ იცის, რომ წინა კოდექსი ძალიან ცუდი იყო. ხელისუფლებას ყველაზე ადვილად, სწორედ ამისი გაკეთება შეეძლო. მათი მოვალეობაც ბიზნესისთვის მაქსიმალურად ხელის შეწყობაა, თორემ ისინი სამუშაო ადგილებს ვერ შექმნიან. მაგრამ სამწუხაროდ, ამათი მენტალიტეტი ისევ საბჭოური დარჩა. ბიზნესმენი მათთვის არის ძროხა, რომელიც უნდა მოწველო, მაგრამ ბევრს რომ მოწველი, მერე ძროხა კვდება. მათ ეს არ იციან და ბიზნესმენებთან შეწერა-შეწერაზე მიდის, ამას დასასრული არ გამოუჩნდა. ჩვენ განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესმენები ისედაც არ გვყავდა და დღეს ისინი ფაქტობრივად მოხრჩობილ მდგომარეობაში არიან. კი გვიყვარს ჩვენ ოლიგარქებზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ისინი პრაქტიკულად არ გვყავს.
ჯერ დათო ზურაბიშვილი, მერე სალომე ზურაბიშვილი, მერე კიდევ გია თორთლაძე, უფრო ადრე ბერძენიშვილები და სხვები, სულ თავიდან კობა დავითაშვილი და სხვები, - ადვილი მისახვედრია, ეს ოპოზიციაში გადასული "ნაციონალები" არიან. მაგრამ, არავის ეგონოს, რომ სააკაშვილი მარტო დარჩა. როგორც ყოველთვის პარტიების ცვლებში, მათი ადგილი "ახალი თაობის პოლიტიკოსებმა" დაიკავეს. ისეთებმა, “პარტიის” ყველა ბრძანებას თვალდახუჭულნი რომ ასრულებენ. იმ დღესაც, ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა რომ გაიმართა, ნიკა გვარამიას პარტიამ უთხრა, რომ მკაცრი ტონი იყო საჭირო და დავალება შესაშური ერთგულებით შეასრულა. მერე რა, რომ ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილს თანადგომას ჰპირდებოდა და მისი საქმიანობით აღფრთოვანებას არ მალავდა.
ერთი შეხედვით, ისევ ისე ჩანდა, რომ ეს დეპუტატები ძველებურად რამდენიმე განცხადებას გააკეთებდნენ, მერე პარლამენტის დერეფნებში იჭორავებდნენ, გულზე მუშტსაც დაიბრახუნებდნენ, მერე პრეზიდენტი რამდენიმე მათგანს შეხვდებოდა და ეს თემა რამდენიმე ხნით დავიწყებას მიეცემოდა. ამასობაში იგივე დეპუტატები ზურაბიშვილისთვის ერთგულების გამოცხადებასაც მოასწრებდნენ და ფიცის დადებასაც, რომ მის გვერდით იდგებოდნენ. წელიწადნახევრიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ასე მოხდებოდა, მაგრამ…
ამიტომაც ყვიროდნენ ასე თავგამოდებულები და პარლამენტში პარლამენტარიზმის დამკვიდრებას ცდილობდნენ. მათაც უნდა გაუგოს კაცმა. მერაბიშვილი დაიბარეს პარლამენტში და არ მივიდა. ოქრუაშვილი დაიბარეს და არ მივიდა. ადეიშვილი დაიბარეს და არ მივიდა. კეზერაშვილი დაიბარეს და ისიც არ მივიდა. სალომე ზურაბიშვილი დაიბარეს და მივიდა, მაგრამ პარლამენტარებს მინისტრების მიერ საკანონმდებლო ორგანოს აბუჩად აგდება და არაფრად ჩაგდება ისე ჰქონდათ ყელში ამოსული, რომ ზურაბიშვილის მისვლა ვეღარ შეამჩნიეს. ამიტომაც მთავარ ბრალდებად სწორედ პარლამენტთან კოორდინაციის არქონა დააბრალეს.
სააკაშვილმაც არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აქამდე მის ფავორიტად ითვლებოდა, გადააყენა. ახლა ჩვენს პრეზიდენტსაც შეუძლია, ამაღლებული ტონით განაცხადოს, "მე არჩევანი საქართველოსა და მეგობრებს შორის უნდა გამეკეთებინა და არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გავაკეთეო".
ალბათ, ამ ფრაზას პრეზიდენტი უსათუოდ იტყოდა, მაგრამ, მეგობრები და საქართველო ამ სქემით მაინცდამაინც კარგად ვერ გადანაწილდა. ყველაზე მეტად, ალბათ, სააკაშვილს არ შეეშლება, ერთი განცხადებით ათი ათასზე მეტი ადამიანის შეკრება რას ნიშნავს. მაგრამ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება და პარტიის სამსახურისათვის მზად ბოკერია აღმოჩნდა.
მერაბ ფაჩულია, "გორბის" დირექტორი: ჩემი აზრით, ქალბატონ ზურაბიშვილის წასვლა კაბინეტიდან საინტერესო პოლიტიკური ერის დასაწყისი შეიძლება, გახდეს ქართულ რეალობაში. როცა ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა, მიუხედავად სახელმწიფოს ბიუჯეტის გასამმაგებისა, მოსახლეობის ფართო მასებს ჯერ ეფექტურად არ შეხებია, არაფერს ვამბობ უმუშევრობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ ეტაპზე კი ახალი, პროდასავლური (ალბათ, ამ შემთხვევაში უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდი - დასავლური) მოძრაობის ან პარტიის ჩამოყალიბება უთუოდ წაადგება როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ასევე ქვეყანასაც.
თუმცა, მინდა, რამდენიმე მომენტსაც გავუსვა ხაზი: სერიოზული მოძრაობა აუცილებლად უნდა გასცდეს თბილისის მასშტაბებს, და უარეს შემთხვევაში უნდა მოიცვას ქვეყნის ურბანული მოსახლეობა მაინც. მეორე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური ტიპის მოძრაობის შესახებ, მაშინ აუცილებელია, უახლოეს დღეებში გამოჩნდეს პოლიტიკური მოძრაობის ძირითადი ატრიბუტიკა - დასახელება, დევიზი, სიმბოლიკა, სამოქმედო პროგრამა, შესაძლო ოპონენტები და პარტნიორები.
"მ.კ": ვინ წააგო და ვინ მოიგო ამ პროცესების შედეგად.
მ. ფ: შეიძლება, უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ წინა კვირის მოვლენებიდან გამომდინარე ყველაზე დიდი გამოწვევა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მიიღო.[B]
ქალბატონი სალომე, "გორბის" გამოკითხვების მიხედვით, გასულ წელიწადნახევრის განმავლობაში ყოველთვის იყო რეიტინგიან პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეების ათეულში. ბუნებრივია, ამ ტიპის დემარშის შემდეგ მისი ნდობის რეიტინგი აიწეოდა. მომავალს კი აუცილებლად არჩევნები გვიჩვენებს. თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები იქნებოდა საუკეთესო რეპეტიცია, თუმცა არაპირდაპირი არჩევნებიც საკმაოდ დიდი გამოცდა შეიძლება იყოს ახალი მოძრაობისათვის. ისე, ჩვენთანაც წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.
[B]პრეზიდენტმა ზურაბიშვილის მინისტრობის დროს საგარეო უწყებაში შექმნილ ვითარებას "ქაოსი და დეზორგანიზაცია" უწოდა. სააკაშვილმა ყოფილი მინისტრი აგრეთვე იმისთვის გააკრიტიკა, რომ ქართულმა მხარემ ვერ მოახერხა, მსოფლიოს დასანახად აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდა გაეტანა. პრეზიდენტის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერც იმის დაფიქსირება მოახერხა, რომ ცხინვალის რეგიონსა და მის შემოგარენში მუდმივად ძალადობრივი აქტები ხორციელდება.
ეს კი, სულ ცოტა, იმას ნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს თავის თავზე გენპროკურორის მოვალეობებიც უნდა აეღო. ალბათ, შესაძლებელია, რომ ასე მომხდარიყო. აბა, განცხადებას პრეზიდენტიც ბოკერიასავით ცხელ გულზე ხომ არ გააკეთებდა.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ როდესაც თბილისში ზურაბიშვილს დიპლომატობას უწუნებდნენ, პარლამენტის თავმჯდომარე კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ლექციას კითხულობდა.
ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კი მოვალეობის შესრულებას მოზღვავებული ენერგიით დანიშვნის წუთიდანვე შეუდგა. ბეჟუაშვილმა უკრაინაში საქართველოს ელჩს კიევში საელჩოს მშენებლობა შეაჩერებინა. ამის მერეც თქვას ვინმემ ჩვენს პრეზიდენტზე, რომ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ არ გააკეთა.
"როგორც ჩანს, პოლიტიკურ წიწილებსაც შემოდგომით ითვლიან", - ასეთია პოლიტოლოგების შეფასება და იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსთა გადანაწილების პროცესი არ დამთავრებულა.//
|